მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8781.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, დრეკადობის თეორია
განხილულია პირის გასწვრივ ნორმალურად დატვირთული გარკვეული სოლისებური ფორმის სხეულის დრეკადი წონასწორობა.
The elastic equilibrium of a certain wedge-shaped body, loaded along the edge, is considered.
8782.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
ცილინდრულ კონდენსატორში მუდმივი დენის კორონის ველში მოცულობითი მუხტის სიმკვრივის განაწილების გაანგარიშება პოტენციალების განაწილების ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით.
Calculation of the space charge density distribution of the d. c. corona field in the cylindrical capacitor according to experimental data of potential distribution.
8783.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
მოცემულია მუდმივი დენის კორონის ველში მოცულობითი მუხტის სიმკვრივის განსაზღვრის მეთოდი პოტენციალების განაწილების მოცემული ფუნქციის მიხედვით.
A method is proposed for calculating the space charge density in the d. c. corona field over a defined function of potential distribution.
8784.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
ამოცანა დაიყვანება ფრედჰოლმის მე-2 გვარის ინტეგრალური განტოლების ამოხსნამდე.
The problem is reduced to the solution of the Fredholm equation of the second kind.
8785.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
მიღებული შედეგები ედარება და დამაკმაყოფილებლად ეთანხმება ექსპერიმენტულ მონაცემებს.
The obtained results are compared with some experimental data and are in good agreement with them.
8786.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
ამპლიტუდებით მოდულირებული დენის გავლის თავისებურებანი ქსელში.
Flow peculiarities of amplitude-modulated current along the electrical network.
8787.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
ინდუქციურ და ტევადურ წინაღობებში ამპლიტუდით მოდულირებული დენის გავლის დროს ძაბვის ვარდნაში წარმოიქმნება დამატებითი მდგენელი, რომელიც გაპირობებილია მოდულაციის კოეფიციენტითა და სიხშირით.
When modulated current flows along the inductive and capacity reactances, there appears an additional component that depends on the modulation factors and frequency.
8788.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
იმ შემთხვევაში, როდესაც ქსელი შეიცავს მიმდევრობით შეერთებულ აქტიურ, ინდუქციურ და ტევადურ წინაღობებს L და C არასასურველი თანაფარდობის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს რეზონანსულ მოვლენებს.
In the case when the network comprises effective, inductive and capacity resistances and the relation L – C is not advisable there may take place resonance effects.
8789.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
ლითონური ფირფიტების მისაღები მოწყობილობის მაღალსტაბილური დროის რელე.
High-stability timing relay in an installation for the production of metal films.
8790.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროტექნიკა
აღწერილია ლითონური ფირფიტების მისაღებად შექმნილ მოწყობილობაში მაღალსტაბილური დროის რელეს გამოყენება და მისი მუშაობის პრინციპიალური სქემა.
The application of high-stability timing relay in an installation for obtaining refractory metal films is described and its schematic diagram given.
8791.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროქიმია
კათიონ კალიუმის ადსორბცია ეთილენგლიკოლის ხსნარიდან.
K<sup>+</sup> cation adsorption from ethylene glycol solutions.
8792.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროქიმია
კალიუმის იონის ანგარიშისათვის ეთილენგლიკოლის ხსნარიდან გამოყენებულია ჰურვიც-პარსონსის მეთოდი, რაც საშუალებას იძლევა გავითვალოთ იონთა ადსორბცია მუდმივი იონური ძალის მქონე შერეული ხსნარებიდან.
The Hurwitz-Parsons method was applied to quantitative determination of adsorbed K<sup>+</sup> ions. This method enables calculation of ion adsorption from mixed solutions.
8793.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროქიმია
ყველა პირობის გათვალისწინებით შერჩეულია სისტემა xMKCl + (0,5 – x)MLiCl ეთილენგლიკოლში, სადაც Li<sup>+</sup> ზედაპირულად ინაქტიურ კათიონს წარმოადგენს.
Having considered all the conditions, the following system was chosen: xMKCl + (0,5 – x)MLiCl in ethylene glycol, Li<sup>+</sup> being a surface inactive cation.
8794.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროქიმია
დადგენილია, რომ K<sup>+</sup>-ს გლიკოლის ხსნარიდან ახასიათებს სპეციფიკური ადსორბაციის უნარი, რაც იწვევს ψ°-პოტენციალის გადაადგილებას დადებით მხარეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ეფექტი Cs<sup>+</sup> შედარებით ნაკლებადაა გამოსახული.
Quantitative data show that K<sup>+</sup> is specifically adsorbed from glycolic solutions, resulting in the shift of the ψ°-potential to the positive side, though the effect here is less pronounced than is the case with Cs<sup>+</sup>.
8795.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროქიმია
მანგანატ-იონების კათოდური აღდგენის შესახებ.
Cathodic reduction of manganate-ions.
8796.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ელექტროქიმია
დადგენილია, რომ კათოდური პოტენციალის გაზრდით მანგანუმის ორჟანგის დენით გამოსავალი მცირდება.
Chathode efficiency was found to decrease continuously with the growth of the cathodic potential.
8797.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ენათმეცნიერება
დაღესტნურ ენათა ლაკურ-დარგუული ჯგუფის გრამატიკულ კლასთა ხმარების ერთი თავისებურების შესახებ.
On one peculiarity in the use of grammatical classes in the Lak-Dargwa group of Dagestanian languages.
8798.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ენათმეცნიერება
დაღესტნური ენებიდან ლაკურში და დარგუული ენის ერთ-ერთ დიალექტში - მეჰებურში - ზოგი სიტყვა („ქალიშვილი“, „და“ ...) ეკუთვნის არა მეორე გრამატიკულ კლასს, (როგორც ეს გვაქვს სხვა დაღესტნურ ენებში და, კერძოდ, დარგუული ენის სხვა დიალექტებში), არამედ მესამე გრამატიკულ კლასს (ლაკურში) ან შეადგენს დამოუკიდებელ მეოთხე გრამატიკულ კლასს (მეჰებურში).
In the Lak language and in the Meheb dialect of the Dargwa language some words (“girl”, “sister”, etc.) belong not to the II grammatical class (as in the case in other Dagestanian languages, namely in all the other dialects of Dargwa), but to the III gr. cl. (in Lak) or form an independent IV gr. cl. (in Meheb).
8799.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ენათმეცნიერება
ქალიშვილი გათხოვების შემდეგ იცვლის თავის გრამატიკას - ნივთთა კლასიდან გადადის მეორე კლასში.
When a girl gets married she changes her grammatical class so that henceforward she belongs to the II gr. cl.
8800.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ენათმეცნიერება
მეჰებურში პატივისცემის გამოსახატავად მეოთხე გრამატიკული კლასის ნიშანი გამოიყენება აგრეთვე მეორე გრამატიკული კლასის ნიშნის ნაცვლად.
In the Meheb dialect the indicators of the IV gr. cl. are used instead of the II gr. class indicators, expressing a respectful attitude towards woman.