მოიძებნა 668072 ჩანაწერი
881.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
ჩატარებულმა ცდებმა საშუალება მოგვცა დაგვედგინა, რომ ახალი მეთოდით მადერის ტიპის ღვინის მომზადებისას ხარისხობრივი მაჩვენებლები მკვეთრად უმჯობესდება.
The tests carried out make it possible to conclude that the new method of preparing Madeira results in a considerable increase of the qualitative indices of the wine.
882.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
სპირტების, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების მონაწილეობა ალდეჰიდების წარმოქმნაში მეორეული სპირტული დუღილის დროს.
Participation of alcohols, organic acids and amino acids in the transformation of aldehydes during secondary alcoholic fermentation.
883.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
შამპანიზაციის დროს ალდეჰიდები წარმოიქმნება სპირტული დუღილის, როგორც ძირითადი და მეორადი, ისე გარეშე პროდუქტების გარდაქმნების შედეგად.
During champagnization aldehydes are formed at the expense of transformation of primary and secondary products, as well as by products of alcoholic fermentation.
884.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
შედარებით მაღალი აქტივობის მქონე ალდეჰიდები მიიღებიან 1C<sup>14</sup> და 2C<sup>142</sup>-ეთილის სპირტის, 2C<sup>14</sup>-გლიცერინის, 1C<sup>14</sup>-ვაშლმჟავას, 1C<sup>14</sup>-რძემჟავას, 4C<sup>14</sup>-ასპარაგინმჟავასა და 2C<sup>14</sup>-გლიცინის გარდაქმნების დროს.
The greatest amount of radioactive carbon has been detected in aldehydes when 1<sup>14</sup>C and 2<sup>14</sup>C-ethyl alcohol, 2<sup>14</sup>C-glycerine, 1<sup>14</sup>C-malic acid, 1<sup>14</sup>C-lactic acid, 4<sup>14</sup>C-aspartic acid and 2<sup>14</sup>C-glycerine were introduced into the medium.
885.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გავლენა სისხლის კარბოანჰიდრაზის აქტივობაზე.
Effect of artificial ventilation of lungs on the carbonic anhydrase activity of the blood.
886.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
შესწავლილია სისხლის კარბოანჰიდრაზის აქტივობის ცვლილება ნარკოზის დროს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში.
The blood carbonic anhydrase enzyme activity has been studied in narcosis using various regimes of artificial ventilation of the lungs.
887.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
დადგენილია, რომ კარბოანჰიდრაზის აქტივობის ცვლილება დამოკიდებულია ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმზე.
It has been established that changes in carbonic anhydrase activity depend on the regime of artificial ventilation of the lungs.
888.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
ჰიპოვენტილაციის დროს კარბოანჰიდრაზის აქტივობა მომატებულია. ჰიპერვენტილაციის დროს - დაქვეითებულია.
With hypoventilation the carbonic anhydrase activity increases, and with hyperventilation it decreases.
889.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
სისხლის შრატის და შარდის გლიკოპროტეიდების ცვლილებები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა შორის.
The glycoproteid content change in the blood serum and urine in patients with diabetes mellitus.
890.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 42 ავადმყოფის სისხლის შრატსა და შარდში შესწავლილ იქნა გლიკოპროტეიდების ძირითადი კომპონენტების შემცველობა დინამიკაში.
The content of the main glycoproteid components in the blood serum and urine in 42 patients with diabetes mellitus has been studied.
891.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბიოქიმია
განხილულია აგრეთვე საკითხი გლიკოპროტეიდულ ნივთიერებათა ცვლის მოშლის როლზე დიაბეტური ანგიოპათიების განვითარებაში.
The role of the disturbance of glycoproteid exchange in the development of vascular complications with diabetes mellitus is discussed.
892.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბოტანიკა
მდ. ფშავის არაგვის აუზის ალგოფლორის შესწავლისათვის.
On the study of the algal flora in the Pshavi Aragvi-river valley.
893.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბოტანიკა
1966-1967 წლებში მდ. ფშავის არაგვის ხეობიდან შეგროვილი ალგოლოგიური მასალების დამუშავების შედეგად გამოვლინდა 76 სახეობა, რომელთაგან საქათველოსათვის პირველად აღვნიშნეთ 21 სახეობა.
In 1966-1967 the present writer gathered algological collections in the Pshavi Aragvi-river valley. Processing of the collections has revealed 76 species. 21 species are new to Georgia.
894.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბოტანიკა
ისინი წერილში ვარსკვლავითაა აღნიშნული.
They are indicated with asterisks in the paper.
895.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბოტანიკა
რადიონახშირბადის მეთოდით ივრის შუა დაბლობის ჰოლოცენური და უფრო ადრეული დანალექების დათარიღების საკითხისათვის.
On the dating by the radiocarbon method of the Holocene and earlier sediments of the Iori valley.
896.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბოტანიკა
რადიონახშირბადის მეთოდით აბსოლუტური ასაკის განსაზღვრამ შეავსო და დააზუსტა ჩვენ მიერ ადრე მიღებული დასკვნები გვიანგამყინვარებისა და გამყინვარებისშემდგომ პერიოდში ტყის მცენარეულობის ქრონოლოგიზაციის შესახებ.
Radiocarbon determination has supplemented and specified the conclusions arrived at earlier by the present writers on the chronologization of the vegetation in the late glacial time on the territory in question.
897.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ბოტანიკა
დადგენილია, რომ ხვალინური ეპოქის დასასრულისათვის (ვიურმ-II) 20580±680 წლის წინათ, ივრის შუა დაბლობზე ფართოდ ვრცელდებოდა ფიჭვი და რომ უძველესი ჰოლოცენის დასაწყისად (14160±500 წ.), აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებისათვის შესაძლებელია ჩავთვალოთ ფართოფოთლოვანი კომპლექსის გავრცელების დრო.
It is stated that at the end of the Chvalin epoch, coinciding with the last Upper Pleistocene glaciation (Würm-II) 20.580±680 years ago, the pine became widespread. Pollen-spore spectra of the horizon from 14 metres, dating 14.160±500 years, show the beginning of the distribution of the broad-leaved species. On this basis the beginning of Old Holocene for the lowlands of eastern Georgia can be attributed to this time.
898.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
საქართველოს კორბულიანი ქვიშაქვების ასაკისათვის.
On the age of Corbula-bearing sandstones of Georgia.
899.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
კორბულიანი შრეები, რომლებიც საქართველოში გავრცელებულია ახალციხის დეპრესიაში, ქართლში (სოფ. თორთან) და გურიაში (მდ. ბახვისწყლის ჭრილში), მოლუსკური ფაუნის მიხედვით ასაკით ზედა ოლიგოცენს უნდა მიეკუთვნოს.
A detailed study of the Corbula-bearing sandstones of different localities of Georgia (Akhaltsikhe Basin, Guria and Kartli) and an analysis of the contained mollusks has enabled the writer to regard these beds as Upper Oligocene.
900.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, გეოლოგია
არსიანის ქედის ძველი გამყინვარების საკითხისათვის.
On the ancient glaciation of the Arsiani Range (South Georgia).