მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ენტომოლოგია
კვიპაროზის სქელტანას Pachypasa otus drury ვირუსული დაავადება საქართველოში.
A virus disease of Pachypasa otus drury in Georgia.
10622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ენტომოლოგია
მასალები ხეხილის ტკიპების წინააღმდეგ პერსპექტიული აკარიციდების შერჩევისათვის.
Materials for the selection of prospective acaricides for the control of fruit mite.
10623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ენტომოლოგია
დადგენილია სპეციფიკური აკარიციდების მაღალი ეფექტურობა კუნელის ტკიპას წინააღმდეგ ვაშლის კულტურაზე.
The high efficacy of specific acaricides against the mite Tetranychus viennensis Zach. affecting the apple tree has been established.
10624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ენტომოლოგია
აკარიციდები ეფექტურობის მიხედვით განლაგებულია შემდეგნაირად: ნეორონი > გალეკრონი > მილბექსი > აკრექსი > ქლორეტანოლი.
According to efficacy the acaricides can be arranges as follows: neuron > galecron > milbecs > acrecs > chloroethanol.
10625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ენტომოლოგია
მოცემულია აგრეთვე აღნიშნული აკარიციდების მაღალი ეფექტურობა მათი მორიგეობითი გამოყენების დროს კუნელის ტკიპას გამძლეობის გამომუშავების შემთხვევაში.
Taking into account the possibility of the mites’ developing resistance, the author has found it significant to alternate acaricides of various chemical groups in order to increase their efficacy.
10626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ენტომოლოგია
სპეციფიკური აკარიციდების მორიგეობითი გამოყენება უნდა გახდეს მავნე ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა.
Rational application of various alternation schemes is suggested as the main tactic in achieving a highly effective control of mites.
10627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰემოსტაზის პროცესი ექსპერიმენტული თრომბოზების დროს და მათი მკურნალობა სხვადასხვა თრომბოლიზური საშუალებით.
Hemostatic process in experimental thromboses and their treatment with thrombolytic agents.
10628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტში მიღებულია ბარძაყის ვენის თრომბოზი, რომელიც არ განიცდიდა თვითდაშლას.
Thrombosis of the femoral vein was obtained experimentally. The thrombus did not undergo self – destruction.
10629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰემოკოაგულაციური მაჩვენებლები შესწავლილ იქნა ცდის დაწყებამდე და თრომბოზის ჩამოყალიბების შემდეგ დინამიკაში.
The hemocoagulation indices were studied in dynamics before the experiment and after the development of thrombosis.
10630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ჩატარებულ იქნა სხვადასხვა ხანგრძლივობის თრომბების მკურნალობა სხვადასხვა თრომბოლიზური საშუალებით.
Experimental thromboses of various duration were treated with diverse thrombolutic agents.
10631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ყველაზე ძლიერი თრომბოლიზური მოქმედებით ხასიათდება ლიზოფიცინი, შემდეგ ჰეპარინი და ბოლოს სტრეპტაზა.
Lysoficin has the most effective thrombolytic action, followed by heparin; streptase is less effective.
10632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ფიბრინოლიზინს, ჩვენი აზრით, არ აქვს თვალსაჩინო თრომბოლიზური მოქმედება.
Fibrinolysin is believed to have no marked thrombolytic action.
10633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ინფარცირებული გულის ელექტრონული მიკროსკოპია ჰიპერბარიული ოქსიგენაციის პირობებში.
Electron microscopic study of experimental myocardial infarction under the conditions of hyperbaric oxygenation.
10634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
შესწავლილია ჰიპერბარიული ოქსიგენაციის გავლენა ინფარცირებული გულის ულტრასტრუქტურაზე.
The influence of the hyperbaric oxygenation on the ultrastructure of the myocardium has been studied.
10635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგინდა, რომ ჰიპერბარიული ოქსიგენაცია დადებითად მოქმედებს ინფარცირებულ გულის კუნთზე, რაც გამოიხატება კარდიომიოციტების უჯრედშიდა ორგანელების ნაკლებ დაზიანებაში და მათი სტრუქტურის უფრო სწრაფ აღდგენაში საკონტროლო ცხოველებთან შედარებით.
Hyperbaric oxygenation was found to have a positive influence on the state of the myocardium during infarction, limiting the intensity of the lesion of the intracellular organelles and facilitating a speedier restoration of their structure as compared to the control group.
10636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ერითროდიერეზის როლი ლეიკოციტებში პეროქსიდაზული რეაქციების ინდუქციის პროცესში.
On the role of erythrodieresis in the process of induction of leucocyte peroxidase reaction.
10637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტული მონაცემები კეტგუტის ანტიგენური თვისებების შესახებ.
Experimental data on the antigenic properties of catgut.
10638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ძაღლებზე ჩატარებული ცდებით ირკვევა, რომ ღვიძლის რეზექციის შემდეგ მისი გაკერვისათვის კეტგუტის, აბრეშუმის და ლავსანის ძაფების გამოყენებისას ყველაზე მეტი ანთებითი რეაქცია კეტგუტის ირგვლივ შეიმჩნევა.
In experiments with dogs suture of resected liver areas with catgut, silk and lavsan was found to result in the most pronounced inflammatory reaction around the catgut sutures.
10639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ანტიტეტანური შრატის განმეორებითი შეყვანით წინასწარ სენსიბილიზებულ ძაღლებზე იგივე ცდების შედეგად გამოირკვა, რომ ღვიძლის ქსოვილში კეტგუტის ნაკერის საპასუხოდ ვითარდება ჰიპერერგიული ანთება - ვრცელი ექსტრავაზატების და ნეკროზების სახით, რაც კეტგუტის ანტიგენურ თვისებებს ადასტურებს.
Similar experiments with dogs sensitized by repeated administration of antitetanic serum revealed the presence of hyperergic inflammations in the form of extensive extravasates and necrosis of liver tissue about sutues, pointing to the antigenic properties of catgut.
10640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
რეზეცირებული პანკრეასის გარესეკრეციული ფუნქცია.
The external secretory function of resected pancreas.