მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7781.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ენტომოლოგია
დადგენილია საქართველოს ტყეებისა და პარკების ნარგაობათა მავნე ენტომოფაუნის ახალი წარმომადგენლები: ტირიფის ვიწროტანიანი პეწიანა, ხარაბუზა ნოდიერი, სამხრეთის ციცქნა ქერქიჭამია, ლიპპერტის ქერქიჭამია, ხერხია იფანზე, ბოლორქიანა (ბიჭვინთის ფიჭვზე), იფნის მეგალე და სოჭის ყირიმის ცრუფარიანა; აქედან ხერხია იფანზე Eupareophora exarmata Thom. საბჭოთა კავშირში პირველად აღინიშნება.
The following new representatives of entomophuana pests of forest and park plantings in the Georgan SSR are cited: Agrilus marcoderus Ab., Oxyleurus nodieri Muls., Crypturgus cribrellus Reitt., Pytyogenes lipperti Hens., Eupareophora exarmata Thom., Paururus (Sirex) noctilio F. Dasineura (Perisia) fraxini Kieff., Nemolecanium abietis Borchs. Of these the sawfly, Euparophora exarmata Thom. is listed in the USSR for the first time.
7782.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ენტომოლოგია
ფსილიდების (Homoptera, Psylloidea) ახალი სახეობები ფშავ-ხევსურეთში.
New plant lice (Homoptera, Psylloidea) from Pshav-Khevsureti.
7783.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ჩასანერგი კარდიოსტიმულატორი გამოსავალი იმპულსის ამპლიტუდის გაორების სქემით.
An implantable cardiac pacemaker with a circuit doubling the output pulse amplitude.
7784.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
აღწერილია ჩასანერგი კარდიოსტიმულატორის სქემა, რომლის გამოსავალი იმპულსის ამპლიტუდა ორჯერ აჭარბებს კვების წყაროს ძაბვას.
The circuit of a cardiac pacemaker is described, its stimulating pulse amplitude being double the voltage of power supply.
7785.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
იგი საშუალებას იძლევა ორჯერ შევამციროთ კვების წყაროში შემავალი ელემენტების რაოდენობა ან გამოვიყენოთ ელემენტების პარალელური ჩართვა; ეს კი საგრძნობლად ზრდის კარდიოსტიმულატორის გამართული მუშაობის იმედიანობას.
This makes it possible to halve the number of batteries, or in case of their parallel switching increase the reliability and life-time of the pacemaker.
7786.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
შიზოფრენიის შორსწასული შემთხვევების რეაბილიტაციის შესწავლისათვის.
Towards the study of the rehabilitation of advanced cases of schizophrenia.
7787.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტული გამოკვლევა ჩაუტარდა შიზოფრენიით დაავადებულ 80 ავადმყოფს, მათი დაავადების ხანგრძლივობა აღემატებოდა 10 წელს.
The study involved 80 schizophrenic patients with the duration of illness upwards of 10 years.
7788.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
შესწავლილია ვეგეტო-სომატური რეგულაციის მოშლის დინამიკა მკურნალობის პროცესში.
The disturbance dynamics of the vegetosomatic regulation in course of treatment was studied.
7789.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ამ მიზნით გამოყენებული იქნა კიმოგრაფიული, ციკლოგრაფიული, პლეტიზმოგრაფიული, რეოენცეფალოგრაფიული და ელექტროენცეფალოგრაფიული მეთოდები.
To this end use was made of the kymographic, cyclographic, plethysmographic, rheoencephalographic and electroencephalographic techniques.
7790.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ბიოლოგიური და ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობის ეფექტი ძირითადად გამოვლინდა ქცევითი რეაქციების მოწესრიგებაში და პიროვნების აქტივაციაში.
The main effect of biological and psychopharmacological treatment was seen in the ordering of the subordinate reactions and in the activation of the personality.
7791.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
„ლაქტაჟელის“ გამოყენება გულის მწვავე უკმარისობის დროს ექსპერიმენტში.
Use of “Lactagel” in experimental acute cardiac insufficiency.
7792.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
მომზადებული და შესწავლილია ექსპერიმენტში ახალი კომპლექსური სისხლშემცვლელი პრეპარატი.
A combined blood substitute has been prepared and tested experimentally.
7793.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
იგი შეიცავს 8% ჟელატინის ხნარსა და 10% ნატრიუმის ლაქტატს.
It contains an 8 per cent solution of gelatine and 10 per cent sodium lactate.
7794.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის მწვავე უკმარისობას ვიწვევდით გვირგვინოვანი არტერიის ტურნიკეტული დახშობით.
Acute cardiovascular insufficiency was induced by tourniquet ligation of the coronary artery.
7795.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
„ლაქტაჟელის“ გადასხმისას არტერიული წნევა არა მარტო უბრუნდებოდა საწყის მაჩვენებელს, არამედ ზოგ შემთხვევაში უმჯობესდებოდა. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა „ლაქტაჟელის“ გადასხმის პროცესში ნორმას უბრუნდებოდა.
After the administration of “lactagel” gradual fomalization of arterial blood pressure, improvement of E. C. G. indices in the majority of cases, and gradual normalization of the acid-alkali balance were noted.
7796.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ადამიანის თავის ტვინის ნუშისებურ კომპლექსში გრძელვადიანი დიაგნოსტიკური ელექტროდების შეყვანის მეთოდისათვის.
Towards the method of implantation of long-term diagnostic electrodes in the amygdaloid complex of the human brain.
7797.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
განხილულია ადამიანის თავის ტვინში დიაგნოსტიკური ელექტროდების შეყვანის საკითხი.
A modification of the method of implanting electrodes in the amygdaloid complex of the human brain is presented.
7798.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
კუნთის ცილა α-აქტინინზე ულტრაბგერის მოქმედების გამოკვლევა.
Investigation of the effect of ultra-sound on the α-actinin protein of the muscle.
7799.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰიდროდინამიკური მეთოდების გამოყენებით შესწავლილია 22 კჰ სიხშირის ულტრაბგერის მოქმედება კუნთის ცილა α-აქტინინზე.
The effect of 22 kc frequency ultrasound on the α-actinin protein of the muscle has been studied by hydrodynamic methods.
7800.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 68, ექსპერიმენტული მედიცინა
ნაჩვენებია, რომ ცილის სტრუქტურაში ცვლილებები შეიმჩნევა 0,8 ვატი/სმ<sup>2</sup> ინტენსივობის ზევით.
It is shown that changes in the structure of the muscle are observable at the intensity above 0,8 w/cm<sup>2</sup>.