მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8421.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მანქანათმცოდნეობა
ჯაჭვური გადაცემების წყობიდან გამოსვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ჯაჭვის გორგოლაჭების რღვევა.
One of the reasons of the failure of a chain-drive is the destruction of its rollers.
8422.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მანქანათმცოდნეობა
ნაშრომი ითვალისწინებს ჯაჭვის გორგოლაჭების სიმტკიცეზე გაანგარიშებას.
The paper presents a calculation of the strength of driving chain rollers.
8423.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მანქანათმცოდნეობა
რეკომენდებულია მეთოდიკა, რაც საშუალებას გვაძლევს საორიენტაციოდ განვსაზღვროთ ვარსკვლავის ზღვრული სიჩქარეები იმ ტიპის ჯაჭვებისათვის, რასაც ამჟამად სამამულო წარმოება უშვებს.
The recommended method enables the tentative determination of the limit speed of star wheel rotation for chain drive types of home production.
8424.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მანქანათმცოდნეობა
აღნიშნული რეკომენდაციები ეყრდნობა გორგოლაჭების კუმშვაზე სიმტკიცის გამოცდის შედეგებს.
The present recommendations are based on the results of roller tests for comparison strength.
8425.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
მაღალჟანგბადიანი ტიტანის შენადნობის კოროზიული მედეგობა მარილმჟავასა და გოგირდმჟავაში.
Corrosion resistance of a titanium alloy of high oxygen content in hydrochloric and sulphuric acids.
8426.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
შესწავლილია მაღალჟანგბადიანი ტიტანის AK-3 და მისი შენადუღის კოროზიული მედეგობა მარილმჟავასა და გოგირდმჟავაში.
The corrosion resistance of the AK-3 titanium alloy and its welded joints in hydrochloric and sulphuric acids has been studied.
8427.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
დადგენილია, რომ შენადნობი და მისი შენადუღი კოროზიულად მდგრადია 50°C-ზე 10% მარილმჟავასა და გოგირდმჟავას ხსნარში.
The alloy and its welded joints have been found to be corrosion resistant at 50°C in 10% hydrochloric and sulphuric acids.
8428.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
გაცივების ინტენსივობის გავლენა სხეულის ხარისხზე და გამომწევ-გამასწორებელი მანქანის ენერგო-ძალოვან პარამეტრებზე ფოლადის უწყვეტი ჩამოსხმის რადიალურ დანადგარებში.
The effect of the cooling intensity on the quality of the ingot and energy-power parameters of the draw-straightening machine of a continuous steel-casting radial installation.
8429.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
განხილულია მეორადი გაცივების ზონაში გაცივების ინტენსივობის გავლენა სხმულის ხარისხზე და გამომწევ-გამასწორებელი მანქანის ენერგო-ძალოვან პარამეტრებზე ფოლადის უწყვეტი ჩამოსხმის რადიალურ დანადგარში.
The effect of cooling intensity of the quality of the ingot and energy-power parameters of the draw-straightening machine of a continuous steel-casting radial installation in the secondary cooling zone is considered.
8430.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
საწარმოო პირობებში ექსპერიმენტებით დადგენილია სხმულის მეორადი გაცივების ოპტიმალური რეჟიმი.
The optimal regime of the secondary cooling of the ingot under production conditions has been determined experimentally.
8431.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
დაბალტემპერატურული შინაგანი ხახუნი ბორის ძაფებში.
Low-temperature internal friction in boron fibers.
8432.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
გამოკვლეულია დაბალტემპერატურული შინაგანი ხახუნი ბორის ძაფებში.
Low-temperature internal friction of boron fibers was studied.
8433.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
128° K ტემპერატურაზე აღმოჩენილია რელაქსაციური ბუნების პიკი, რომლის აქტივაციის ენერგია 0,64 ელექტრონვოლტის ტოლია.
At 128° K a relaxation maximum with the activation energy 0,64 ev was found.
8434.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
შესწავლილია პიკის სიმაღლისა და ფორმის ცვლილება ბორის ძაფის დიამეტრისა და მასალის სისუფთავეზე დამოკიდებულებით.
The change of the height and form of the maximum has been studied in its dependence on the fiber diameter and purity.
8435.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ პიკის არსებობის მიზეზია მინარევის გადაადგილება პერიოდულად მოქმედ ძაბვის ველში.
It is suggested that the origin of the maximum is connected with impurity displacement in a periodically applied elastic field.
8436.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
მოყვანილია ნიობიუმისა და უჟანგავი ფოლადის აფეთქებით შედუღების შედეგები.
The results of the explosive welding of niobium with stainless steel IXI8H9T are presented.
8437.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
ნაჩვენებია შეერთების სიმტკიცის დამოკიდებულება მუხტისა და სატყორცნი ნიმუშის წონის შეფარდებაზე და ფეთქებადი ნივთიერების დენოტაციის სიჩქარეზე.
It is shown that the strength of a weld joint is the function of charge weight to ejected blank weight (r) ratio as well as of the rate of the detonation (D) of the explosive.
8438.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
დადგენილია, რომ არსებობს D-ს და r-ის გარკვეული მნიშვნელობა, რომლის დაცვა იძლევა მაღალი ხარისხის შეერთების გარანტიას.
Experimental tests have proved that there exists a range of r and D values that ensure high-grade welds.
8439.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
რკინის განჟანგვა კომპლექსური კაჟბად-კალციუმ-ალუმინის შენადნობით.
Deoxidation of iron by a complex alloy of silicon-calcium-aluminium.
8440.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
50 კგ-იან ინდუქციურ ღუმელში რკინის სილიკომანგანუმითა და კაჟბად-კალციუმ-ალუმინის კომპლექსური შენადნობით განჟანგვის დროს შესწავლილია ჟანგბადის მოშორების პროცესი და განჟანგვის პროდუქტების ხასიათისა და თვისებების ცვლილება.
The process of oxygen removal and the change of properties of deoxidation products during deoxidation of iron by silicomanganese and the complex alloy of silicon-calcium-aluminium in a 50 kg inductive furnace was studied.