მოიძებნა 668068 ჩანაწერი
9961.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ცდის 60 – 120 წუთებზე მიოკარდის სტრუქტურა, გლიკოგენის რაოდენობა და ულტრასტრუქტურული მთლიანობა შენარჩუნებულია.
The structure and ultrastucture of the myocardium as well as the content of glycogen were found to be unaltered at the 60 – 120th minutes of the experiment.
9962.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
150 – 180 წუთებზე ვითარდება უმნიშვნელო ცვლილებები, რაც სათანადო ფიზიოლოგიურ მონაცემებთან ერთად მეტყველებს გულის კუნთის შემდგომ სიცოცხლისუნარიანობაზე.
Only negligible changes were observable at the 150 – 180th minutes, which, along with other relevant physiological and biochemical data, points to the vitality of the myocardium.
9963.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ატფ-ის გავლენა მიოკარდის ულტრასტრუქტურაზე ჟანგბადის უკმარისობის დროს.
The influence of ATF on the ultrastructure of the myocardium during oxygen deficiency.
9964.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ჰიპოქსიის პირობებში გულის კუნთში დესტრუქციულ და ნეკრობიოზულ ცვლილებათა განვითარების თავიდან აცილების მიზნით შესწავლილია ატფ-ის გავლენა მიოკარდის ულტრასტრუქტურულ ორგანიზაციაზე.
The actin of ATF on the ultrastructural organization of the myocardium has been studied with a view to preventing the development of destructive and necrobiotic alterations appearing under conditions of oxygen deficiency.
9965.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
შრომაში მოყვანილია მონაცენები გულის კუნთის ულტრასტრუქტურული ცვლილებების შესახებ ჰიპოქსიის სხვადასხვა ვადებზე და შედარებულია ატფ-ის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებთან.
Data on the ultrastructural alterations of the myocardium in various stages of hypoxia are presented and compared with the alterations caused by the administration of ATF.
9966.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
მიღებულმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ ჰიპოქსიის დროს ცხოველების ატფ-ით მკურნალობა იცავს გულის კუნთს, დესტრუქციული ცვლილებების განვითარებისაგან.
The data obtained have shown that injection of ATF into animals during hypoxia protects the myocardium from the development of grave destructive changes.
9967.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
მიოკარდიულ უჯრედთა ენერგიის წარმომქმნელი სტრუქტურების მორფოლოგია ემბრიონული განვითარების პროცესში.
Morphology of energy-forming structures of myocardial cells during embryonic development.
9968.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ქათმის ჩანასახის ემბრიონული განვითარების პროცესში მიოკარდიულ უჯრედებში ხდება გლიკოგენის რაოდენობის თანდათანობითი შემცირება.
A gradual decrease of the number of granules of glycogen in the myocardial cells occurs during embryonic development of the hen embryo.
9969.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
გლიკოგენის შემცირების პარალელურად მიმდინარეობს მიტოქონდრიების ფორმირება და დიფერენციაცია.
Formation and differentiation of mitochondria occur along with the decrease of glycogen.
9970.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
აღნიშნული მოვლენა შეესაბამება ჟანგვითი პროცესების ინტენსივობასა და თავისებურებას ემბრიონული განვითარების პროცესში, კერძოდ კი ჩანასახის გადასვლას ენერგიის წარმოქმნის ანაერობული გზიდან უფრო რაციონალურ ჟანგვით ფოსფორილებაზე, რაც მაღალდიფერენცირებული ორგანიზმებისათვის არის დამახასიათებელი.
This phenomenon corresponds to the intensity and peculiarity of oxidative processes during embryonic development, namely, to the transition of the embryo from anaerobic energy formation to more rational oxidative phosphorylation characteristic of highly differentiated organisms.
9971.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ზოგიერთი მერქნიანი მცენარის კარიოლოგია.
Karyology of some woody plants.
9972.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ლირიოდენდრონის (ხეტიტა) კარიოტიპი მოიცავს 6 სუბაკროცენტრულ და 32 მეტაცენტრულ ქრომოსომას, ორნაკვთიანი გინკგოსი - 18 მეტაცენტრულ, 2 სუბმეტაცენტრულ და 4 აკროცენტრულ ქრომოსომას, ხოლო იაპონური კრიპტომერიას კარიოტიპში კი 2 სუბაკროცენტრული და 20 მეტაცენტრული ქრომოსომაა გაერთიანებული.
An investigation has shown that the karyotype of Liriodendron tulipifera L. consists of 6 subacrocentric and 32 metacentric chromosomes; 18 metacentric, 2 submetacentric and 4 acrocentric chromosomes were identified in the karyotype of Ginkgo biloba L., whereas the karyotype of Cryptomeria japonica Don. contains 2 subacrocentric and 20 metacentric chromosomes.
9973.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ყოველივე ეს ცნობილი გახდა თითოეული სახეობის მცენარეთა 50 – 50 მიტოზის მეტაფაზური ქრომოსომების ანალიზის შემდეგ.
This has been found from an analysis of 50 – 50 metaphase chromosome mitosis of each species.
9974.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ძაღლის თავის ტვინის ქერქის მაკროგლიის უჯრედების ციტოქიმიური თავისებურებები.
Cytochemical characteristics of macroglial cells of the dog’s cortex.
9975.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ძაღლის თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელი უბნის სხვადასხვა ნეიროგლიურ უჯრედებში ჰისტოქიმიური მეთოდებით შესწავლილია გლიკოლიზის, კრებსის ციკლის, ელექტრონების ტრანსპორტის, პენტოზური და α-გლიცეროფოსფატური ციკლების რიგი ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტი, აგრეთვე შეისწავლებოდა ამ უჯრედებში რიბონუკლეოპროტეიდების, სუმარული ცილების, სულფჰიდრილური ჯგუფებისა და გლიკოგენის შემცველობა და განაწილება.
The activity of a number of oxidation-reduction enzymes of glycolysis, the Krebs cycle, electrolyte transport, pentose- and α-glycerophosphate cycles, as well as the content and distribution of RNP summary proteins, sulphydryl groups and glycogen in these cells have been studied in various neuroglial cells of the dog’s cortex motor area by means of histochemical methods.
9976.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ნეიროგლიური უჯრედებიდან ჟანგვითი ფერმენტების ყველაზე მაღალი აქტივობით ხასიათდება პერიკაპილარული და პერინეირონული ოლიგოდენდროციტები.
Of neuroglial cells pericapillary and perineuronal oligodendrocytes are characterized by the highest oxidative activity.
9977.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ჟანგვითი ფერმენტების შედარებით დაბალი აქტივობა დამახასიათებელია სუბპიალური ბოჭკოვანი ასტროციტებისათვის.
A comparatively low activity of oxidation enzymes is peculiar to subpial fibrillar astrocytes.
9978.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
ფერმენტების აქტივობის ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ფასციკულარული ოლიგოდენდროციტებისათვის დამახასიათებელი უნდა იყოს გლიკოზური მეტაბოლიზმი.
Judging by the character of enzyme activity the glycolytic type of metabolism is inherent to the interfascicular oligodendroglia.
9979.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
რიბონუკლეოპროტეიდები და გლიკოგენი ნეიროგლიურ უჯრედებში ჰისტოქიმიური მეთოდების გამოყენებით არ ვლინდება.
In neuroglial cells, RNP and glycogen are not identified by histochemical methods.
9980.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 72, ციტოლოგია
სუმარული ცილები და სულფჰიდრილური ჯგუფები ვლინდება მხოლოდ სუბპიალურ ასტროციტებში.
Summary proteins and sulphydryl groups are identified only in subpial astrocytes.