მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8301.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ზრდასრული ფორმები O. Verrucosus-ის დროს მიიღება III სტადიის ნიმფების კანცვლის შედეგად, ხოლო O. alactagalis-ის მამლები ფიქსირებულია ნიმფის II სტადიის კანცვლის შემდეგ.
The emergence of sexually mature forms are registered for O. Verrucosus after ecdysis of the Stage III nymph and for males of O. Alactagalis after ecdysis of the Stage II nymph.
8302.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ენტომოლოგია
ორნითოდორუსის გვარის ტკიპების ბიოტიპებში ბიოცენოზის შემადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში.
The biocenotic composition of biotopes of ticks (ornithodoros) under conditions of Eastern Georgia.
8303.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
სისხლის შედედების ზოგიერთი მაჩვენებლის ცვლილებები ჰიპოქსიური ჰიპოქსიით გართულებული ნარკოზის დროს ექსპერიმენტში.
Changes of some indices of coagulation complicated by hypoxic hypoxia under anesthesia in experiment.
8304.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
სისხლის შედედების ცვლილებები ჰიპოქსიური ჰიპოქსიით გართულებული ნარკოზის დროს შესწავლილია ექსპერიმენტში 22 ძაღლზე. ცდები ჩატარებულია ორ სერიად, ინტრავენური და ინჰალაციური ნარკოზის გამოყენებით.
The changes of some indices of coagulation complicated by hypoxic hypoxia under narcosis have been studied. The experiment, involving 22 dogs, was conducted in two series, using intravenous and ether inhalation narcosis.
8305.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
აღმოჩნდა, რომ ჰიპოქსიური ჰიპოქსია თანმხლები ჰიპერკაპნიით, ნარკოზის დროს იწვევს ჰიპერკოაგულემიას.
Hypoxia, with attendant hypercapnia, under narcosis was found to cause hypercoagulemia.
8306.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
ამიტომ ჰიპოქსია-ჰიპერკაპნიის თავიდან აცილება და გაზთა ადეკვატური ცვლის უზრუნველყოფა აღნიშნული სიტუაციის შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მოსალოდნელი თრომბოემბოლიური გართულებების არასპეციფიკური პროფილაქტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად.
Therefore, prevention of hypoxia and hypercapnia and maintenance of an adequate gas exchange should be considered one of the most important methods of nonspecific prophylaxis against thrombolytic complications in the given situation.
8307.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
უწყვეტი სამედიცინო პროცესების აპროქსიმაცია ექსპონენციალური ფუნქციების საშუალებით.
Approximation of continuous medical processes by means of exponential function.
8308.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
განხილულია უწყვეტი სამედიცინო პროცესების აპროქსიმაციის საკითხები ექსპონენციალური ფუნქციების გამოყენებით საწყისი ინფორმაციის წინასწარი კოდირების საფუძველზე.
Approximation of continuous medical processes using exponential functions on the basis of coding preliminary information is discussed.
8309.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
ულტრაბგერის მოქმედება ჰემოსტაზზე.
The effect of ultrasound on hemostasis.
8310.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
ულტრაბგერის ზეგავლენა სისხლის შემადედებელ სისტემაზე შესწავლილ იქნა 30 ჯანმრთელ ვირთაგვაზე.
A study of the effect of low frequency ultrasound on hemostasis involved 30 healthy rats.
8311.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
გამოკვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ დაბალი სიხშირის ულტრაბგერის ზემოქმედება ღვიძლის მიდამოში, ჰემოსტაზურ სისტემაში იწვევს ისეთ ცვლილებებს, როგორიც დამახასიათებელია თრომბოჰემორაგიული სინდრომისათვის და ამ ცვლილებათა ხარისხი დამოკიდებულია დაბგერების ხანგრძლივობაზე.
The region of the liver was subjected to the action of ultrasound with the YZDN-1 apparatus. The changes in the hemostatic system caused by ultrasound were similar to those characteristic of the trombohemorrhagic syndrome. The degree of these changes depends directly on the duration of ultrasound action.
8312.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
ერითროპოეზი, როგორც ორგანიზმის ანტიტოქსიური ფუნქციის გამოვლინების ფორმა და ქოლესტერინის როლი აღნიშნულ პროცესში.
Erythropoiesis as a form of manifestation of the antitoxic function of the organism and the role of cholesterin in this process.
8313.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
ელექტროკარდიოგრაფული სიგნალის გასაშუალება და მახასიათებელი წერტილების გამოყოფის ავტომატური მეთოდები.
A method for automatic smoothing of an electrocardiographic signal and isolation of characteristic points.
8314.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
განხილულია ელექტროკარდიოგრამების ავტომატური ანალიზის საკითხები ელექტრონული გამომთვლელი მანქანის საშუალებით.
Problems of automatic analysis of electrocardiograms by means of digital computers are discussed.
8315.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
მოცემულია ელექტროკარდიოგრამების გასაშუალებისა და მახასიათებელი წერტილების გამოყოფის ალგორითმი.
The algorithm of averaging and isolating characteristic points is presented.
8316.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
წყლულოვანი დაავადების გამო კუჭის რეზექციის შემდეგ განვითარებული თორმეტგოჯა ნაწლავის ტაკვის უკმარისობის პროფილაქტიკის შესახებ.
On the prophylaxis of duodenal stump insufficiency following gastric resection owing to ulcer disease.
8317.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ დუოდენოსტომია, აქვეითებს რა ინტრადუოდენურ წნევას, იძენს დიდ პრაქტიკულ მნიშვნელობას თორმეტგოჯა ნაწლავის ტაკვის უკმარისობისა და მწვავე პოსტოპერაციული პანკრეატიტების პროფილაკტიკაში.
Duodenostomy – decreasing as it does the intraduodenal pressure-has been found to be of great practical value in the prophylaxis of duodenal stump insufficiency and postoperative acute pancreatitis.
8318.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
დუოდენოსტომიის შედეგად განვითარებული ფისტულა, თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის ნორმალური ევაკუაციის შემთხვევაში თავისთავად იხურება და არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას.
The fistula developed as a result of duodenostomy closes independently in the case of normal evacuation of duodenal contents, not requiring surgical intervention.
8319.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
დუოდენოსტომიის უპირატესობად ითვლება ის გარემოება, რომ აადვილებს ტაკვის გახსნის ამოცნობას მისი განვითარების შემთხვევაში, არ არის აუცილებელი განმეორებითი ჩარევა და პროგნოზი კარგია, რადგან გამორიცხულია ზოგადი პერიტონიტის განვითარების შესაძლებლობა.
The advantage of duodenostomy consists in the following: should insufficiency develop it is identified at an early stage; the necessity of repeated intervention is excluded, and the prognosis is good as the possibility of the development of general peritonitis is eliminated.
8320.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ექსპერიმენტული მედიცინა
ზოგადი ბიოქიმიური მაჩვენებლები ექსპერიმენტული იშემიის პირობებში წარმოებული მიოკარდიუმის კანალიზაციის დროს.
Some biochemical aspects connected with the canalization of the myocardium under conditions of its experimental ischemia.