მოიძებნა 669201 ჩანაწერი
638881.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
პროდუქციის მიერ მიღებული ჯილდოების შესახებ.
The prizes awarded to the product.
638882.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მწარმოებელთა ან რეალიზატორთა (დისტრიბუტორთა) იმ ჯგუფის (გაერთიანების) შესახებ, რომელთანაც დაკავშირებულია მოცემული პროდუქციის მწარმოებელი, თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს პროდუქციის პრესტიჟის ამაღლებას.
The producers or a group (union) of sellers (distributors) connected with the producer, if such information contributes to an increasing of the product’s prestige.
638883.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
პროდუქციის წარმოების ზონაში არსებული ისტორიული ადგილის (ძეგლის) შესახებ.
A historical place (monument) in the production zone.
638884.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმების ელემენტებზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი პირის მოთხოვნის შესაბამისად.
The production designated for export may contain additional or special information in accordance with the legislation of the importing country or at the request of the importing entity.
638885.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის ეტიკეტზე წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ქართულთან ერთად ერთ-ერთ უცხო ენაზე.
The inscriptions on the label of a wine or an alcoholic drink of grape origin produced on the state territory of Georgia must be in the Georgian language or in one of the foreign languages together with the Georgian language.
638886.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ექსპორტირებისათვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმებისას ეტიკეტზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაციის მითითება იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი იურიდიული ან ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად.
According to the legislation of an importer country or the requirement of legal or physical importer entity, during the official registration additional or special information could be added on the label of products for export.
638887.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ეტიკეტირების კონტროლის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
The Ministry of Agriculture of Georgia establishes the rule of control of labeling.
638888.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაცია.
Certification of Grape Products.
638889.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების სერტიფიცირება სავალდებულოა.
The certification of wines with denomination of origin is compulsory.
638890.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სუფრისა და მხარის ღვინოების, აგრეთვე მაგარი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია.
The certification of table and regional wines, and strong alcoholic drinks as well, is optional.
638891.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ამ შემთხვევაში საკმარისია შესაბამისობის დეკლარაცია (აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის გამოცდის ოქმის საფუძველზე).
In that case, a conformity declaration is sufficient (based on the test report of an accredited testing laboratory).
638892.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
დეგუსტაცია სავალდებულოა ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად.
A degustation is mandatory for issuing a certificate of conformity for wines with denominations of origin.
638893.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
დანარჩენი ღვინოების შემთხვევაში დეგუსტაცია ნებაყოფლობითია და მას დაკვეთის საფუძველზე ახორციელებს „სამტრესტთან“ შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.
In the case of other wines, degustation is optional and is conducted by the permanent degustation committee under the Samtresti upon the order of a client.
638894.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციას ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.
Accreditation of testing laboratories is conducted by the united national body of accreditation – accreditation center.
638895.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ექსპორტიორი ვალდებულია, სერტიფიცირებული პარტიის საექსპორტოდ გამზადების შესახებ ექსპორტირებამდე 3 დღით ადრე შეატყობინოს „სამტრესტს“, რის შემდეგაც „სამტრესტი“ იღებს გადაწყვეტილებას რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღების თაობაზე.
An exporter is obliged to notify 3 days prior the Samtresti on preparing for export a certified consignment, after which, the Samtresti takes a decision on taking a sample for referential laboratory testing.
638896.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების მიზნით „სამტრესტი“ უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს ნიმუშები და გადასცეს საგამოცდო ლაბორატორიას ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებთან შესადარებლად.
In order to verify the samples provided by an exporter, the Samtresti has the authority to take samples from the certified consignment, not later than 3 working days after the notification laying down in Clause 5 of this Article and send them to a testing laboratory for comparing with the samples provided by the exporter.
638897.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
აღნიშნული ვადის ამოწურვამდე აკრძალულია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტირება ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.
Until the expiration of the above-mentioned term, exporting or placing on the market the certified consignment is prohibited.
638898.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
თუ მწარმოებელმა/განმცხადებელმა საგამოცდო ლაბორატორიას წარუდგინა სერტიფიცირებულ პარტიაში განთავსებული პროდუქციის შესაბამისი ნიმუში, ხოლო საგამოცდო ლაბორატორიამ გასცა ყალბი ოქმი, ლაბორატორიას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
If a producer/declaring entity provided to the testing laboratory a sample corresponding to the products of the certified consignment and the testing laboratory issued a false report, the laboratory shall be imposed the responsibility according to the legislation of Georgia.
638899.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
თუ მწარმოებელმა/განმცხადებელმა საგამოცდო ლაბორატორიას წარუდგინა სერტიფიცირებულ პარტიაში განთავსებული პროდუქციისაგან განსხვავებული ნიმუში, მწარმოებელს/განმცხადებელს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
If a producer/declaring entity provides to the testing laboratory a sample different from the products of the certified consignment, the producer/declaring entity shall be imposed the responsibility according to the legislation of Georgia.
638900.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს აანაზღაურებს ყალბი ოქმის გამცემი ლაბორატორია.
If there is a case laid down in Clause 7 of this Article, the referential laboratory test fee shall be covered by the laboratory that issued a false report.