მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10301.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მინერალოგია
გრანატები ძამის საბადოს სკარნებიდან.
Garnets of the skarns of the Dzama deposits.
10302.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მინერალოგია
ენდოსკარნების გრანატების რკინიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ეგზოსკარნებისა.
The iron content in endoskarns in higher than it is in exoskarns.
10303.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მინერალოგია
გრანატების ელემენტარული უჯრედის პარამეტრსა და მათში ანდრადიტის მოლეკულის შემცველობას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა.
There is a direct proportional relation between the parameter of elementary cells of the garnets and their content of andradite molecule.
10304.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მინერალოგია
ცელესტინის გამდიდრება დეკრიპიტაციის მეთოდით.
Celestine dressing by the decrepitation method.
10305.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მინერალოგია
გულისაისის (ტაჯიკეთის სსრ) საბადოს ცელესტინის დეკრიპიტაციის პროცესი ჩატარებულია მისი გამდიდრებისა და წვრილმარცვლოვანი გათეთრებული კონცენტრატის მისაღებად.
A dressed, finely dispersed and bleached concentrate was obtained as a result of decrepitation of celestine of the Gulisai deposits of the Tajik SSR.
10306.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მინერალოგია
კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ცელესტინის დეკრიპიტაციის პროცესი იწყება 310o, მინერალის 410 – 430o გახურების ტემპერატურას მისი 1000 + 160 μ ფრაქციის მაქსიმალური გამოსავალი შეესაბამება, გახურების ხანგრძლივობა 270 – 280 სეკუნდია, ხოლო აღებული ნატეხების ზომა - 7+5 მმ.
The investigation has shown that the process of celestine decrepitation commences at 310oC with a maximum yield of the fraction of 1000+160 μ at the calcination temperature of 410–430oC, the duration of calcination being 270 – 280 sec. the coarseness of the initial material ranged between 7 +5 mm.
10307.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მინერალოგია
ამავე დროს მიღწეულია კონცენტრატის ცელესტინით გამდიდრება 85%-დან 96%-მდე და ასეთი კონცენტრატის გამოსავალი 80%-მდეა მიღებული.
From 85 to 96% of the initial material was dressed with celestine, the yield of such concentrate being about 80 per cent.
10308.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, მცენარეთა ფიზიოლოგია
ასიმილატების და ბეპ-ის განაწილებათა შორის დამოკიდებულება ვაზის ღეროში.
Dependence between the distribution of assimilates and bioelectric potentials along the grapevine stem.
10309.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ნიადაგმცოდნეობა
საქართველოს ტყის ნიადაგებში თიხა მინერალების გავრცელების კანონზომიერებანი.
The regularities of clay mineral distribution in forest soils of Georgia.
10310.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ნიადაგმცოდნეობა
გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყავისფერ და ძველალუვიურ ნიადაგებში ჭარბობენ ჰიდროქარსები და ქლორიტი; ტყის ყომრალებში - მონტრომიდონიტი; მთა-მდელოს და მთა-ტყე-მდელოს ნიადაგებში - ქარსები და ჰიდროქარსები; ყვითელ - ყომრალ და წითელ მიწებში - კაოლინიტის ტიპის მინერალები.
In cinnamonic and old alluvial soils hydromica and chlorite preponderate; in brown forest soils montmorillonite prevails; in mountain-meadow and mountain-forest-meadow soils hydromicas are predominant, whereas in yellow-brown and red earth ones kaolinite-type minerals are prevalent.
10311.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
9-ბუთილ- და 9,10-დიბუთილფენანტრენების მალეინის ანჰიდრიდთან ფოტოკონდენსაციის პროდუქტების შესწავლა პმრ- სპექტროსკოპიის მეთოდით.
PMR study of the photocondensation products of 9-butyl- and 9,10-dibutylphenanthrenes with maleic anhydride.
10312.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
შესწავლილია 9-ბუთილფენანტრენის მაღალდნობადი და დაბალდნობადი და 9,10-დიბუთილფენანტრენის მაღალდნობადი ადუქტები პროტონულ-მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპიის მეთოდით.
PMR study has been made of the higher and lower melting adducts of 9-butylphenanthrene and higher melting ones of 9,10-dibutylphenanthrene.
10313.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
მიღებული შედეგი ადასტურებს ჩვენს მიერ ადრე კვლევის სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების საფუძველზე მოწოდებულ სტრუქტურებს აღნიშნული ნაერთებისათვის.
The obtained data confirm the structures suggested previously by the authors for the given compounds on the basis of chemical and physicochemical investigations.
10314.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
განხსნელის შედგენილობის გავლენის შესწავლა დიენური ნახშირწყალბადების ჰიდრირების რეაქციის სიჩქარესა და მიმართულებაზე RhCl(PPh<sub>3</sub>)<sub>3</sub> კომპლექსის თანაობისას.
Investigation of the solvent effect on the rate and direction of the hydrogenation of diene hydrocarbons in the presence of RhCl(PPh<sub>3</sub>)<sub>3</sub>.
10315.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
შესწავლილია დიენური ნახშირწყალბადების ჰომოგენური ჰიდრირების რეაქცია RhCl(PPh<sub>3</sub>)<sub>3</sub> კოპლექსის თანაობისას.
Homogeneous hydrogenation of diene hydrocarbons in the presence of RhCl(PPh<sub>3</sub>)<sub>3</sub> has been studied.
10316.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
ნაჩვენებია, რომ გამხსნელის ბუნება ახდენს მნიშვნელოვან გავლენას რეაქციის სიჩქარესა და მიმართულებაზე.
It is shown that the solvent nature affects sufficiently the rate and the direction of the reaction.
10317.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
პოლარული გამხსნელების (ფენოლი, ეთანოლი) შეყვანისას იზრდება რეაქციის სიჩქარე.
Introduction of polar solvents (phenol, ethanol) causes an increase of the reaction rate.
10318.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
წყალბადის მიერთების მიმართულება დიენური სისტემის მიმართ ინაცვლებს 1,4-მიერთების პროდუქტების უპირატესი წარმოქმნისაკენ.
The direction of hydrogenation in respect to the diene system changes towards the predominant formation of the addition products in the position-1,4.
10319.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
α, ω-დიჰიდროქსიდიმეთილსილოქსანური ოლიგომერების პოლიკონდენსაციის რეაქციები ბის(დიეთილამინო) მეთილვინილსილანთან.
The polycondensation reactions of α,ω-dihydroxydimethylsiloxanic oligomers with bis(diethylamino) methylvinylsilane.
10320.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ორგანული ქიმია
α, ω-დიჰიდროქსიდიმეთილსილოქსანების პოლიკონდესაციით ბის(დიეთილამინო) მეთილვინილსილანთან სინთეზირებული პოლიდიმეთილსილოქსანური რიგის პოლიმერები, რომლებიც ძირითად ჯაჭვში შეიცავენ მეთილვინილსილოქსანურ ჯგუფებს გარკვეული განლაგებით.
By the polycondensation reaction of α,ω-dihydroxydimethylsiloxanes with bis(diethylamino)-methylvinylsilanes, polymers of polydimethylsiloxane series containing methylvinylsiloxane groups in the main chain in a definite position have been synthesized.