მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოლოგია
აღმოსავლეთ კავკასიონზე ფლიშური როფისა და მთავარი ქედის ღერძული ნაწილის საზღვარზე გამოიყოფა სიღრმული რღვევის ზონა, რომელიც ხასიათდება ნაოჭების, შესხლეტვებისა და შეცოცებების ინტენსიური განვითარებით და ბაზალტოიდური მაგმატიზმით.
In the Eastern Caucasus between the flysch trough and the axial zone of the Main Range a deep-seated fault zone is distinguished, characterized by an intensive folding and thrusting and manifestations of basaltoid magmatism.
8262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოლოგია
ზონა 5 – 30 კმ სიმძლავრისაა და 60°-იანი დაქანებით აღწევს ზედა მანტიამდე. დანალექი ზეწრის სტრუქტურები შემდგომ მოწყვეტილია კრისტალურ სუბსტრატს და 20 კმ-მდეა გადაადგილებული სამხრეთ-დასავლეთისაკენ.
The zone is 5 to 30 km wide and dips at 60°, reaching the upper mantle, with ultimate displacement of the structures of sedimentary cover up to 20 km south-eastwards along the crystalline basement surface.
8263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
იონოსფეროში დამუხტული ნაწილაკების განაწილების საკითხისათვის.
Concerning distribution of charged particles in the ionosphere.
8264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
ჩატარებულია დამუხტულ ნაწილაკთა განაწილების განტოლების არასტაციონარული ამოხსნის ანალიზი და ფიზიკური ინტერპრეტაცია.
A nonstationary solution of a diffusion equation for charged particles has been analyzed and subjected to a relevant physical interpretation.
8265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
სიმძიმის ძალის ანომალიის ტრანსფორმირებული ველი შავი ზღვის აუზში.
Transformed field of gravity anomaly over the Black Sea basin.
8266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
შავი ზღვისა და მისი მიმდებარე ტერიტორიისათვის ზემო ნახევარსივრცეში სხვადასხვა სიმაღლეზე გადათვლილია სიმძიმის ძალის ანომალია.
The gravity anomaly has been calculated at various altitudes in the upper half-space of the Black Sea and adjoining area.
8267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
ამ მასალის საფუძველზე შედგენილი ტრასფორმირებული ველის განაწილების სქემები გამოყენებულია ქერქში ანომალური მასების განაწილების დასახასიათებლად.
The diagrams of the transformed field, made on the basis of the data obtained, are used in describing the distribution of anomalous masses in the earth’s crust.
8268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
ეს მონაცემები ფრიად საინტერესოა მოცემული რეგიონის ტექტონიკური დარაიონებისა და შავი ზღვის აუზის წარმოშობის პრობლემის გაშუქებისათვის.
The findings are of particular interest for the tectonic delimitation of the region in question and for the elucidation of the problem of the origin of the Black Sea basin.
8269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
მზის გაბნეული სპექტრალური რადიაციის გათვლის საკითხისათვის მოწმენდილი ცის პირობებში ფერდობებზე.
Towards the calculation of the spectral sums of scattered radiation on slopes in clear-sky conditions.
8270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
წარმოდგენილია მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გათვლილ იქნეს გაბნეული რადიაციის ნაკადი სხვადასხვა ორიენტაციის ფერდობებზე.
A method is presented for determining the scattered radiation intensity on slopes of differing orientation.
8271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
გამოთვლები ჩატარებულია მეტეოროლოგიურ სადგურ ანასეულის პირობებისათვის.
Calculations have been made for the conditions prevailing at the Anaseuli Meteorological Station.
8272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
გამტარი საყრდენი ჰორიზონტის უსწორმასწორო რელიეფით გამოწვეული ცვლადი გეომაგნიტური ველის ანომალიები.
The anomalies of alternating geomagnetic field caused by the roughness of relief of the conductive base.
8273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
კონფორმული გარდასახვების მეთოდით გათვლილია გამტარი საყრდენი ჰორიზონტის უსწორმასწორო რელიეფით გამოწვეული ცვლადი გეომაგნიტური ველის ანომალიები.
The anomalies of the alternating geomagnetic field caused by the roughness of the conductive base are calculated by the method of conformal mappings.
8274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
ატმოსფეროს აეროზოლების კონცენტრაციის წლიური და დღე-ღამური სვლა ქალაქის პირობებში.
Annual and diurnal course of the concentration of atmospheric solid aerosols over a city.
8275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
შესწავლილია ქ. თბილისის მიწისპირა ფენაში, მყარი აეროზოლების გაზომვისა და ანალიზის შედეგები 5 წლის მასალების მიხედვით.
The results of five-year observation and analysis of the concentrations of solid aerosols in a surface air layer over Tbilisi are presented.
8276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
მიღებულია აეროზოლების კონცენტრაციის წლიური სვლა და მისი განაწილების სტატისტიკური მახასიათებლები.
Annual course as well as some statistical characteristics of the concentration distribution have been obtained.
8277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
დადგენილია, რომ კონცენტრაციის მაქსიმუმს ადგილი აქვს ზამთრის თვეებში, ხოლო მინიმუმს - ზაფხულის თვეებში.
Maximum concentration has been found to occur in the winter months, and minimum in summer.
8278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, გეოფიზიკა
შესწავლილია აეროზოლების კონცენტრაციის დღე-ღამური სვლა.
Two basic types of diurnal course of concentrations have been ascertained.
8279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, დრეკადობის თეორია
მომენტური დრეკადობის თეორიის სტატისტიკის პირველი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა.
The solution of the first boundary value problem of statics of the asymmetric theory of elasticity.
8280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, დრეკადობის თეორია
ნაშრომში მოცემულია მომენტური დრეკადობის თეორიის სტატისტიკის პირველი სივრცითი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა ფრედჰოლმის ინტეგრალური განტოლების საშუალებით.
The solution of the first boundary value problem of statics of the asymmetric theory of elasticity in the three-dimensional space by means of Fredholm equation is given.