მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10021.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ემოციური მეხსიერება თევზებში შეისწავლებოდა სხვადასხვა ძალის გაღიზიანებაზე (სუსტი ძალა - 3,5 v, საშუალო ძალა - 5,5 v, ძლიერი ძალა -7,5 v).
Emotional memory of fishes for painful stimulation was studied by electrical stimulation of the following intensities: 3,5 v (weak), 5,5 v (intermediate) and 7,5 v (heavy).
10022.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სუსტი ძალით გაღიზიანებისას თევზები იმახსოვრებენ ელექტრული გაღიზიანების ადგილმდებარეობას მხოლოდ 10 – 12 წამის განმავლობაში. საშუალო ძალით გაღიზიანებისას დამახსოვრების მაქსიმუმი აღწევს 13 – 15 – 17 წამს, ხოლო ძლიერი ძალით გაღიზიანებისას მეხსიერების ხანგრძლივობა თევზებში გრძელდება 20 – 25 წამის განმავლობაში.
Memory for the site of weak intensity stimulation persists only for 10 – 12 sec., of intermediate 13 – 15-17 sec., and for heavy intensity stimulation 20 – 25 sec.
10023.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
წინატვინამოკვეთილი თევზები გამაღიზიანებელ ადგილმდებარეობას გაურბოდნენ 5 – 6 წამის განმავლობაში მიუხედავად გაღიზიანების ინტენსივობისა.
Operated animals (with removed forebrain) avoided the sites of stimulation only 5 – 6 seconds irrespective of the intensity of stimulation.
10024.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რაც შეეხება ნათხემს, მისი ამოკვეთის ცდებმა გვიჩვენეს, რომ იგი თევზებში არ ასრულებს რაიმე როლს აღქმული ობიექტის დამახსოვრებაში.
As for the cerebellum, it does not play any particular role in the memory for perceived objects.
10025.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზღუდის უკანა ნაწილის პასუხების ურთიერთქმედების შესახებ.
On the interaction of evoked responses in the posterior portion of the claustrum.
10026.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქლორალოზით (70 მგ/კგ-ზე) დანარკოზებულ კატებზე შეისწავლებოდა სინათლით, ბგერით, კანის სტიმულაციით გამოწვეული ზღუდის უკანა ნაწილის პასუხების ურთიერთქმედება.
The interaction of evoked responses to light flashes, sound clicks, skin stimulation in the posterior portion of the claustrum has been studied in chloralosed (70 mg/kg) cats.
10027.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სინათლით და ბგერით გამოწვეული ზღუდის უკანა ნაწილის საპასუხო პოტენციალი (სატესტო) უფრო სტაბილური აღმოჩნდა, ვიდრე კანის ელექტრული გაღიზიანებით გამოწვეული.
The test responses in the posterior portion of the claustrum evoked by photic and sound stimuli appeared more stable than those evoked by electrical skin stimulation.
10028.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამრიგად, ზღუდის უკანა ნაწილში უნდა ხდებოდეს ბგერითი და მხედველობითი იმპულსების ინტეგრაცია სხვა მოდალობის იმპულსებთან.
Thus, integration of sound and visual impulses with the impulses of other modalities seem to occur in the posterior portion of the claustrum.
10029.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვირთაგვების მიერ შესმული წყლის ტემპერატურის როლი წყლის მოთხოვნილების რეგულაციაში.
On the role of water temperature in the regulation of its consumption in rats.
10030.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თუ თეთრ ვირთაგვებს 17 და 23,5 საათის განმავლობაში არ მივცემთ წყალს და შემდეგ 7 და 0,5 საათის მანძილზე მივაწვდით მათ სხვადასხვა ტემპერატურის (12, 24, 32, 36, 42 და 48°C) მქონე მტკნარ წყალს.
Albino rats that had been deprived of water for 17 and 23,5 hours per day were given water at 12°, 24°, 32°, 36°, 42° and 48° C temperatures for 7 and 0,5 hours.
10031.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ ვირთაგვები უფრო მეტი რაოდენობით სვამენ ისეთ წყალს, რომელსაც აქვს თითქმის სხეულის ტემპერატურა (36°C) ან მასთან ახლოს მდგომი ტემპერატურა (32°C), ვიდრე წყალს, რომლის ტემპერატურა შორსაა სხეულის ტემპერატურისაგან (12, 24, 42 და 48oC).
The animals were found to drink more water of almost body temperature (36° or 32°C) than water at temperature of 12°, 24°, 42° and 48°C.
10032.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პირის ღრუს რეცეპტორების გაციება აკავებს წყლის მიღებას უფრო ადრე, ვიდრე აღდგება უჯრედგარეთა სითხის მოცულობა და მისი ოსმოსური თვისებები.
Cooling of the tongue receptors apparently suppresses water intake before the extracellular fluid and its osmotic properties return to a normal level, preventing the organism from cooling.
10033.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პირის ღრუს რეცეპტორების ზედმეტად გათბობა აგრეთვე აკავებს წყლის მიღებას აფერენტული სიგნალიზაციის გზით.
Heating of the tongue receptors inhibits water consumption by signaling the damaging action of water of high temperature.
10034.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მხედველობითი ტრაქტის გაღიზიანებით გამოწვეული ოთხგორაკის წინა ბორცვების პასუხების წარმოშობის საკითხისათვის.
On the origin of collicular responses to optic tract stimulation.
10035.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნემბუტალით ზერელედ დანარკოზებულ (20 მგ/კგ) და დაუნარკოზებელ, ლისტენონით იმობილიზებულ კატებზე, იფსილატერალური მხედველობითი ტრაქტის (მტ) ელექტრული გაღიზიანებით გამოწვეული ოთხგორაკის წინა ბორცვების პასუხი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: ადრეული დაბალი ამპლიტუდის პოტენციალისაგან, ფარული პერიოდით 0,4 – 0,7 მსეკ და მომდევნო დიდი ამპლიტუდის ნელი რხევისაგან, ფარული პერიოდით 8 – 10 მსეკ.
In lightly nembutalized (20 mg/kg) and unanesthetized cats, immobilized with “Listenon” responses in the anterior colliculus evoked by a single electrical shock applied to the ipsilateral optic tract (OT) consisted of two main parts: an early (0,4 – 0,7 msec latency) low-amplitude potential, followed by a large one (8 – 10 msec latency).
10036.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პასუხის მოგვიანო ნაწილს აქვს გაცილებით უფრო მაღალი ზღურბლი, ვიდრე პასუხის ადრეულ ნაწილს.
The threshold of the latter response was significantly higher than that of the early one.
10037.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შეიძლება დავასკვნათ, რომ პასუხის ორი ნაწილი დაკავშირებულია მტ-ს ორი სხვადასხვა ჯგუფის ბოჭკოების აქტივაციასთან, რომლებშიც იმპულსთა გატარების სისწრაფე საშუალოდ 54 და 3 მსეკ-ის ტოლი აღმოჩნდა.
The conclusion can be drawn that these responses are associated with the activation of two different OT groups of fibres, whose conduction velocities were calculated at average 54 msec and 3 msec, respectively.
10038.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
სამარი - 149 ოპტიმალური გამოწვის ამოცანა მაღალნაკადიანი რეაქტორის შეჩერებისას, როდესაც არათანაბრად განაწილებულია ნეიტრონების ნაკადი.
Problems of optimal burning – out of samarium – 149 in shutting down a high flux reactor with account of irregular neutron flux distribution.
10039.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
სტატიაში განხილულია სამარი - 149 გამოწვის საკითხი ოპტიმალურ გარდამავალ პროცესში მაღალნაკადიანი რეაქტორის შეჩერებისას, როდესაც არათანაბრად განაწილებულია ნეიტრონების ნაკადი.
The problem of the optimal transition process of the burning – out of Sm – 149 in shutting – down a high – flux reactor with account of irregular neutron flux distribution is considered in the paper.
10040.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ანალიზური ქიმია
ბისმუტის ბრომიდული კომპლექსების ექსტრაქციულ-კომპლექსონომეტრული განსაზღვრა ანტიპირინის წარმოებულების გამოყენებით.
Extraction and complexonometric determination of bromide complexes of bismuth with derivatives of antipyrine.