მოიძებნა 668072 ჩანაწერი
1061.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
სფეროში განსაზღვრული ფუნქციებისათვის f (x, y, t) განმარტებულია კლასი, რაც t=0 მნიშვნელობისათვის ემთხვევა წრეში ანალიზური ფუნქციების კლასს.
For the functions f (x, y, t) determined in a ball we define a class coinciding for t=0 with the class of analytic functions in the circle.
1062.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
ამ კლასის ფუნქციებისათვის აქ დამტკიცებული თეორემები E<sub>3</sub> სივრცეზე ავრცელებენ E<sub>2</sub> სივრცისათვის ცნობილ ზოგიერთ შედეგს.
For this class here are proved theorems extending the results which are well-known for the space E<sub>2</sub> to the space E<sub>3</sub>.
1063.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
ჰომოლოგიის K-ჯგუფებისათვის ორადობის მეორე კანონის შესახებ.
On the second law of duality for homology K-groups.
1064.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
შემოტანილია ჰომოლოგიის ახალი ტიპის K-ჯგუფების ცნება, რომელიც წარმოადგენს ჩვენ მიერ ადრე შემოტანილი ჩახვეული ჰომოლოგიის ჯგუფებისა და ჰომოლოგიის K-ჯგუფების ცნებების გაერთიანებას.
In this note a new type of homological group is introduced which is a combination of the notions of turned-up homology groups and K-homological group, introduced previously by the author.
1065.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
ამ ჯგუფებისათვის დამტკიცებულია ორადობის თეორემები, მათ შორის ორადობის მეორე კანონი.
For these groups duality theorem are proved, particularly the second duality theorem.
1066.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
ალექსანდერის ორადობის თეორემა ნებისმიერი წყვილების ჰომოლოგიური მიმდევრობებისათვის.
Alexander’s duality theorem for homological sequences of arbitrary pairs.
1067.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
[1]-ის განზოგადებით მტკიცდება ალექსანდერის ორადობის თეორემა n-სფეროს ნებისმიერი წყვილების ჰომოლოგიური (კოჰომოლოგიური) მიმდევრობებისათვის.
Generalizing [1] we prove Alexander’s duality theorem for homological (cohomological) sequences of arbitrary pairs of n-sphere.
1068.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
ჰომოლოგიები და კოჰომოლოგიები განიხილება კოეფიციენტთა როგორც დისკრეტულ, ისე კომპაქტურ ჯგუფებზე.
Both homologies and cohomologies are considered on discrete as well as on compact groups of coefficients.
1069.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
ციკლური არითმეტიკული კოდების ერთი კლასის შესახებ.
On a class of cyclic arithmetic codes.
1070.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
მოცემულია ციკლური AN-კოდის ციკლური წარმომადგენლების მოძებნის მეთოდი.
The method for determination of cyclic representatives for cyclic AN-code is given.
1071.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
მიღებულია ფორმულა კოდური მანძილის განსაზღვრისათვის.
The distance formula of a class of cyclic codes has also been found.
1072.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
ფრედჰოლმის ტიპის ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებები მცირე პარამეტრებით მაღალი რიგის წარმოებულებთან.
Integro-differential equations of Fredholm type with small parameters at higher derivatives.
1073.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
განხილულია კოშის ამოცანა ფრედჰოლმის ტიპის ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებისათვის, რომლის უმაღლესი რიგის წარმოებულებთან დგანან მცირე პარამეტრები.
The Cauchy problem for integro-differential equation of Fredholm type with small parameters at higher derivatives is considered.
1074.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
დადგენილია ამოცანის რეგულარული გადაგვარების პირობები.
Conditions of regular degeneration are established.
1075.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მათემატიკა
მოყვანილია ამოცანის ამოხსნის ასიმპტოტიკა რეგულარული გადაგვარების შემთხვევაში.
The asymptotic behaviour of the solution in the case of regular degeneration is given.
1076.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მანქანათმცოდნეობა
მქნევარით ამძრავიან საგლინავ დგანებში გარდამავალი პროცესის ოპტიმიზაციისათვის.
On the optimum of transient processes in rolling mills with flywheel drive.
1077.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მანქანათმცოდნეობა
განხილულია ექსპლუატირებული მანქანის ყველაზე საშიშ უბანზე დრეკადობის ძალების მომენტების ოპტიმიზაციის საკითხები.
Studied is the problem of optimization of moments of elastic forces arising in the weakest section of a machine under operation.
1078.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მანქანათმცოდნეობა
მოყვანილია დამოკიდებულებები სისტემების პარამეტრებს შორის (მოცემულია გრაფიკების სახით), რაც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ დრეკად რგოლებში აღძრულ დრეკადი მომენტების სიდიდეთა საგრძნობ შემცირებას.
The dependence (in the form of graphs) between the parameters of the system allows to attain a considerable reduction in the magnitude of elastic momenta developing in the elastic links.
1079.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მანქანათმცოდნეობა
კონკრეტული მაგალითისათვის განხილულია დგანი 500 PM 3.
The 500 PM 3 rolling mill is examined as a concrete example.
1080.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, მანქანათმცოდნეობა
არაწრფივი აღმდგენი ძალებით გამოწვეული რხევები მექანიკურ სისტემაში.
Oscillations in mechanical systems caused by nonlinear restoring forces.