მოიძებნა 668072 ჩანაწერი
841.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამფიბიების თავის ტვინის მაგისტრალური არტერიების ჩამკეტი მექანიზმების გამოვლინება.
Elucidation of the closing mechanisms of the major arteries of the amphibian’s brain.
842.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამფიბიების თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიგნითა საძილე არტერიები.
The experimental results show that the a. carotis internal play an important role in the control of blood supply to the amphibian’s brain.
843.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ადრენალინის ან აცეტილქოლინის უშუალო ზემოქმედება იწვევს ამ არტერიების ადგილობრივ შევიწროვებას ან გაფართოვებას, ამის შესაბამისად ტვინის წინა არტერიებში ადეკვატურად იცვლება სისხლის დინების სიჩქარე.
Direct application of adrenaline or acetylcholine caused respectively local constriction or dilatation of the arteries, followed by adequate changes in the velocity of the blood flow in the anterior cerebral arteries.
844.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის ქერქის სომატოსენსორული უბნის მოცილების გავლენა სხვადასხვა პერიფერიულ გაღიზიანებაზე აღძრული ასოციაციური პასუხების ურთიერთმოქმედებაზე.
Influence of removal of somatosensory cortex on the interaction between association responses evoked by different peripheral stimulations.
845.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქლორალოზით დანარკოზებულ კატებზე სომატოსენსორული ქერქის მოცილებამდე და მის შემდეგ განისაზღვრებოდა კონტრალატერალური წინა თათის კანისა და სინათლით გაღიზიანებას შორის ინტერვალი, რომლის დროსაც ხდებოდა სატესტო გაღიზიანებით გამოწვეული ასოციაციური პასუხების (შუა სუპრასილვიურ ხვეულში) ნაწილობრივი ან მთლიანი ბლოკი.
In chloralosed cats the time interval between the paired stimuli (contralateral forepaw stimulation and light flash) for a partial and entire blockade of the test association responses (registered in the middle suprasylvian gyrus) was determined before and after bilateral aspiration of the somatosensory cortex.
846.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სომატოსენსორული ქერქის მოცილების შემდეგ, განსაზღვრული დროის განმავლობაში (2 საათამდე), კანის გაღიზიანებით გამოწვეული ასოციაციური პასუხი უფრო მძლავრად ითრგუნება წინარე სინათლით გაღიზიანების გავლენით, ვიდრე სომატოსენსორული ქერქის მოცილებამდე.
For a definite time (till 2 hours) after removal of the somatosensory cortex the test association response to skin stimulation was blocked more powerfully by conditioning light flash than before operation.
847.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თუ კანის გაღიზიანებას მოსდევდა სინათლით გაღიზიანება, უკანასკნელით გამოწვეული ასოციაციური პასუხი გაცილებით უფრო ნაკლებად ითრგუნებოდა, ვიდრე ოპერაციამდე.
At the same time, the blocking action of conditioning skin stimulation on the test association response evoked by light flash was significantly weaker than before expiration of the somatosensory cortex.
848.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კანის გაღიზიანებაზე განვითარებული ასოციაციური პასუხის ასეთი დასუსტება იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ პირველადი სენსორული არე უშუალოდ მონაწილეობს (ალბათ თალამუსის გადამრთავი ბირთვების გზით) ასოციაციური პასუხის წარმოშობაში და უკანასკნელს უნდა ანიჭებდეს მოდალურ სპეციფიკურობას.
Such weakening of the association response to skin stimulation following aspiration of the somatosensory cortex attests to the circumstance that the primary sensory cortex plays an intimate role (probably through the action on the thalamic relay nuclei) in the origin of the association responses, giving them a modally specific pattern.
849.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
გამოცდილების დამაგროვებელი ბეიესის სისტემები.
Bayes systems with experience.
850.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
შესწავლილია გამოცდილების დამაგროვებელი სისტემების ალგორითმის აგების საკითხი შემთხვევათა ფუნქციების კანონიკური დაშლის გამოყენების გზით.
The paper is concerned with the problem of constructing algorithm with experience. To solve the problem the method of canonical expansion of random functions is used.
851.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ერთი კლასის არაწრფივი რეგულირების ობიექტების დროის მუდმივას განსაზღვრის ექსპერიმენტული მეთოდი.
Experimental determination method of the time constant of one class of nonlinear object control.
852.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
შემუშავებულია მეთოდი და გამოყვანილია ფორმულა არაწრფივი ობიექტების დროის მუდმივას ექსპერიმენტული განსაზღვრისათვის, რომლის მათემატიკური მოდელი შედგება მიმდევრობით შეერთებული აპერიოდული და არახაზოვანი რგოლებისაგან.
A method is developed and the formula is deduced for experimental determination of the time constant of nonlinear object control, the mathematical model of which consists of sequentially included aperiodical and nonlinear links.
853.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
დროის მუდმივა განისაზღვრება ობიექტის შესასვლელი და გამოსასვლელი ფუნქციების მონაცემებით.
The time constant is determined by data of the input and output functions of the object.
854.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
წრფივი პროგრამირების ამოცანების ამოსახსნელად შემთხვევითი ძიების ერთი მეთოდის გამოყენების შესახებ.
On the use of a random-search method for solving linear programming problems.
855.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განხილულია მოდიფიცირებული Ψ-გარდასახვის მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს წრფივი პროგრამირების ამოცანების ამოსახსნელად.
A modified, Ψ-transformation method is considered which can be used for solving linear programming problems.
856.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მრავალგანზომილებიანი ამოცანების შემთხვევაში აღნიშნული მეთოდი მოდიფიცირებულ სიმპლექსურ მეთოდთან შედარებით უფრო სწრაფმოქმედია.
In the case of multidimensional problems this method has a higher speed of solution in comparison with the modified simplex-method.
857.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ოპტიმალური მართვის ამოცანათა ერთი კლასი.
One class of optimal control problems.
858.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ჩამოყალიბებულია ოპტიმალურ ამოცანათა ერთი კლასი.
One class of optimal control problems is developed.
859.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
შემუშავებულია რიცხვითი მეთოდი და მოცემულია ალგორითმი უნივერსალურ გამომთვლელ მანქანაზე მის ამოსახსნელად.
A numerical method is worked out and the algorithm solving it on a universal computer is considered.
860.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ჩატარებული ექსპერიმენტით მიღებულია დამაკმაყოფილებელი შედეგები.
The experimental results have proved to be satisfactory.