მოიძებნა 668048 ჩანაწერი
667261.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
სექტორების რანჟირება ქვე-ინდექსების მიხედვით.
The rating of sectors by sub-indexes.
667262.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
თითოეულ ქვე-ინდექსში სექტორების რანჟირება ეყრდნობოდა მათ ქულებს, უმაღლესიდან ყველაზე დაბალ ქულამდე.
The ranking of the sectors in each subindex was based on their scores, from highest to lowest.
667263.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
შესაბამისად, 1-ელი თანრიგი მიენიჭა სექტორს ყველაზე მაღალი ქულით.
Accordingly, the sector with the highest score ranks the first place.
667264.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
ხოლო სექტორებს, რომელსაც შედარებით დაბალი ქულა ჰქონდათ ქვე-ინდექსში, მიენიჭათ შედარებით მაღალი თანრიგი.
And sectors that had relatively low scores in the sub-index were given relatively high ratings.
667265.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
აღნიშნული რანჟირება განხორციელდა თითოეულ ქვე-ინდექსში.
This ranking was carried out in each sub-index.
667266.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
საბოლოოდ, განხორციელდა სექტორების რანჟირება მათი თანრიგების ჯამის მიხედვით.
Finally, the sectors were ranked by the sum of their rankings.
667267.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
დაბალი ჯამი მიუთითებს სექტორის მაღალ შედეგზე ქვე-ინდექსებში.
A low sum indicates high sector performance in the sub-indexes.
667268.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
შესაბამისად, შეირჩა 30 სექტორი ყველაზე დაბალი ჯამით.
Accordingly, 30 sectors with the lowest sum were selected.
667269.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
შეირჩა სექტორები, რომელთაც თანმიმდევრულად მაღალი შედეგი ჰქონდათ ქვე-ინდექსებში.
The sectors that consistently performed well in the sub-indexes were selected.
667270.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
საუკეთესო შედეგის მქონე სექტორები თითოეულ ქვე-ინდექსში.
The most efficient sectors in each sub-index.
667271.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
თითოეული ქვე-ინდექსისთვის, შეირჩა საუკეთესო 10 სექტორი, მათი ინდივიდუალური თანრიგის მიხედვით ამ ქვე-ინდექსში.
The top 10 sectors were selected for each sub-index based on their individual ranking within that sub-index.
667272.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
შესაბამისად, თითოეულ ქვე-ინდექსში გამოვლინდა 10 სექტორიანი სია.
Accordingly, a list of 10 sectors was defined in each sub-index.
667273.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
შეიქმნა გაერთიანებული სია 60 სექტორის (10 სექტორი 6 ქვე-ინდექსში).
A consolidated list of 60 sectors (10 sectors in each 6 sub-indexes) was created.
667274.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
სიაში წაიშალა დუბლირებული სექტორები და თითოეული სექტორი მხოლოდ ერთხელ დარჩა.
Duplicate sectors have been removed from the list, and each sector remains only once.
667275.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
შესაბამისად, მივიღეთ სექტორები, რომელთაც ერთ ქვე-ინდექსში მაინც საუკეთესო შედეგები აქვთ.
Accordingly, we have obtained the sectors that have the best results in at least one sub-index.
667276.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
სექტორები გადაირჩა წინა ეტაპებზე მიღებული ორი სიიდან: სია I: საუკეთესო 30 სექტორი თანმიმდევრული მაღალი შედეგის მიხედვით; სია II: ქვე-ინდექსებში საუკეთესო 10 სექტორისგან შემდგარი სია.
The sectors were selected from two lists obtained in the previous stages: List I: 30 leading sectors by consistently high performance; List II: A list of the top 10 sectors in the sub-indexes.
667277.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
შესაბამისად, რელევანტურ სექტორად შეირჩა ის სექტორი, რომელიც ორივე სიაში იყო წარმოდგენილი.
Accordingly, the sector that was represented in both lists was selected as the relevant sector.
667278.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
შერჩევის ამგვარი პროცესი უზრუნველყოფს ისეთი სექტორის არჩევას, რომელსაც თანმიმდევრული (მთლიანობაში) კარგი შედეგი აქვს და, ასევე, ისეთი სექტორის არჩევას, რომელსაც ინდივიდუალურად მინიმუმ ერთ ქვე-ინდექსში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს.
This selection process ensures that the sector that consistently (entirely) performs well will be selected, as well as the one that individually has one of the best results in at least one sub-index.
667279.
სექტორული ანალიზი | მეთოდოლოგია
საბოლოოდ კი გადარჩეულ სიაში მყოფი სექტორები შემოწმდა კონცენტრაციის დონის მიხედვით და შეირჩა მხოლოდ ის სექტორები, სადაც მონოპოლიის ნიშნები არ იკვეთებოდა და სექტორი გაჯერებული იყო მცირე და საშუალო ზომის საწარმოებით.
Finally, the sectors included in the short list were checked by concentration level, and only those sectors having no signs of monopoly and saturated with small and medium-sized enterprises were selected.
667280.
სექტორული ანალიზი | მცირე და საშუალო საწარმოების კლიმატი სექტორების მიხედვით: დასაწყობება და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობები
სექტორი მოიცავს: 1. დასაწყობებას და შენახვას; 2. ტრანსპორტირების დამხმარე საქმიანობებს: სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები.
The sector includes: 1. Warehousing and storage; 2. Support activities for transportation: services related to land, water, air transportation, loading and unloading of goods, other transportation support activities.