მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8281.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, დრეკადობის თეორია
სამგანზომილებიანი დრეკადი სხეულის დინამიკის მესამე ძირითადი ამოცანის შესახებ.
On the third basic boundary value dynamic problem for a three-dimensional elastic solid.
8282.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, დრეკადობის თეორია
მესამე ამოცანა ეწოდება (1)-ის ამოხსნას, თუ სასაზღვრო და საწყისი მონაცემები და დიფერენციალური განტოლების მარჯვენა მხარე აკმაყოფილებენ პირობებს 1° – 4°. მაშინ არსებობს ერთადერთი კლასიკური ამოხსნა მესამე ამოცანისა და იგი გამოიხატება (5), სადაც σ (x, t) ცნობილი სპეციალური ვექტორია.
The third problem is given by the equations (1). If the boundary and initial data and the r. h. s. of (1) satisfy conditions 1°–4° then there exists a unique classical solution of the third problem, which is given by (5), where σ (x, t) is a special known function.
8283.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ეკონომიკური გეოგრაფია
აღმოსავლეთ საქართველოს მიწის რესურსების ზოგიერთი თავისებურება.
Some peculiarities of the land resources of Eastern Georgia.
8284.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ეკონომიკური გეოგრაფია
აღმოსავლეთი საქართველო მიწით ნაკლებადაა უზრუნველყოფილი.
Eastern Georgia is characterized by a low level of land provision.
8285.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ეკონომიკური გეოგრაფია
1970 წლის მონაცემების მიხედვით აქ სოფლის მოსახლეობის ერთ სულზე მოდიოდა სასოფლო-სამეურნეო მიწების 1,60 ჰექტარი, მათ შორის სახნავი მიწების 0,44 ჰექტარი.
According to the data for 1970 1,60 ha of agricultural lands, including 0,44 ha of cropland, accounted for per capita rural population.
8286.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ეკონომიკური გეოგრაფია
მიწის რესურსებით უზრუნველყოფის დაბალი დონე ნაწილობრივ კომპენსირდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტრუქტურაში მრავალწლიანი ნარგავების მაღალი ხვედრითი წილით.
The low level of land provision is compensated for by a large specific weight of perennial plants in the structure of agricultural land in the area under study.
8287.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ეკონომიკური გეოგრაფია
აღმოსავლეთ საქართველოს მიწის ფონდის ძირითადი თავისებურება გამოიხატება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მცირე კონტურიანობაში, მათი ზედაპირის დახრილობასა და ვერტიკალური განლაგების ხასიათში.
The basic peculiarities of eastern Georgia’s Land Fund consist in small area size of agricultural lands, steepness of land plots as well as in their vertical location.
8288.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ელექტროტექნიკა
მატარებლის მოძრაობის მრუდების ელექტრონულ გამომთვლელ მანქანაზე ანგარიშის ალგორითმის ელემენტები მუდმივი დენის წევის ქსელში ძაბვის ცვლილებების გათვალისწინებით.
The elements of the algorithm of calculation of the train movement curves in EDPM with account of the variable voltage of D. C. Electric-traction network.
8289.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ელექტროტექნიკა
განხილულია მატარებლის მოძრაობის მრუდების ანგარიშის ალგორითმის ზოგიერთი ძირითადი ელემენტი წევის ქსელში ძაბვის ცვლილებების გათვალისწინებით.
The elements of the algorithm of calculation of the train movement curves in an electronic data processing machine (EDPM) taking into account the variable voltage of D.C. electric-traction network are considered.
8290.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ელექტროტექნიკა
ელექტრონულ გამომთვლელ მანქანაში სიდიდეების ცხრილებით შეყვანის ნაცვლად, წევის მახასიათებლის შეჭიდებით შეზღუდვისას, რეკომენდებულია საანგარიშო ფორმულა.
A calculation formula is recommended instead of feeding values into the EDPM by the tabular method with limitation of the traction characteristic by friction.
8291.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ელექტროტექნიკა
ახლებურადაა გადაჭრილი მატარებლის დამუხრუჭების რეჟიმზე გადასვლის საკითხი.
The problem of the transition of the train to the braking regime is solved in a novel way.
8292.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ფსილიდების (Homoptera, Psylloidea) ახალი სახეობები საქართველოდან.
A new species of psyllidae (Homoptera, Psylloidea) from Georgia.
8293.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ტკიპების - Ornithodoros verrucosus ol., sass. et fen. და Ornitodoros alactagalis issaak. - მიერ ბორელიების შენახვისა და გადაცემის ხანგრძლივობის შესახებ.
Duration of preservation of borrelia by ticks Ornithodoros verrucosus ol., sass. et fen. and Ornitodoros alactagalis issaak.
8294.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ტკიპების ორგანიზმში ბორელიების შენახვისა და ცხოველებზე გადაცემის ხანგრძლივობის შესწავლის შედეგად დადგენილია: ა) O. verrucosus-ის შემთხვევაში სპონტანურად დაინფექტებული ტკიპების მიერ ექსპერიმენტის პირობებში Borrelia caucasica kon. ინახება და მისი გადაცემა ცხოველებზე წარმოებს 13 წლის განმავლობაში, ტრანსოვარიალურად 10 წლის, ხოლო ლაბორატორიაში დაინფექტებულებში - 12 წლის განმავლობაში; ბ) O. alactagalis-ის შემთხვევაში Borrelia armenica Issaak. ინახება შესაბამისად 5, 4 და 4 წლის განმავლობაში.
The observed duration of preservation of borrelia and their transmission to animals has been found to be: (a) for ticks, O. verrucosus, when infected spontaneously up to 13 years; through the ovary 10 years; and in laboratory 12 years; (b) for O. alactagalis 5,4 and 4 years, respectively.
8295.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ბორელიები გადაეცემა თაობიდან თაობაზე O. verrucosus-ის შემთხვევაში მეოთხე თაობის ჩათვლით, ხოლო O. alactagalis-ისა - მეორე თაობის ჩათვლით.
Transmission of borrelia from one generation to the other has been traced for O. verrucosus to the fourth generation and for O. alactagalis to the second generation.
8296.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ტკიპების შიმშილის პირობებში ფიქსირებულია ბორელიების შენახვა და გადაცემა ცხოველებზე: ა) O. verrucosus-ის შემთხვევაში მეოთხე სტადიის ნიმფების მიერ - 4 წლის განმავლობაში, მამლებისა - 3 წლის, ხოლო დედლებისა - 5 წლის განმავლობაში; ბ) O. alactagalis-ის შემთხვევაში შესაბამისად 10 თვის, 1 წლისა და 5 თვის განმავლობაში, რაც მიუთითებს O. verrucosus-ის მიერ ბორელიების შენახვის მეტ ხანგრძლივობაზე, ვიდრე O. alactagalis-ის შემთხვევაში.
Transmission of borrelia has been observed under artificially created conditions of starvation: (a) for ticks, O. verrucosus: by stage IV nymphs after 4 years, by males 3 years and females 5 years; (b) for O. alactagalis 10 months, one year and 5 months, respectively. This point to a long period of preservation of borrelia by O. verrucosus than by O. alactagalis.
8297.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ფსილიდების (Homoptera, Psylloidea) ახალი სახეობები ხევსურეთიდან.
New jumping plant-lice (Homoptera, psylloidea) from Khevsureti.
8298.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
Ornithodoros verrucosus ol. Sass. Et fen. და Ornithodoros alactagalis issaak. გამრავლებისა და გენერაციის ხანგრძლივობის საკითხისათვის საქართველოს პირობებში.
On the reproduction and duration of generation of ticks, Ornithodoros verrucosus ol. Sass. Et fen. and Ornithodoros alactagalis issaak. in conditions prevailing in Georgia.
8299.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
დადგენილია Ornithodoros-ის გვარის ტკიპების გამრავლების ვადები ბუნებრივ პირობებში, გენერაციის განვითარების თავისებურებანი ლაბორატორიულ პირობებში ტემპერატურასთან დაკავშირებით.
Reproduction terms of ticks of the genus Ornithodoros have been determined in natural conditions of Georgia. The peculiarities of generation development of nymphal stages depending on temperature have been determined in laboratory conditions.
8300.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ტკიპების ორივე სახეობისათვის დადგენილია ნიმფის ოთხი სტადია. O. alactagalis-ის გენერაციის განვითარება გაცილებით ადრე მთავრდება, ვიდრე O. Verrucosus-ის.
Four stages of development of both species of ticks, which ends earlier in the ticks O. Alactagalis than in O. Verrucosus have been ascertained.