მოიძებნა 668068 ჩანაწერი
8841.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მედიცინა
თეთრ ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს მკვეთრად ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები. მათ შორის აღინიშნება თიამინისა და ასკორბინის მჟავას დეფიციტი.
Investigations conducted with albino rats have shown that metabolic processes of the animals with hyperfunction of the thyroid gland are drastically disturbed: a deficiency of thiamin and ascorbic acid is observable.
8842.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მედიცინა
პათოლოგიურ ძვრები ქმნის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს კბილის კარიესის განვითარებაში (შემთხვევათა 50 %).
The observed pathological changes induce factors promoting the onset of dental caries (50 per cent of the test animals).
8843.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მედიცინა
თიამინის დამატებითი დოზით (415 მკგ) შეყვანამ ჰიპერთირეოზიან ცხოველებში დადებითი გავლენა იქონია ნივთიერებათა ცვლის მაჩვენებლებზე, რამაც განაპირობა კბილის კარიესის განვითარება მხოლოდ შემთხვევათა 21 %-ში.
The general state of the test animals improved due to the addition of an increased dose of thiamin (415 mcg) to their ration, resulting in dental caries only in 21 per cent of the animals.
8844.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მედიცინა
მიუხედავად ამისა, თიამინის უფრო მეტად გაზრდილი დოზით (666 მკგ) დანიშვნამ ჰიპერთირეოზიან ცხოველებში გამოიწვია ასკორბინის მჟავას მკვეთრი დაკლება, რამაც თავის მხრივ შექმნა ხელსაყრელი პირობები კბილის კარიესის განვითარების ზრდისა (28 %).
However, the addition of a larger dose (666 mcg) entailed a drastic decrease of ascorbic acid, in consequence of which cases of dental caries were observable more frequently (28 per cent).
8845.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ჰეპატოსკენირების და ღვიძლის სცინტიგრაფიის შედარებითი შეფასება ექსპერიმენტში.
Comparative value of scanning and scintigraphy of the liver in experiment.
8846.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
10 ბაჭიაზე დინამიური დაკვირვების საფუძველზე ნაჩვენებია, რომ რადიოიზოტოპური ჰეპატოსკენირება და ღვიძლის სცინტიგრაფია ასახავენ მორფო-ფუნქციურ ძვრებს ღვიძლის ექსპერიმენტული ტოქსიკური ციროზის განვითარებისა და უკუგანვითარების პროცესში.
On the basis of a dynamic study of 10 rabbits it was established that radiosotopic scanning and scintigraphy of the liver reflect structural and functional changes occurring in the process of development and regression of experimental toxic cirrhosis of the liver.
8847.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ღვიძლის სცინტიგრაფია უფრო ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, განსაკუთრებით ღვიძლის დამატებითი წილის შესახებ, როგორც ნორმაში, ისე პათოლოგიის დროს.
Scintigraphy of the liver yields more exact information, especially about the complementary lobe of the liver, in both normal and pathological states.
8848.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ორივე მეთოდი, როგორც ობიექტური ამსახველი, შეიძლება გამოვიყენოთ ექსპერიმენტული დაკვირვებების დროს.
Both methods can be used as objective criteria in experimental studies.
8849.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ტენობლასტების ლიზოსომური აპარატის ფუნქციონალური მორფოლოგია ტენოპლასტიკის პირობებში.
Functional morphology of the lysosome system of tenoblasts under conditions of tenoplasty.
8850.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ელექტრონული მიკროსკოპიის, იმუნომორფოლოგიის, ლუმინესცენტური ციტო- და ლუმინესცენტური ჰისტოქიმიის, ციტო- და ჰისტოქიმიის მეთოდებით შესწავლილია ტენობლასტების ლიზოსომების სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებები რეგენერაციული ბლასტემის დიფერენციაციის პროცესში მყესის აუტო-, ჰომო-, ჰეტერო- და ალოპლასტიკის დროს.
Structural and functional alterations of the lysosome system of tenoblasts have been studied by electron microscopic, immunomorphological, luminescent-cyto- and luminescent-histochemical, cyto- and histochemical methods during the differentiation of regenerative blastema in auto-, homo-, hetero- and alloplasty of tendons.
8851.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგენილია ლიზოსომების მნიშვნელოვანი როლი მყესის რეპარაციული რეგენერაციის რთულ პროცესში.
The important role of lysosomes has been established in complicated processes of reparative regeneration of tendons.
8852.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ლიზოსომური აპარატი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ნეოკოლაგენოგენეზსა და ფიბროკლაზიაში, რეგენერატში კოლაგენის ბიოსინთეზის ერთ-ერთ მარეგულირებელ ფაქტორს წარმოადგენს.
Actively participating in neocollagenogenesis and fibroolasia, lysosomes constitute one of the factors of the regulation of collagen biosynthesis in the tendinous regenerate.
8853.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დაკონსერვებული ძვლისა და მყესის უჯრედების ლიზოსომური აპარატის ფუნქციონალური მორფოლოგია.
The functional morphology of the cells of the lysosome apparatus of preserved bone and tendon tissue.
8854.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ელექტრონული მიკროსკოპიის, ლუმინესცენტური ციტო- და ლუმინესცენტური ჰისტოქიმიის, ციტო- და ჰისტოქიმიის მეოთდებით შესწავლილია გაყინვით (-70°), 2% ფორმალ-შაქრისა და 50% თაფლის ხსნარში დაკონსერვებული ძვლისა და მყესის ლიზოსომური აპარატის ფუნქციონალური მორფოლოგია ერთი დღიდან 6 თვემდე სხვადასხვა ვადაში.
The functional morphology of the lysosome apparatus of bones and tendons preserved by freezing (-70°) in 2% formal-sugar and in 50% honey solution has been studied by the methods of electron microscopy, luminescent cyto- and luminescent histochemistry and cyto- and histochemistry in different periods of time from the first day to 6 months.
8855.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგენილია, რომ ლიზოსომები კონსერვაციის პირველი სამი დღის განმავლობაში მეტაბოლიზმის პროდუქტების სეგრეგაციისა და ელიმინაციის გზით აღწევენ ქსოვილში აუტოლიზური პროცესების კუპირებას, რაც უფრო კარგად ვლინდება 2%-იანი ფორმალ-შაქრის ხსნარში კონსერვაციის დროს.
Lysosomes have been found to arrest the autolytic processes in the tissue by means of segregation and elimination of metabolic products during the first 3 days of preservation, this being more pronounced in the case of 2% formal-sugar solution.
8856.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მოგვიანებით ვადებში ძლიერდება ლიზოსომების აუტოლიზური მოქმედება, რაც დაკონსერვებული ძვლისა და მყესის ულტრასტრუქტურასა და ქიმიურ ორგანიზაციაში განვითარებული დეზინტეგრაციის გავლენით ლიზოსომების აპარატის მემბრანული და ფერმენტული სისტემის შეცვლასთანაა დაკავშირებული.
In later periods the autolytic action of the lysosomes increases as a result of the alteration of their membrane- and enzymic systems in correction with the disintegration of the ultrastructure and chemical organization of preserved bone and tendon tissue.
8857.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ნიკელის კარბონმჟავა-ჰიდრაზიდიან კომპლექსნაერთთა მდგრადობა წყალხსნარებში.
The stability of complex compounds of Ni with carboxylic acid hydrazides in aqucous solutions.
8858.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ზოგადი და არაორგანული ქიმია
შესაბამის ხსნართა სპექტროფოტომეტრიული მეთოდით განსაზღვრულია აცეტილჰიდრაზიდსა, ბენზოილჰიდრაზიდსა და დიჰიდრაზიდადიპინის მჟავასთან ნიკელის NiL<sub>1</sub><sup>2+</sup>, NiL<sub>2</sub><sup>2+</sup>, NiL<sub>3</sub><sup>2+</sup> ნაერთების მდგრადობის მუდმივები.
The stability constants of Ni2+ with acetylhydrazide, benzoylhydrazide and dihydrazide of adipinic acid of the NiL<sub>1</sub><sup>2+</sup>, NiL<sub>2</sub><sup>2+</sup>, NiL<sub>3</sub><sup>2+</sup> composition have been determined by the spectophotometric method.
8859.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ზოგადი და არაორგანული ქიმია
ნიკელის ერთნაირი ტიპის ნაერთები სხვადასხვა მჟავათა ჰიდრაზიდებთან მდგრადობის მუდმივას სიდიდის მიხედვით ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
The same type compounds of Ni with hydrazides of various acids have been found to differ slightly as to their stability constants.
8860.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 70, ზოგადი და არაორგანული ქიმია
სავარაუდოა, რომ კომპლექსების მდგრადობის მუდმივები ძირითადად განისაზღვრება ხელატური ციკლის წარმოქმნის ეფექტით.
It is presumed that the stability constants of the complexes are mainly determined by the effect of chelate cycle formation.