მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7201.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
პრეპარატში შემავალი კატექინებიდან იდენტიფიცირებულია (-)-ეპიკატექინი, ხოლო ლეიკოანთოციანიდინებიდან - ლეიკოციანიდინი და ლეიკოელარგონიდინი.
Among the catechins of the preparation (-)-epicatechin has been identified; while leucyanidin and leucopelargonidin have been identified from leucoanthocyanidins.
7202.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფთა შარდის კატეხოლამინების შესახებ.
On the urine catecholamines of patients with ulcerous disease of the stomach and the duodenum.
7203.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
დადგენილია, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების დროს მომატებულია როგორც ადრენალინის, ისე ნორადრენალინის გამოყოფა.
The secretion of adrenaline (A) and noradrenaline (Na) has been found to increase in the course of exacerbation of the duodenal ulcer.
7204.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს კი მომატებულია მხოლოდ ადრენალინის ექსკრეცია, ნორადრენალინის კი დაქვეითებულია.
Whereas in gastric ulcer it is only the secretion of A that is heightened, while that of NA is lowered.
7205.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
ასაკი, სქესი და დაავადების ხანგრძლივობა კატეხოლამინების გამოყოფაზე არსებით გავლენას არ ახდენს.
The sex, age and the duration of the disease have no material effect on catecholamine secretion.
7206.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
დაავადების რემისიის პერიოდში, დუოდენალური ფორმის დროს ადრენალინის და ნორადრენალინის გამოყოფა ნორმის ფარგლებშია, გასტრალური ფორმის დროს ადრენალინი ქვეითდება ნორმამდე, ნორადრენალინი რჩება დაქვეითებული.
During remission of the duodenal ulcer the secretion of A and NA is within the norm, and in the remission of the gastric ulcer A drops to normal, while NA remains low.
7207.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
თავის ტვინის უჯრედული ბირთვებისა და ბირთვული მემბრანების ატფ-აზური აქტივობა.
Adenosine-triphosphatase activity of isolated brain nuclei and nuclear envelopes.
7208.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
ნეირონების ბირთვები ხასიათდება უფრო მაღალი ატფ-აზური აქტივობით, ვიდრე ოლიგოდენდროგლიური ბირთვები.
ATP-ase activity of neuronal nuclei was higher than that of oligodendroglial nuclei.
7209.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
თავის ტვინის იზოლირებული უჯრედის ბირთვების მემბრანული ფრაქციის ატფ-აზური აქტივობა, უცვლელ ბირთვებთან შედარებით, შვიდჯერ უფრო მაღალია.
While the activity of isolated nuclei envelopes exceeded that of isolated nuclei almost 7 times.
7210.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
ნერვული უჯრედის ბირთვები არ ხასიათდება Na<sup>+</sup>, K<sup>+</sup>-ატფ-აზური აქტივობით და მათში არ აქვს ადგილი იონების აქტიურ ტრანსპორტს.
Na<sup>+</sup>, K<sup>+</sup>-activated ATP-ase, an active mechanism of the transport of sodium ions in the nuclei being absent.
7211.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
საწარმოო წესით მიღებული ვიტამინი P-დან გამოყოფილი კატეხინებისა და მათი დაჟანგვის პროდუქტების დახასიათება.
Description of catechols and products of their oxidation isolated from vitamin P by the industrial technique.
7212.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
შემუშავებულია კატეხინების ჯამის გასუფთავებისა და დაყოფის ახალი მეთოდი.
A new method has been developed for the purification and separation of a sum of catechols.
7213.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
ამ მეთოდის საშუალებით საწარმოო წესით მიღებული ვიტამინი P-დან გამოვყავით ტანინ-კატეხინების კომპლექსი სუფთა სახით და ამასთანავე კატეხინების დაჟანგვის პროდუქტები.
Using this method, a complex of tannincatechols, as well as the oxidation products of catechols, has been isolated in pure from by the industrial technique.
7214.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
გლუტამინმჟავას დაჟაგვა ვაზის ფოთლების მიტოქონდრიებში.
Glutamic acid oxidation in the mitochondria of grapevine leaves.
7215.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
ვაზის ფოთლების ანათლებზე, ჰომოგენატებსა და მიტოქონდრიალურ ფრაქციებზე ჩატარებული ცდების საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, რომ გლუტამატდეჰიდროგენაზურ აქტივობას უნდა ფლობდეს უჯრედის გარსი და რომ გლუტამინმჟავას მნიშვნელოვანი ნაწილი დეზამინირებას უჯრედში შეღწევამდე განიცდის.
On the basis of the experiments carried out with slices of grapevine leaves, homogenates and mitochondrial fractions it is concluded that the cell wall must be characterized by glutamate dehydrogenase activity and that a substantial portion of glutamic acid undergones deamination before penetrating into the cell.
7216.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
გლუტამინმჟავას გადაამინირების ენერგეტიკული ეფექტურობის შესწავლის შედეგად გამოთქმულია მოსაზრება, რომ უჯრედის ენერგეტიკულ მოთხოვნილებებთან უფრო მჭიდროდ ამ ნაერთის დეზამინირების პროცესია დაკავშირებული.
As a result of a study of the energetic efficiency of glutamic acid transamination it is suggested that deamination of this compound is more closely connected with the energetic requirements of the cell.
7217.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
ბაყაყის ჩონჩხის კუნთის შეკუმშვადი ცილების ადფ-ისა და ედტა-სადმი მგრძნობიარე ფაქტორი.
The presence of ADP- and EDTA-sensitive factor in the contractile proteins of the frog’s skeletal muscles.
7218.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ ბაყაყის ჩონჩხის კუნთის მიოზინში ლოკალიზებულია ადფ-ისადმი მგრძნობიარე ფაქტორი, რაც ადფ-ის თანაყოფნისას განაპირობებს აქტინისა და მიოზინის ურთიერთქმედების ინჰიბირებას.
It is shown that an ADP-sensitive factor is localized in myosin A of the frog’s skeletal muscles, which, in the presence of ADP, inhibits the interaction of actin with myosin.
7219.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
ედტა თრგუნავს ამ ფაქტორის ადფ-ისადმი მგრძნობელობას და შესაძლებელს ხდის აქტომიოზინის კომპლექსის წარმოქმნას აქტინისა და მიოზინის პრეპარატებისაგან.
EDTA inhibits the sensitivity of the factor to ADP and stimulates the formation of actomyosin from actin and myosin.
7220.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ბიოქიმია
უჯრედის ენერგეტიკული უზრუნველყოფის როლის საკითხისათვის ქრომატინის ფერმეტნული დაშლის პროცესში.
The role of cell energetic provision in the process of enzymatic disintegration of chromatin.