მოიძებნა 668072 ჩანაწერი
1001.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
თაგვების წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიკროსკოპული სურათი მწვავე შიმშილის პირობებში.
The microscopic picture of the mucous membrane of the small intestine in mice during acute starvation.
1002.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შეისწავლებოდა თეთრი ლაბორატორიული თაგვების წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიკროსკოპული სურათი მწვავე შიმშილის ტერმინალურ პერიოდში.
The microscopic picture of the mucous membrane of the small intestine was studied in white laboratory mice during the terminal period of acute starvation.
1003.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
გამოკვლეულ იქნა 9 საცდელი და 10 ინტაქტური ცხოველი.
Nine experimental and ten intact animals were studied.
1004.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ინტაქტური ცხოველების წვრილ ნაწლავში ლორწოვანი გარსის დაღუპული ეპითელური უჯრედების ნაცვლად კრიპტებში ჩნდება ახალი უჯრედები.
A comparative analysis showed that in intact animals the epithelial cells of the mucous membrane perish, but the compensatory process of proliferation takes place in the crypts.
1005.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
საცდელ ცხოველებში ამ მოვლენას არ ვხვდებით - სახეზე გვაქვს წვრილი ნაწლავის განლევის სურათი.
This is not observed in experimental animals. Exhaustion of the small intestine is clearly observed.
1006.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
განსხვავებაა აგრეთვე საცდელი და საკონტროლო თაგვების წვრილი ნაწლავების ლორწოვანი ეპითელური უჯრედების ბირთვების სიდიდის მხრით.
There is a difference also in the size of the nuclei of the epithelial cells in the experimental and intact animals.
1007.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოჩნდა ფიალისებრი უჯრედების რაოდენობაში: ინტაქტურ ცხოველებში ერთ ხაოზე მოდის საშუალოდ 1,5 ფიალისებრი უჯრედი, საცდელ ცხოველებში კი - 7,7.
Significant differences were found in the quantity of goblet cells: in intact animals in one villus there are on the average 1.5 goblet cells, and 7.7 cells in experimental ones.
1008.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ქათმის თირკმელზედა ჯირკვლის ცვლილებები ვაქცინაციისა და ექსპერიმენტული ინფექციის დროს.
Changes of suprarenal glands of hen after vaccination and experimental infection.
1009.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია ქათმის თირკმლისზედა ჯირკვლის მორფოლოგიური და ზოგიერთი ჰისტოქიმიური ცვლილება ქათმის ყვავილის ‚‚ნიუ-ჯერსის‘‘ შტამის ცოცხალი ვირუს-ვაქცინით აცრისა და ვირულენტური ვირუსით ინფიცირების დროს.
Study has been made of morphological and histochemical changes of the suprarenal glands of hens vaccinated by live virus vaccine and after infection by virulent virus of fowl pox from the ‘‘New Jersey’’ strain.
1010.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ვაქცინირებული და ინფიცირებული ქათმების და წიწილების თირკმლისზედა ჯირკვლის შესწავლის შედეგად დადგენილია არსებითად ერთგვარი, ხოლო თავისი ინტენსივობით განსხვავებული ცვლილებები.
In the suprarenal glands of vaccinated and infected hens some essentially similar, but differing as to intensity, changes have been ascertained.
1011.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
დიფერენციულ-დიაგნოსტიკურ სისტემებში ნიშანთა შეფასების მეთოდის გამოყენების შესახებ.
On the use of the method of symptom estimation in differential diagnostic systems.
1012.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
დიფერენციალური დიაგნოსტიკა სტენოკარდიასა და მიოკარდის ინფარქტს შორის ზოგ შემთხვევაში გაძნელებულია.
Differential diagnosis between stenocardia and myocardial infarction proves to be difficult in a number of cases.
1013.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია მადიაგნოსტირებელი სისტემა გულსისხლძარღვთა ნევროზის, სტენოკარდიის (დისტროფიის კერების გარეშე და დისტროფიის კერებით) და მიოკარდის ინფარქტის (მცირეკერებიანი, მსხვილკერებიანი შემოსაზღვრული და მსხვილკერებიანი გავრცელებული) განსასხვავებლად.
In this connection a diagnostic system for distinguishing cardiac-vascular neurosis of stenocardia (with and without focuses of dystrophia) and myocardial infarction (of small focus, large focus, both restricted and spread) has been developed.
1014.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
მადიაგნოსტირებელ სისტემას საფუძვლად უდევს ნიშანთა შეფასების მეთოდი.
The method of symptom estimation forms the basis of the diagnostic system.
1015.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
მწერების მაგნიტური დიპოლი.
Magnetic dipole of insects.
1016.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
აღმოჩენილია მწერების (ბუზისა და ფუტკრის) ახალი, ნათლად გამოხატული თვისება, რაც გამოვლინდება მათში მაგნიტური დიპოლის არსებობით მათზე მუდმივი მაგნიტური ველის (0,2 ერსტედიდან დაწყებული) მოქმედების შედეგად, აგრეთვე ინდუქციურ გადამწოდში ელექტრომამოძრავებელი ძალის ინდუქციის გაზომვის საშუალებით, როდესაც მწერი თავისუფლად მოძრაობს გადამწოდის ღრეჩოში.
A patently pronounced property of magnetic dipole has been detected in bees and flies at their free orientation on one horizontal plane, by means of direct magnetic field action upon them, beginning with the voltage of 0.2 oersted and with the method of measurement of e. m. f. induction during the movement of the investigated object in the instrument gap.
1017.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
მწერებში მაგნიტური მომენტის არსებობის ფაქტი საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ ბიონიკური კვლევის შემდგომი მიმართულება, რომელიც იწარმოებს მიწის მაგნიტური ველის მიმართ მწერების ორიენტაციის ცნობილი უნარის მექანიზმის ამოსახსნელად.
The fact of the presence of magnetic moment in the insects allows to determine the direction of further bionic investigations of the mechanism of their well-known ability for orientation in space according to the magnetic field of the Earth.
1018.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
მარაგების მართვის ოპტიმალური პოლიტიკების შესახებ ერთჯერადი შესყიდვისას, როცა შეკვეთის მიტანის დრო შემთხვევითია.
On the optimal policies of inventory control in the case of single order when delivery time is a random variable.
1019.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
განხილულია მაქსიმალური დონისა და (s, S) პოლიტიკები, როცა შესყიდვა ერთჯერადია, ხოლო მოთხოვნა და მიტანის დრო შემთხვევითი სიდიდეებია.
The policies of the maximal level and (s,S) are considered for the case when order is single and demand and delivery time are random variables.
1020.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, კიბერნეტიკა
ჩაწერილია მოსალოდნელი ხარჯის ფუნქცია.
The function of expected costs is given.