მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8441.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
დადგენილია, რომ რკინის კაჟბად-კალციუმ-ალუმინის კომპლექსური შენადნობით განჟანგვისას ლითონში მიიღება ჟანგბადის შედარებით მცირე რაოდენობა, ვიდრე სილიკომანგანუმით განჟანგვისას, რაც აიხსნება მაღალკაჟბადოვანი და კალციუმის შემცველი ოქსიდური ნაწილაკების უფრო სწრაფი ამოტივტივებით.
It has been found that deoxidation of iron by the complex alloy of calcium-aluminium results in a comparatively smaller amount of oxygen in the metal than when the silicomanganese is used in deoxidation. This fact is explained by the faster floating of high alumina compounds and calcium oxide particles to the metal surface.
8442.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
საგლინავი დგანების დატვირთვის ფუნქციები.
Loading functions of rolling mills.
8443.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
განხილულია გარდამავალ რეჟიმში გლინვის მომენტის განსაზღვის ამოცანა.
The problem of determining the rolling torque in transient schedule is discussed.
8444.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
მიღებულია გლინვის მომენტის განტოლებები ნებისმიერ ელემენტარულ მკვეთში მგრეხავი მომენტების ტოლობის პირობიდან.
Equations of torque in any elementary section are obtained from the condition of equality of torques.
8445.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
მიღებული შედეგები შეიძლება გამოვიყენოთ დგანის მუშაობის დინამიკური რეჟიმის დასადგენად.
The obtained results can be used in determining the dynamic schedule of a rolling mill.
8446.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
დეფორმაციის გავლენა დიფუზიაზე რკინა-ნიკელის და რკინა-ქრომის სისტემებში.
Influence of deformation of diffusion in the Fe-Ni and Fe-Cr systems.
8447.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
გამოკვლეულია ურთიერთდიფუზიის კოეფიციენტის დამოკიდებულება დეფორმაციის რიგისაგან რკინა-ქრომის სისტემაში 750-1000° C ტემპერატურაზე და რკინა-ნიკელის სისტემაში 750-950° C ტემპერატურაზე.
The dependence of the mutual diffusion coefficient on the deformation grade in the Fe-Cr system at temperatures 750-1000° C and in the Fe-Ni system at 750-950° C has been investigated.
8448.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მეტალურგია
ურთიერთდიფუზიის კოეფიციენტი გამოთვლილია მატანოს მეთოდით სპექტრომეტრზე მიღებული კონცენტრაციული მრუდების მიხედვით.
Diffusion coefficient has been calculated by the Matano method according to the concentration curves obtained on the spectrometer.
8449.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ნიადაგში აქტინომიცეტების ფორმების დიფერენცირება.
Differentiation of actinomycete forms in the soil.
8450.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
აქტინომიცეტების მიცელიალური და სპოროვანი ფორმების დიფერენცირების მეთოდით, რაც ემყარებოდა მათ სხვადასხვა თერმოგამძლეობას, დადგენილია, რომ მცენარის სავეგეტაციო პერიოდში აქტინომიცეტები ნიადაგში იმყოფება უმთავრესად აქტიურ მდგომარეობაში - მიცელიუმის ზრდისა და განვითარების სტადიაში.
Application of the method of differentiation of mycelia, and sporiferous forms of actinomycetes – based on their different thermoresistance – has revealed that during plant vegetation actinomycetes in the soil are predominantly in an active state – in the stage of growth and development of the mycelium.
8451.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
აქტინომიცეტების სპორების რიცხვის ზრდა დაკავშირებულია ნიადაგის ტენიანობის შემცირებასთან.
The increase in the number of actinomycete spores is due to a decrease in soil humidity.
8452.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
ვაზის ფესვთა სუნთქვა.
Respiration of grapevine roots.
8453.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
განხილულია ცდისათვის მცენარის მომზადებისა და მისი შინაგანი ფიზიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობა ფესვთა სისტემის სუნთქვის მაჩვენებლის დადგენისას.
The paper deals with the significance of special preparation of plants for experimenting and of their internal physiological state for ascertaining the respiration indices of the root system.
8454.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია სხვადასხვა საკვები ხსნარის, მაკრო- და მიკროელემენტების გავლენა სუნთქვის ინტენსივობაზე. აღნიშნულია ნიტრატული და სულფატური სუნთქვის მნიშვნელობა და შესწავლილია სუნთქვის რიტმი.
The effect of macro- and minor elements as well as various nutrient solutions on the respiration of roots has been ascertained and the round-the-clock rhythmicity of respiration studied.
8455.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
დადგენილია, რომ სუნთქვის ინტენსივობის შესწავლისათვის აუცილებელია საკვები მარილებით გამოწვეული სუნთქვისა და ე. წ. ენდოგენური ჟანგბადის მონაწილეობის ხვედრითი წონის დადგენა სუნთქვის პროცესში.
The importance of nitrate- and sulphate respiration is emphasized as well as the role and significance of endogenous and metabolic oxygen for the respiration of the grapevine root system.
8456.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
რიბოფლავინის გავლენა 2,4-დ ხსნარით შესხურებულ ლობიოს აღმოცენების ზრდაზე.
The effect of riboflavin on the growth of bean radicles sprayed with 2,4-D.
8457.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
ლობიოს აღმონაცენებს, რომლებსაც განვითარებული ჰქონდათ პირველადი ფოთლები, შევასხურეთ 2,4-დ 0,01 და 0,005 %-იანი ხსნარები.
Bean radicles were sprayed with 0,005 and 0,01 per cent solutions of 2,4-D during the period of initial leaves.
8458.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
ამგვარად დამუშავებული მცენარეების ნაწილს დამატებით შევასხურეთ რიბოფლავინის 0,01 და 0,1% ხსნარები.
Then the plants where additionally sprayed with 0,01 and 0,1 per cent solutions of riboflavin.
8459.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
ცდის დაყენებიდან მეოთხე დღეს ვსაზღვრავდით აღმონაცენების ზრდის ინტენსივობასა და რიბოფლავინის შემცველობას ფოთლებში.
On the fourth day after such treatment the growth was measured and the content of riboflavin determined.
8460.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, მცენარეთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ 2,4-დ იწვევს ზრდის წერტილისა და ღეროს დეფორმაციას, აგრეთვე რიბოფლავინის საერთო რაოდენობის დაკლებას.
The observation has revealed that the spraying of bean radicles with a 2,4-D solution causes deformation of the growth point and of the stem, at the same time diminishing the content of riboflavin.