მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7141.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილის გაღიზიანება ხდებოდა ფოტოსტიმულაციის ფონზე.
The posterior hypothalamus was stimulated against the background of photic stimulation.
7142.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილის ელექტრული გაღიზიანება გამაადვილებლად მოქმედებს სინათლით გაღიზიანების საპასუხოდ მხედველობით ქერქში აღმოცენებულ გამოწვეულ პასუხებზე.
Electrical stimulation of the posterior hypothalamus was found to exert a facilitatory influence on the evoked visual responses to light flash.
7143.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილის გამაადვილებელი გავლენა ვლინდება არა მარტო გამოწვეული პასუხების ამპლიტუდის ზრდაში, არამედ მხედველობითი პასუხების რეგულარულ აღმოცენებაში.
This effect manifested itself in the augmentation of the amplitude of the evoked responses, as well as in their regular appearance.
7144.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილი გამაადვილებლად მოქმედებს ახალ ქერქზე, მაშინ როცა ჰიპოკამპში აღიძვრება სინქრონული აქტივობა.
It should be noted that the posterior hypothalamus had a facilitatory influence on the neocortex when a synchronous activity was recorded in the hippocampus.
7145.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მსგავსი შედეგებია მიღებული შუა ტვინის რეტიკულური ფორმაციის გაღიზიანების დროსაც.
Similar results have been obtained with the mesencephalic reticular stimulation.
7146.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დიდი ნახევარსფეროების ქერქში თავისუფალი რადიკალების კონცენტრაციის ცვლილება ტვინის ფუნქციონალური მდგომარეობისაგან დამოკიდებულებით.
The change of free radical concentration in the cerebrum depending on the functional state of the brain.
7147.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) მეთოდის გამოყენებით ნაჩვენებია, რომ თავის ტვინის ქერქის ელექტრული აქტივობის დეპრესიას, რაც წარმოადგენს ნეირონების დეპოლარიზაციულ ინაქტივაციას, თან ახლავს თავისუფალი რადიკალების (თრ) კონცენტრაციის შემცირება.
The use of the electron spin resonance (ESR) technique has demonstrated that the spreading depression of the electric activity of the cortex, i. e. the depolarizing inactivation of neurons, is accompanied by a decrease of the concentration of free radicals (FR).
7148.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ტვინის ქერქის ელექტრული დენით გაღიზიანების გზით მიღებულ კრუნჩხვებს აგრეთვე თან ახლავს თრ კონცენტრაციის შემცირება.
Epileptic-form convulsions caused by electric stimulation of the cortex are also accompanied by a decrease of the FR radical concentration.
7149.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ აუდიოგენური ეპილეფსიის დროს დიდი ნახევარსფეროების ქერქში თრ კონცენტრაციის ზრდა დაკავშირებულია ჰიპერპოლარიზაციულ შეკავებასთან.
It is suggested that the increase of the FR concentration in the cortex found in audiogenic epilepsy is apparently due to hyperpolarizing inhibition.
7150.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პრედნიზოლონის მოქმედება საშვილოსნოს მილების კუმშვადობაზე.
The action of prednisolone on the contractile activity of the fallopian tubes.
7151.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია პრედნიზოლონის მოქმედება ქალთა ამოკვეთილ საშვილოსნოს მილების, კურდღლის ამოკვეთილ კვერცსავლების შეკუმშვებზე in vitro. მსგავსი ცდები ჩატარდა აგრეთვე in situ კურდღლების კვერცხსავლებზე.
The effect of prednisolone on the contractile activity of resected fallopian tubes of women and on the ovarian tubes of rabbits in vitro and on the ovarian tubes of rabbits in situ has been studied.
7152.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩატარებულმა ცდება გვიჩვენა, რომ პრედნიზოლონი აძლიერებს საშვილოსნოს მილების როგორც ტონუსს, ისე შეკუმშვებს, რაც უფრო მეტად გამოხატულია მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში.
Prednisoolone has been found to intensify the tonus and contractile mobility of the fallopian tubes, this being more pronounced during the second phase of the menstrual cycle.
7153.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩატარებული ცდების შედეგები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ პრედნიზოლონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფალოპიუსის მილთა როგორც გამავლობის აღდგენის, ისე მათი დაქვეითებული კუმშვითი ფუნქციის გაძლიერების მიზნით.
On the basis of the present experiments it is suggested that prednisolone may be used both in restoring the patency of the fallopian tubes and in reinforcing their reduced motor function.
7154.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
თვითაწყობად სისტემებში ცგმ გამოყენების ზოგიერთი საკითხი.
Some problems related to the application of digital computers in self-aligning systems.
7155.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განხილულია ციფრული გამომთვლელი მანქანის გამოყენების შესაძლებლობა თვითაწყობად სისტემებში მოდელებით.
The feasibility of applying digital computers is self-aligning systems with models in considered.
7156.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
აქვე მოყვანილია ასეთი სისტემების ბლოკ-სქემა და ნაჩვენებია ძირითადი ალგორითმების ურთიერთკავშირი სისტემასთან.
The block diagram of such system is presented and the interrelation of its basic algorithms with the system is indicated.
7157.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
აღნიშნული ბლოკ-სქემის საფუძველზე ახსნილია სისტემის მუშაობის პრინციპი.
The operation principle of the system is explained on the basis of given block diagram.
7158.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
კაჟბადის მიკრომინიატურული ჰოლის გადამწოდები.
Microminiature silicon hall generators.
7159.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
დამუშავებულია და გამოცდილია მიკრომინიატურული ჰოლის გადამწოდების ნიმუშები კაჟბადის ეპიტაქსიური ფენებიდან საფირონის ფირფიტებზე.
Specimens of microminature Hall generators based on epitaxial silicon films on sapphire substrate have been developed and investigated.
7160.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
გადამწოდის აქტიური ფართობი 60 x 60 მკმ<sup>2</sup>, ხოლო სისქე - 3 მკმ;
Some properties of these hall generators are: active area 60 x 60 μm<sup>2</sup>; thickness 3μm;