მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
მოყვანილი პათომორფოლოგიური მასალის საფუძველზე ჰეპარინი გამოყენებულია მშობიარობის სისხლდენების კომპლექსური მკურნალობის დროს.
The findings of the investigation carried out have warranted the use of heparin in the complex treatment of hemorrhage during labour.
8622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
თავის ტვინის კაპილარების ულტრასტრუქტურა იმერსიული და პერფოზიული ფიქსაციის დროს.
Fine structure of capillaries of the cerebral cortex following immersion and perfusion fixations.
8623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
ნაჩვენებია, რომ პერფოზიული ფიქსაციის დროს უკეთესად ინახება პერიციტები და კაპილარის გარემომცველი სტრუქტურები ნერვულ ქსოვილში.
It is shown that during the perfusion fixation pericytes and the nerve tissue elements surrounding the capillaries are preserved better.
8624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
ამიტომ ენდოთელური უჯრედების კონტაქტების ხასიათი სისხლის ფორმიან ელემენტებთან, პინოციტოზის მოვლენა, ციტოპლაზმური მემბრანის პლასტიურობა, დესმოსომების ნატიფი სტრუქტურა და ა. შ. უკეთესად შეისწავლება იმერსიული ფიქსაციის შემთხვევაში.
Therefore the interrelation of blood cell elements with endothelial cells, the process of pinocytosis, plasticity of the cytoplasmic membrane, fine structure of desmosomes and so on are studied better following immersion fixation.
8625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
პლაცენტის მორფოლოგიური ცვლილებები ორსულთა მოგვიანებითი ტოქსიკოზების დროს.
Morphological changes of placenta during late pregnancy toxemias.
8626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
ნეფროპათიის სხვადასხვა ფორმითა და სიმძიმით დაავადებული ქალის პლაცენტაში ადგილი აქვს გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც ტოქსიკოზის სიმძიმის კლინიკური გამოვლინების პროპორციულად გამოიხატება.
The placenta of women suffering from nephropathy of various degrees of severity has been found to undergo definite structural changes–in proportion to the clinical manifestation of toxicosis.
8627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
ტოქსიკოზის შეშუპებითი ფორმის დროს პლაცენტაში აღინიშნება უმნიშვნელო მორფო-ჰისტოქიმიური გადახრები, მაშინ როცა ნეფროპათიის დროს იგი საკამოდაა გამოხატული და მჟღავნდება ხაოების შეშუპებაში, სისხლძარღვთა გაფართოებაში და მასთან დაკავშირებულ ცირკულარულ დარღვევებში, სინციტიალური და მფარავი ეპითელიის დისტროფიულ ცვლილებებში, რნპ-ს და გლიკოგენის რაოდენობის შემცირებაში და რაც მთავარია, რნპ-ს გამოვლინების იზოელექტრული წერტილის გადახრაში მჟავიანობისაკენ.
In the oedematous form of toxemia slight morphohistochemical deviations are notes in the placenta, whereas in the case of nephropathy there are pronounced alterations, such as oedema of the villi, dilation of the blood vessels, circular disturbances (breaches), dystrophic changes of the cyncytial- and covering epithelia, lowering of the content of glycogen and ribonucleoprotein, and, above all, in the shift of the isoelectric point of ribonucleoprotein manifestation towards acidity.
8628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
პრეეკლამფსიის და ეკლამფსიის დროს ეს დარღვევები კიდევ უფრო მკვეთრადაა გამოხატული.
In the presence of pre-eclampsia and eclampsia these disturbances are more pronounced.
8629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 69, ჰისტოლოგია
აღნიშნული მორფო-ჰისტოქიმიური ცვლილებები ქალის პლაცენტაში სხვადასხვა ფორმისა და სხვადასხვა სიმძიმის ნეფროპათიის დროს განაპირობებენ დამაზიანებელ გავლენას როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმზე.
These structural and histochemical changes of the placenta in the presence of nephropathy of various degrees of severity have a detrimental effect on the organisms of both mother and foetus.
8630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
თალამუსის არასპეციფიკური ბირთვების გაღიზიანების გავლენა სმენითი ქერქის სპონტანურ და გამოწვეულ თითისტარებზე.
Influence of thalamic nonspecific nuclei stimulation on the spontaneous and evoked spindles in the auditory cortex.
8631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
ფლაქსედილით დადამბლავებულ კატებზე ნემბუტალის მცირე დოზის (2-4 მგ/კგ) პირობებში თალამუსის არასფეციფიკური ბირთვების ხშირი (300/სეკ) გაღიზიანების გავლენით სმენით ქერქში მიმდინარე სპონტანური და ბგერით გამოწვეული თითისტარები თითქმის სრულებით არ იცვლება.
High frequency stimulation (300/sec) of some thalamic nonspecific nuclei in cats immobilized with Flaxedil and subjected to small doses of nembutal (2-4 mg/kg) does not lead to any marked change of the spindles – spontaneous or evoked by sound clicks.
8632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
მიღებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სმენით (სენსორულ) ქერქში მიმდინარე თითისტარები არაა დამოკიდებული თალამუსის არასპეციფიკურ ბირთვებზე.
This suggests that spindles in the auditory (sensory) cortex are not in any way dependent on the thalamic nonspecific nuclei.
8633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
თავდაცვითი პირობითი რეფლექსის გამომუშავება მსხლისებრი ქერქის ელექტრული გაღიზიანების ბაზაზე.
Acquisition of conditioned defensive reflex on the basis of the electrical stimulation of pyriform cortex.
8634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
კატებში ქრონიკულად ჩანერგილი ელექტროდებით შეისწავლებოდა მსხლისებრი ქერქის ენტორინალური ნაწილის ელექტრული გაღიზიანების შედეგად გამოწვეული ქცევითი და ელექტროენცეფალოგრაფიული ცვლილებები.
Behavioural and electroencephalographic changes produced by the electrical stimulation of the entorhinal cortex in cats were studied.
8635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ენტორინალური ქერქის ელექტრული გაღიზიანების საპასუხოდ ცხოველს უვითარდება ნატურალური შიშის ემოციური რეაქცია კარგად გამოხატული სომატოვეგეტატიური ცვლილებებით.
Electrical stimulation of the entorhinal cortex was found to elicit genuine reaction of fear with well-pronounced somatomotor changes.
8636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
ამ რეაქციის ბაზაზე ცხოველს უმუშავდება თავდაცვითი პირობითი რეფლექსი.
On this basis, the conditioned defensive reflex was elaborated.
8637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
მიღებული შედეგები მიუთითებენ, რომ მსხლისებრი ქერქი მონაწილეობას ღებულობს შიშის ემოციური რეაქციის რეგულაციაში.
The data obtained indicate that the pyriform cortex has a part to play in the regulation of the emotional reactions.
8638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
ემოციური დაძაბულობის გავლენა ძილის სხვადასხვა ფაზების შეფარდებაზე.
Effect of emotional stress on the ratio of different phases of sleep.
8639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
უკანა ჰიპოთალამუსის ელექტრული გაღიზიანებით გამოწვეული ემოციური დაძაბულობა (შიშის რეაქცია), ძილ-ღვიძილის შემდგომ ციკლში მკვეთრად ამცირებს პარადოქსული ფაზის ხანგრძლივობას და არღვევს ძილის პარადოქსული ფაზის სტრუქტურას.
Preliminary emotional reactions evoked by electrical stimulation of the posterior hypothalamus results in the shortening of the paradoxical phase of sleep as well as in the destruction of its structure in cats.
8640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგია
ამ შემთხვევაში ძილის პარადოქსული ფაზა ვითარდებოდა მხოლოდ ზოგადი დესინქრონიზაციის ცალკეული ეპიზოდების სახით, ჰიპოკამპის თეტა რიტმის გააქტივების გარეშე.
Paradoxical phase of sleep, in this case, develops only as separate episodes of general desynchronization with no activation of the hippocampal theta rhythm.