მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7121.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზერელედ დანარკოზებულ (ნემბუტალი) კატებზე შეისწავლებოდა ურთიერთმოქმედება სმენით ქერქში ბგერაზე აღმოცენებული ე. წ. ნელი შემდეგმოქმედებისა და სმენით, სომატოსენსორულ და ასოციაციურ ქერქში მიმდინარე სპონტანურ თითისტარებს შორის.
The interaction between slow cortical afterdischarge (SCA) evoked by sound clicks in the auditory cortex and spontaneous spindles arising locally in the auditory, somatosensory and association cortices was studied in lightly nembutalized cats.
7122.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
განმეორებითი ბგერითი გაღიზიანებებისას ნელი შემდეგმოქმედება სმენით ქერქში ითრგუნება ქერქის იმავე უბანში აღმოცენებულ წინამორბედი როგორც ნელი შემდეგმოქმედებით, ისე სპონტანურად აღმოცენებული თითისტარით.
During repeated sound stimulations SCA in the auditory cortex was depressed both by the preceding SCA and by a spontaneous burst of spindles appearing in the same area of the cortex.
7123.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სომატოსენსორულ და ასოციაციურ ქერქში ლოკალურად მიმდინარე სპონტანური თითისტარები არ უშლიან ხელს სმენით ქერქში ნელი შემდეგმოქმედების აღმოცენებას.
Local spontaneous spindles in the somatosensory and association areas of the cortex do not prevent the appearance of SCA to clicks in the auditory cortex.
7124.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნელი შემდეგმოქმედებისა და სპონტანური თითისტარების გენერაციის მექანიზმი ერთი და იგივეა და როგორც სპონტანური, ისე გამოწვეული თითისტარები აღმოცენდება სხვადასხვა თალამო-კორტიკალურ სისტემაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
All this suggests that the mechanism of the generation of SCA and of spontaneous spindles in the same and that both spontaneous and evoked spindles are generated independently in each thalamocortical system.
7125.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კვებითი მოქმედების რეგულაციის ჰუმორული მექანიზმების შესახებ.
On the humoral mechanisms regulating alimentary activity.
7126.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ჰიპოფიზის ადრენო-კორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ), პრედნიზოლონისა და დეზოქსიკორტიკოსტერონის გავლენა ვირთაგვების სამოძრაო აქტივობაზე შიმშილის, გაძღომის და ჰიპოთალამუსის „კვებითი ცენტრების“ დარღვევისას.
The effect of the adrenocorticotropic hormone (ACTH) of the hypophysis, prednisolone and desoxicorticosterone on the rat’s motor activity was studied during hunger, satiety and disturbances in the hypothalamic “alimentary centre”.
7127.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გარდა ამისა, ძაღლებზე შესწავლილია ღვიძლის ვენის სისხლში გლუკოზისა და ლიმონის მჟავას შემცველობა და თავის ტვინის მიერ მათი უტილიზაციის ხარისხი არტერიო-ვენური სხვაობის შესწავლის საფუძველზე უზმოდ და საკვების მიღების პირობებში.
Besides, the content of glucose and citric acid in the dog’s liver venous blood and extent of their utilization by the brain were examined on the basis of arterovenous difference studied on an empty stomach and during food intake.
7128.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დადგენილია, რომ აკტჰ, დეზოქსიკორტიკოსტერონი და განსაკუთრებით პრედნიზოლონი იწვევენ ვირთაგვების მოძრაობითი აქტივობის შეკავებას.
ACTH, deoxicorticosterone, and especially prednisolone, were found to inhibit the motor activity in rats.
7129.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აკტჰ შემაკავებელი მოქმედება უფრო ძლიერაა გამოხატული ჰიპერაქტიურ ვირთაგვებში, რომელთაც წინასწარ დანგრეული ჰქონდა ლატერალური ჰიპოთალამუსის განაპირა უბნები, მაშინ როდესაც აკტჰ გავლენას არ ახდენს ვირთაგვებზე, რომელთაც დანგრეული ჰქონდათ ჰიპოთალამუსის მედიალური უბნების გარკვეული სტრუქტურები.
The inhibitory action of ACTH was more pronounced in the hyperactive rats with lesions in the marginal portions of the lateral hypothalamus, whereas ACTH has no effect on the rats with lesions in some structures of the medial hypothalamus.
7130.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდებით დადგენილია, რომ უკვე საჭმლის მიღების დასაწყისშივე ქსოვილების მიერ საკვების პლასტიკურ და ენერგეტიკულ უტილიზაციამდე ნივთიერებათა ცვლაში ხდება ისეთი ძვრები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ კვების ცენტრზე.
The experiments have shown that already at the beginning of food intake, before the fibres start its plastic and energetic utilization, where take place shifts in the metabolism which may affect the alimentary centre.
7131.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თალამოკორტიკალური ურთიერთობა რიტმული შემდეგმოქმედების დროს.
Thalamocortical relations during rhythmic afterdischarge.
7132.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ (ტუბოკურარინით დადამბლავებულ) და ნემბუტალით ზერელედ დანარკოზებულ კატებზე ერთდროული რეგისტრაციით შეისწავლებოდა სმენითი ქერქისა და შიგნითა დამუხვლილი სხეულის (შდს) აქტივობა სმენითი ქერქის როგორც გაციებასა და ამოკვეთამდე, ისე მის შემდეგ.
On unanesthetized (immobilized with tubocurarine) and lightly nembutalized cats evoked activity to sound clicks in the auditory cortex and the medial geniculate body (MGB) was simultaneously recorded before and after the cooling and ablation of the auditory cortex.
7133.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდებმა გვიჩვენა, რომ ბგერით გაღიზიანებაზე როგორც სმენით ქერქში, ისე შდს ერთდროულად აღმოცენდება შესაბამისი რიტმული შემდეგმოქმედების ტალღები.
The experiments showed exact coincidence of waves of rhythmic afterdischarge in the auditory cortex and the MGB.
7134.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შემდეგმოქმედება აღინიშნება მხოლოდ ნარკოზის გარკვეული სიღრმის დროს, როდესაც ფონური აქტივობა ამჟღავნებს იშვიათ სპონტანურ თითისტარებს ან ტენდენციას სინქრონიზაციისადმი.
The afterdischarge arises only during a certain depth of narcosis, when background activity reveals rare bursts of spontaneous spindles or a tendency to synchronization.
7135.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სმენითი ქერქის გაციების ან ამოკვეთის შემდეგ შდს შემდეგმოქმედების რიტმული განმუხტვები უცვლელად მიმდინარეობენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თალამოკორტიკალურ სისტემაში შემდეგმოქმედების გენერაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს შესაბამის ქერქულ საპროექტო უბანს.
After the cooling of ablation of the auditory cortex the rhythmic afterdischarge in the MGB remains without a marked change, which suggests that the corresponding cortical projection area does not participate in the generation of an afterdischarge in the thalamocortical system.
7136.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ღრმა ნელი ძილის ფონზე რეტიკულური ფორმაციისა და ჰიპოთალამუსის გაღიზიანების გავლენა ძილის პარადოქსული ფაზის ხანგრძლივობასა და სტრუქტურაზე.
Alteration of the structure of the paradoxical phase of sleep by stimulating the reticular formation and hypothalamus during deep slow-wave sleep.
7137.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რეტიკულური ფორმაციის ელექტრული გაღიზიანებით გამოწვეული ახალი ქერქისა და ჰიპოკამპის ელექტრული აქტივობის დესინქრონიზაცია ქცევითი გაღვიძების გარეშე, არ მოქმედებს ძილის პარადოქსული ფაზის ხანგრძლივობასა და სტრუქტურაზე;
Electrical stimulation of the reticular formation, causing desynchronization of the electrical activity in the neocortex and hippocampus without behavioural arousal, appeared to have no effect on the duration and structure of the paradoxical phase of sleep.
7138.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ღრმა ნელი ძილის ფონზე ჰიპოთალამუსის სტრუქტურების გაღიზიანება კი იწვევს ჰიპოკამპის თეტა-რიტმის გაზრდას ქცევითი გაღვიძების გარეშე, ძილის პარადოქსული ფაზის შემოკლებასა და მისი სტრუქტურის დარღვევას.
Stimulation of the hypothalamic structures, eliciting augmentation of the hippocampal theta rhythm during deep slow-wave sleep without behavioural arousal, resulted in the shortening of the paradoxical phase of sleep and disruption of its structure.
7139.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ახალ ქერქზე ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილის გამაადვილებელი გავლენის შესახებ.
On the facilitatory influence of the posterior hypothalamus on the neocortex.
7140.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილის ელექტრული გაღიზიანების გავლენა ახალი ქერქის მოქმედებაზე.
The influence of electrical stimulation of the posterior hypothalamus on the neocortical activity has been studied.