მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7801.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
α-აქტინინის ბიოლოგიური აქტივობა, რომელიც იზომებოდა F-აქტინის სიბლანტის გაზრდით, მცირდება გაცილებით ადრე, ვიდრე შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ცვლილებები ცილის სტრუქტურაში.
The biological activity of α-actinin, measured by the rise of the viscosity of F-actin, decreases long before the onset of noticeable changes in the protein structure.
7802.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
3,4-ბენზპირენის რაოდენობის განსაზღვრა ქალაქ თბილისის ატმოსფერულ ჰაერში.
A study of 3,4-benzopyrene content of the atmosphere over Tbilisi.
7803.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
თბილისის ატმოსფერულ ჰაერში 3,4-ბენზპირენით გაბინძურების შესწავლის მიზნით ჩატარდა გამოკვლევები სეგმენტაციური მეთოდით. ვსაზღვრავდით აგრეთვე მტვერში მის რაოდენობას.
A pollution of the air with 3,4-benzopyrene over Tbilisi was studied by the sedimentation and the dust techniques.
7804.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ჩატარებული ცდების შედეგად დადგენილია, რომ 3,4-ბენზპირენის შეცულობა ჰაერში განსაკუთრებით მომატებულია ზამთრის თვეებში, მეტწილად ავტომაგისტრალების მახლობლად.
An increased 3,4-benzopyrene content of the atmosphere was established, being particularly high in winter time, mainly near highways with heavy traffic.
7805.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
„ბორჯომის“ ულტრაბგერითი ინჰალაციის გამოყენება პნევმოკონიოზების პროფილაქტიკის მიზნით.
The use of Borjomi ultrasound inhalation with a view to prophylaxis of pneumoconioses.
7806.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ულტრაბგერითი ინჰალაციის მეთოდი საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გამოვიყენოთ „ბორჯომის“ მინერალური წყალი პნევმოკონიოზების პროფილაქტიკის მიზნით.
The method of ultrasound inhalation offers an opportunity of utilizing the Borjomi mineral water with a view to the prophylaxis of pneumoconioses.
7807.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
მინერალური სამკურნალო ხსნარი ღრმად აღწევს ფილტვებში, შლის წებოვან ლორწოს და ათავისუფლებს მოციმციმე ეპითელიუმს, რაც ხელს უწყობს სუნთქვის ორგანოებში ჩალაგებული საწარმო მტვერის ელიმინაციის პროცესებს.
The medical solution penetrates deep into the lungs, decomposes the phlogistic sticky mucus and uncovers the ciliated epithelium, thus facilitating the elimination of industrial dust accumulated in the lungs.
7808.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
კორტიის ორგანოს ელექტრონულმიკროსკოპიული გამოკვლევა ხმაურის შედეგად გამოწვეული ტრავმის დროს.
Electron microscopic investigation of the organ of corti after noise trauma.
7809.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
სენსიბილიზაციის დროს ჰიპოთალამუსის მიდამოს სტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
Structural alterations in the hypothalamic region in sensibilization.
7810.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
სისხლის შრატის ცილოვანი ფრაქციები ექსპერიმენტული გლომერულონეფრიტის დროს და მათი ცვლილებები ინდოციდის ზეგავლენით.
Serum protein fractions in experimental glomerulonephritis and their change under the influence of indocid.
7811.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ვირთხებში გამოწვეული ექსპერიმენტული გლომერულონეფრიტი გამოიხატება გარკვეული პროტეინურიით, ჰიპოალბუმინემიით, ბეტა- და გამა- გლობულინთა რიცხვობრივი მომატებით, აგრეთვე აზოტემიით.
Experimental glomerulonephritis reproduced in rats was accompanied by pronounced proteinuria, reduction of total serum proteins and albumins, and increase of bet- and gamma- globulin fractions.
7812.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ინდოციდით მკურნალობამ გამოიწვია ცხოველთა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და სისხლში ცილის საერთო რაოდენობის მომატება, აგრეთვე სისხლის შრატის ცილოვანი ფრაქციების ნორმალიზაცია.
Treatment with indocid improved the general condition of the animals, increased the total serum proteins and normalized the serum protein fractions.
7813.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ტენდოპლასტიკის დროს მორეგენირე მყესის უჯრედების მიტოქონდრიების ფუნქციონალური მორფოლოგიის შესახებ.
On the functional morphology of the mitochondria of regenerating tendon cells during tendoplasty.
7814.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ელექტრონული მიკროსკოპიის, იმუნომორფოლოგიის, ლუმინესცენტური ციტო- და ლუმინესცენტური ჰისტოქიმიის, ციტო- და ჰისტოქიმიის მეთოდებით შესწავლილია მყესის აუტო-, ჰომო-, ჰეტერო- და ალოპლასტიკის დროს რეგენერატის უჯრედების მიტოქონდრიათა ფუნქციონალური მორფოლოგია.
The functional morphology of the mitochondria regenerate cells from the beginning of blastema regeneration to its differentiation during auto-, homo-, hetero- and alloplasty of the tendon has been studied by the methods of electron microscopy, immunomorphology, luminescent-cyto- and luminescent-histochemistry, and cyto- and histochemistry.
7815.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგენილია, რომ მორეგენირე მყესის ტენობლასტებში მიტოქონდრიების ულტრასტრუქტურა რთულ ტრანსფორმაციას განიცდის, რაც მათი ფუნქციონალური მდგომარეობის ექვივალენტურია.
The ultrastructure of mitochondria in the tenoblasts of a regeneration tendon has been found to undergo transformations that are equivalent to their functional state.
7816.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ნაჩვენებია, რომ ინტენსიური ფიბრილოგენეზის პროცესში კოლაგენისა და კოლაგენური სუბფიბრილების ბიოსინთეზი არა მარტო უჯრედის ერგასტოპლაზმაში ხორციელდება, არამედ მიტოქონდრიებშიც.
During intensive fibrillogenesis in a regenerating tendon biosynthesis of collagen and collagenous subfibrills has been shown to occur both in tenoblast ergastoplasm and in mitochondria.
7817.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
უკანასკნელები უჯრედთაშორისო სივრცეში კოლაგენური სუბფიბრილების ტრანსპორტირებაშიც მონაწილეობენ.
The latter also take part in the transformation of collagenous subfibrills into the intracellular space.
7818.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მყესის რეპარაციული რეგენერაციის პროცესში მიტოქონდრიების რთული მორფოფუნქციონალური გარდაქმნები უფლებას გვაძლევს ვილაპარაკოთ უჯრედის ამ უმნიშვნელოვანესი ორგანელების მულტიპოტენტობის და მულტიფუნქციონალობის შესახებ.
Complex morphofunctional alterations of tenoblast mitochondria during a reparative regeneration of tendon tissue allow to speak of the multipotency and multifunctionality of these important cell organelles.
7819.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ფართო დიაპაზონის ბგერითი ხმაურის გავლენა ზღვის გოჭის ლოკოკინაზე.
Wide-band noise effect on the cochlea in guinea pigs.
7820.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ზოგადი და არაორგანული ქიმია
იზომერული კალიუმის ვოლფრამსილიკატების გამოკვლევა ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდით.
Investigation of isomeric tungsten silicates of potassium by the method of IR-spectroscopy.