მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8561.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
მინების კათოდოლუმინესცენტური თვისებები ახსნილია იონო-კოვალენტური კავშირების განხილვის საფუძველზე.
The cathodoluminescent properties of the glasses are explained on the basis of a consideration of ionic-covalent bonds.
8562.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
გელ-მან-ოკუბოს მასური ფორმულის შესახებ წრფივ σ-მოდელში.
On the Gell-Mann-Okubo mass formula in the linear σ model.
8563.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
წრფივი SU<sub>3</sub> σ-მოდელის ფარგლებში დამტკიცებულია, რომ ერთმარყუჟიან მიახლოებაში გელ-მან-ოკუბოს მასური ფორმულა სრულდება მეორე რიგის სიზუსტით ვაკუუმის SU<sub>3</sub>-ის სიმეტრიის დარღვევის მიხედვით.
In the frame of the linear SU<sub>3</sub> σ-model it is proved that in a one-loop approximation the Gell-Mann-Okubo mass formula is correct up to the second order in vacuum SU<sub>3</sub> – symmetry breaking.
8564.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
პროექტიული ჰოლოგრაფიული სისტემების შეფასება შესაბამისი ჰოლოგრაფიული გამოსახულებების ხაზის გაბნევის ფუნქციების (ხგფ) შედარების გზით.
Assessment of projective holographic systems by comparing the line scattering functions (LSF) of the corresponding holographic image.
8565.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
განხილულია პროექტიული ჰოლოგრაფიული სისტემების გარჩევისუნარიანობის განსაზღვრის საკითხი შესაბამისი ჰოლოგრაფიული გამოსახულებების ხაზის გაბნევის ფუნქციების (ხგფ) შედარების გზით.
The problem of determining the resolving capacity of projective holographic systems by comparing the line scattering functions of corresponding holographic images is considered.
8566.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
დადგენილია ცდის ოპტიმალური პირობები ორგანზომილებიანი საგნების მაღალხარისხოვანი ჰოლოგრამების მისაღებად.
The optimum experimental conditions resulting in high grade holograms of two-dimensional objects have been found.
8567.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
როგორც ცდის შედეგები გვიჩვენებს, ნახევარსიგანე ხგფ საგნის გაბნეული განათების დროს 1,4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საგნის გაუბნეველ კონებში ჰოლოგრაფირებისას.
To judge by the experimental results, the half-width of SLF at diffusion illumination (lighting) of the object is 1,4 times greater than at holographing in non-scattered beams.
8568.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
ეს განსხვავება ძირითადად გამოწვეულია გამბნევ ნივთიერებაში მსხვილი მარცვლების არსებობით განპირობებული ხელშეშლით.
The observed difference is mainly due to interference resulting from a coarse-grained scatterer.
8569.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
წვრილმარცვლოვანი გაბნევის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნული განსხვავება შესამჩნევად მცირდება და შესაბამისად ორივე მეთოდი გარჩევისუნარიანობის მიხედვით მოგვცემს ერთნაირ სიზუსტეს.
When using a more fine-grain scatterer this difference becomes negligible and therefore both methods can give equal accuracy according to their resolution.
8570.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
ელექტროგამტარულ შემავსებლით შევსებული რეზოლის კომპაუნდების რადიაციული მდგრადობა.
On the radiation resistance of resol compounds with electron conduction fillers.
8571.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
შესწავლილია რეზონის საფუძველზე მიღებული გრაფიტითა და ალუმინით შევსებული კომპაუნდების მექანიკური თვისებების ცვლილება ნეიტრონებითა და γ-სხივებით დასხივებისას.
Changes of the mechanical properties of compounds on the resol base with graphite and aluminium filler caused by neutron and γ-irradiation have been studied.
8572.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ გრაფიტით შევსებული კომპაუნდის მექანიკური მდგრადობა მაღლდება ფისის შემავსებელთან შეკერვის საფუძველზე, ხოლო ალუმინის შემთხვევაში მდგრადობა არ იცვლება.
It is shown that the mechanical strength of a graphite compound increases due to the joining or resin to the filler, whereas in the case of aluminium its strength does not change.
8573.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკური გეოგრაფია
არსიანისა და შავშეთის ქედების ძველი გამყინვარების შესახებ.
On the ancient glaciation of the Arsiani and Shavsheti ridges.
8574.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკური გეოგრაფია
მდ. აჭარისწყლისა და მისი მარცხენა შემდინარეების სხალთასა და ჭირუხისწყლის სათავეებში გამომჟღავნებულია ძველი მყინვარული კვლების უტყუარი ნიშნები კორების, ცირკებისა და მორენული ნაფენების სახით.
Corries, cirques and morainic derbis – indubitable traces of past glaciation – have been discovered in the upper reaches of the Ajaristskali river and its left tributaries: Skhalta and Chirukhistskali.
8575.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკური გეოგრაფია
გამყინვარების დროისათვის თოვლის ხაზის საზღვარი მოცემულ რაიონში 2100 – 2200 მ აღწევდა.
By the time of glaciation the snow line of the given region had reached an absolute height of about 2100 – 2200 m.
8576.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკური გეოგრაფია
არსებული მასალის ანალიზით დასტურდება, რომ გამყინვარებას შესწავლილ რაიონში ადგილი ჰქონდა ზედა მეოთხეულ პერიოდში.
An analysis of the available material gives ground to assume that the discovered traces have been left by the Upper Quaternary glaciation.
8577.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკური ქიმია
კლინოპტილოლიტის ადსორბციულ თვისებებზე ქიმიური მოდიფიცირების გავლენა.
The effect of chemical modification on the adsorption properties of clinoptilolite.
8578.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკური ქიმია
გამოკვლეულია საქართველოს სსრ. ძეგვის საბადოს კლინოპტილოლიტის ადსობრციულ თვისებებზე დეკათიონირების, დეალუმინირებისა და აგრეთვე კალიუმის კათიონებით გამდიდრების გავლენა.
The effect of decationization and dealuminization as well as enrichment with potassium ions on the adsorption properties of clinoptilolite of the Dzegvi deposit (Georgian SSR) has been studied.
8579.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკური ქიმია
შესწავლილია წყლის ბენზოლისა და ნ. ჰექსანის ორთქლის ადსორბცია ზამბარიან მიკროსასწორის საშუალებით.
A high-vacuum microweight balance was used to study the adsorption of water-, benzene- and n-hexane vapours.
8580.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ფიზიკური ქიმია
ნაჩვენებია, რომ ძეგვის კლინოპტილოლიტის წყალბადური ფორმები ავლენს ისეთივე ადსორბციულ და სხვა თვისებებს, როგორსაც უნგრული „კლინოსორბი“.
It is shown that the Dzegvi hydrogen clinoptilolites have adsorption and other properties similar to the Hungarian "Clinosorb".