მოიძებნა 668072 ჩანაწერი
901.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე მდ. ძინძას ხეობაში დარჩენილი ძველი გამყინვარების კვალი ზ. დ. 1500 და 2000 მ სიმაღლეზე საშუალებას გვაძლევს მოცემულ რაიონში გამოვყოთ გამყინვარების ორი სტადია.
Glaciation traces found at the altitude of 1500 m and 2000 m on the eastern slope of the Arsiani Range, in the valley of the Dzindza river, indicate the existence of two glaciation stages in the given area.
902.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
პირველი სტადია შეესატყვისება ვიურმის მაქსიმუმს და ნენსკრის სტადიის სინქრონულია; მეორე სტადიას პირობითად ბეშუმის სტადიას ვუწოდებთ.
The first stage corresponding to the Würm maximum and synchronous with the Nenskra stage, and the second one provisorily called the Beshumi stage.
903.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
მაქსიმალური სტადიის მყინვარის უკან დახევისას დაგროვილი ფლუვიოგლაციალური ნალექებიდან მიღებული სპორა-მტვრის სპექტრები მიუთითებენ ამ დროისათვის მცენარეულობის სიმაღლებრივი სარტყელების ძლიერ დაწევაზე.
The composition of spore and pollen spectra from fluvioglacial deposits accumulated during the retreat of the glacier of the maximum stage of glaciation, points to a marked lowering of altitudinal belts of vegetation.
904.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
აფხაზეთის ზღვისპირა რელიეფის განვითარების ისტორიისათვის.
On the history of the development of Abkhazia’s coastal relief.
905.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
ადრე, მკვლევართა უმრავლესობა აფხაზეთში მეოთხეული ასაკის 5-6 ზღვიურ ტერასას გამოყოფდა და მათ წარმოქმნაში წამყვან როლს ტექტონიკურ ფაქტორს აკუთვნებდა.
It was supposed earlier that only five or six marine terraces of the Quaternary epoch existed in Abkhazia and it was the tectonic factor that had played an important role in their formation.
906.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
ჩვენი მონაცემებით, აფხაზეთის ზღვის სანაპირო ზოლში სართულებად განლაგებული ცხრა ზღვიური ტერასა გამოიყოფა, რომლებიც გავრცელების მთელ მანძილზე უცვლელად ინარჩუნებენ დონეებს.
According to the present writer’s data, there are nine marine terraces, arranged by stages all along the Abkhazian seashore, preserving their levels invariably.
907.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
ტერასები მორფოლოგიურად უკავშირდება როგორც ერთმანეთს, ისე აფხაზეთის მეზობელი რაიონების ტერასებსაც.
These terraces are morphologically correlated not only with each other, but also with analogous terraces of neighbouring districts.
908.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
ლუხუნის დარიშხანის საბადოს მადნეული სხეულების სტრუქტურულ-მორფოლოგიური ტიპები.
Structural and morphological types of the ore bodies of the Lukhuni Arsenic Deposit.
909.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
ლუხუნის საბადოზე დადგენილია მადნეული სხეულების შემდეგი სტრუქტურულ-მორფოლოგიური ტიპები: მადნეული სხეულები - ‚‚ხელშემწყობი‘‘ ქანებისა და თანხმობითი ახლეჩვის ნაპრალების გადაკვეთის ადგილებში, მადნეული ძარღვები - ნაოჭის ღერძისადმი ირიბად ორიენტირებულ ახლეჩვის ნაპრალებში, მადნეული სვეტები - მადანშემცავი მთავარი ნაპრალის გადაღუნვის ადგილებში, მადნეული სხეულები - ბუდინირებულ სტრუქტურებში, შტოკვერკული ზონები - ირიბი შესხლეტვისა და მის ნაკრტენ ნაპრალების გასწვრივ, მადნიანი სვეტები - ახლეჩვის ნაპრალთა გადაკვეთის ადგილებში.
A study of the ore-bearing structures of the Lukhuni Arsenic Deposit allows differentiation of the following structural and morphologic types of the ore bodies: ore bodies on intersection of concordant shear fractures with favourable rocks; veins in the shear fractures obliquely oriented to the fold axis; ore shoots in bendings of the main ore-bearing fracture; ore shoots in boudinage structures; stockwork zones along the upthrow-shift and conjugated feather joint; ore shoots in the intersections of the shear fractures.
910.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
ზღვის ზღარბები ხარაგაულის სინკლინის მაასტრიხტული და დანიური ნალექებიდან.
Echinoids of the Maestrichtian and Danian deposits from the Kharagauli syncline.
911.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
ხარაგაულის სინკლინში ზღვის ზღარბების ფაუნით მდიდარია მაასტრიხტული და, განსაკუთრებით, დანიური ნალექები. ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა ჭრილი მდ. ჯიხველაზე.
The most important section of the Maestrichtian and Danian in the Kharagauli syncline is observed along the river Jikhvela.
912.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
მაასტრიხტულში ვხვდებით ამ სართულისათვის დამახასიათებელი ზღარბების ფაუნის კომპლექსს ამონიტებსა და ინოცერამებთან ერთად.
The Maestrichtian contains a rich complex of the characteristic echinoids together with ammonites and inoceramuses.
913.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
რაც შეეხება დანიურ სართულს, იგი თითქმის მხოლოდ ზღარბებითაა დახასიათებული. ფაუნის ცვლა ვერტიკალური მიმართულებით საშუალებას იძლევა გამოვყოთ სამი ჰორიზონტი.
As to the Danian, it is characterised exclusively by echinoids whose vertical distribution allows to distinguish three horizons.
914.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოფიზიკა
ელექტროპროფილირებისა და კაროტაჟის მეთოდებით მახარაულის ნასხლეტის გამოკვლევა.
Exploration of the Makharauli fault by the methods of electric profiling and logging.
915.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოფიზიკა
შაორის ქვანახშირის საბადო დახურული სტრუქტურისაა. ეს გამოწვეულია იურული ასაკის ფერადი წყებისა და ცარცული ასაკის ნალექების საკმაოდ სქელი ფენებით.
The Shaori coal field is a closed structure, considerably complicated by different tectonic faults.
916.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოფიზიკა
საბადოს სტრუქტურა გართულებულია ტექტონიკური რღვევებით, რომლებიც ქმნიან ბლოკისებურ სტრუქტურებს.
The coal deposit is intersected by a number of tectonic faults forming block structures.
917.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოფიზიკა
რღვევებს შორის ყველაზე საინტერესოა მახარაულის ნასხლეტი, რომელიც საბადოს ორ (აწეულ და დაწეულ) ნაწილად ჰყოფს.
Most interesting is the Makharauli fault which divides the coal deposit into two sections: a raised one and a lowered one.
918.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოფიზიკა
ელექტრომეტრიული და კაროტაჟული მასალების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ზედაპირზე მახარაულის ნასხლეტის ადგილმდებარეობისა და დაქანების კუთხის ელემენტების შედარებით ზუსტი განსაზღვრა.
The data obtained in electric profiling and logging has enabled a relatively precise determination of the situation of the Makharauli fault and of the elements of the angle of incidence.
919.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოფიზიკა
როლეის ტალღების ობერტონები და დედამიწის გარსის აღნაგობის შესწავლა.
The first mode Rayleigh waves and study of the earth’s mantle.
920.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოფიზიკა
აღმოჩენილი და გამოკვლეულია რელეის ტალღების პირველი განივი ობერტონი (M<sub>22</sub>) დედამიწის გარსის აღნაგობის შესწავლის მიზნით.
The first mode M<sub>22</sub> of the Rayleigh waves have been discovered and investigated with a view to studying the structure of the Earth’s mantle.