მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10361.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
მცირე პარამეტრის შემცველი სისტემის პარამეტრული რეზონანსების გამოკვლევა.
Investigation of the parametric resonances of a small-parameter system.
10362.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
გამოკვლეულია ამოცანა კონსოლური ღეროს დინამიკური მდგრადობის შესახებ ტვირთის მობრუნების ინერციულობის გათვალისწინებით.
The problem of the dynamic stability of a cantilever bar with account of the inertia moment of rotation of the end load has been investigated.
10363.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
გამოყვანილია მარტივი და კომბინაციური პარამეტრული რეზონანსების არამდგრადობის არეების საზღვრების განმსაზღვრელი პირობები.
Conditions determining the boundary of instability regions of simple and combinative parametric resonances have been derived.
10364.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
მინატექსტოლიტის ნიმუშების სიმტკიცისა და რღვევის ხასიათის შესახებ განზომილებისა და ტემპერატურისაგან დამოკიდებულებაში.
Concerning the strength and the character of the destruction of glass textolite specimens, depending on the size and heating temperature.
10365.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
ექსპერიმენტულად ნაჩვენებია მინატექსტოლიტის ნიმუშების სიმტკიცისა და რღვევის ხასიათის ცვალებადობა მათი ტიპოზომებისა და ტემპერატურის რეჟიმისაგან დამოკიდებულებაში.
The change of strength and the character of destruction of glass textolite specimens is shown experimentally, depending on their size and temperature conditions.
10366.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
დადგენილია, რომ ნიმუშების განივკვეთის ზომების ზრდასთან ერთად ხდება მასალის სტრუქტურის ფენებად დაშლის ინტენსიფიცირება, მასშტაბის ეფექტი კი ვლინდება ანიზოტროპულად.
The lamination of the structure of the material has been found to intensify with an increase of the size of the specimen cross section, the scale effect being anisotropic.
10367.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
დრეკად გარემოში დეფორმირებული მყიფე - პლასტიკური ცილინდრული გარსების ოპტიმალური დაგეგმარება.
Optimum design of brittle – plastic cylindrical shells deformed in elastic media.
10368.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
ნაშრომი ეძღვნება ვინკლერისეულ დრეკად გარემოში დეფორმირებული ანიზოტროპული, მყიფე - პლასტიკური, წრიული ცილინდრული გარსის ტოლი წინაღობის ამოცანას.
The problem of the uniform strength of an anisotropic brittle – plastic circular cylindrical shell deformed in linearly elastic media is discussed.
10369.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
ნავიეს განტოლებების ამოხსნის ბუსინესკ - გალიორკინის ზოგადი ფორმების გამოყენება ანიზოტროპიული სქელი ფილებისათვის.
Application of the Bussinesk – Galerkin general forms of solution of the Navier equations to anisotropic thick plates.
10370.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
შრომაში მოცემულია იზოტროპიული სხეულებისათვის რეკომენდებული ნავიეს განტოლებების ამოხსნის ბუსინესკ - გალიორკინის ფორმების საფუძველზე მიღებული საანგარიშო სქემის გავრცელების შესაძლებლობა ანიზოტროპიული სქელი ფილებისათვის.
The paper deals with the application of the proposed calculation scheme for isotropic bodies, based on the Bussinesk – Galerkin general forms of solution of the Navier equations, to anisotropic thick plates.
10371.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
საკარიერო მეურნეობის ოპტიმალური მართვა.
Optimal management of quarry economy.
10372.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
დღეისათვის საკარიერო მეურნეობის ექსპლუატაცია წარმოებს სხვადასხვა საინჟინრო ხერხით, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტექნიკურ - ეკონომიური მაჩვენებლებით.
At present quarry facilities and equipment are operated by various engineering methods which differ in technological and economical indices.
10373.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
ტოპოგრაფიულ - გეოლოგიურ, ტექნიკურ - ეკონომიურ და სამეურნეო პირობებში საკარიერო მეურნეობის ექსპლუატაციის ოპტიმალური ხერხის განსაზღვრა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას სახალხო მეურნეობის განვითარებისათვის.
The choice of optimal ways of operation of quarry facilities and equipment for different topographical, geological, technological and economical conditions aimed at obtaining the maximum economic efficiency is one of the main tasks of the development of national economy.
10374.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
შრომაში მათემატიკური პროგრამირების მეთოდით დამუშავებულია საკარიერო მეურნეობის ექსპლუატაციის ოპტიმალური ხერხის შერჩევის საკითხი.
Methods for selecting optimal ways of operation of quarry facilities and equipment have been elaborated with the help of mathematical programming.
10375.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
მყიფე - პლასტიკური ანიზოტროპული ცილინდრული კამარა გარსის გაანგარიშება.
Calculation of anisotropic brittle – plastic open circular cylindrical shells.
10376.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, სამშენებლო მექანიკა
თხელი ცილინდრული პლასტიკური გარსების ნახევრადუმომენტო თეორიის საფუძველზე განხილულია მყიფე - პლასტიკური ანიზოტროპული წრიული ცილინდრული კამარა გარსი, რომელიც განიცდის ნორმალური განაწილებული დატვირთვის ქმედებას.
An anisotropic brittle – plastic hinge – supported open circular cylindrical shell subjected to distributed radial loading is considered according to the semimomentless theory of thin plastic shells.
10377.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკა
<sup>175</sup>Lu-ის კონვერსიული ელექტრონების სპექტრის გამოკვლევა.
Investigation of the spectrum of conversional electrons <sup>175</sup>Lu.
10378.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკა
სექტორული ტიპის მაგნიტური β-სპექტრომეტრის საშუალებით შესწავლილია <sup>175</sup>Yb-ის β-დაშლის შედეგად მიღებული <sup>175</sup>Lu-ის კონვერსიული ელექტრონების სპექტრი შემდეგი γ-გადასვლებისათვის: 113,8; 137,7; 144,8; 282,5 და 396,3 კევ. განსაზღვრულია K და L კონვერსიული ელექტრონების ფარდობითი ინტენსივობანი და დადგენილია მათი მულტიპოლობანი.
The spectrum of the electrons of conversion <sup>175</sup>Lu, which is the product of β-decay <sup>175</sup>Yb, has been investigated on a sector-type magnetic β—spectrometer. For the γ-transitions 113,8; 137,7; 144,8; 282,5 and 396,3 kev the relative intensities of the K and L conversional lines have been determined and their multipolarity established.
10379.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკა
ბლოხის ტიპის განტოლებების გამოყვანა ძლიერი ცვალებადი მაგნიტური ველის შემთხვევაში.
Derivation of Bloch-type equations in the case of a strong variable magnetic field.
10380.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 73, ფიზიკა
განხილულია მყარი სხეულის სპინური სისტემის დანამიკა გაცვლითი ურთიერთქმედების გათვალისწინებით.
The dynamics of the solid state spin system is considered with regard to exchange interactions.