მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10641.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ქრონიკული ექსპერიმენტი ჩატარებულია 5 ძაღლზე.
Chronic experiments involved 5 dogs.
10642.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ პანკრეასის სუბტოტალური დისტალური რეზექციიდან უახლოეს დღეებში ამ ორგანოს შენარჩუნებული სეგმენტის გარე სეკრეციული ფუნქცია მკვეთრად იცვლება.
During the days immediately after subtotal distal pancreas resection the external secretory function of the remaining segment was found to suffer a drastic change.
10643.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
პანკრეასის წვენის საერთო რაოდენობის სწრაფი და მნიშვნელოვანი შემცირების პარალელურად ადგილი აქვს სეკრეტის ფერმენტული აქტივობის დაქვეითებას, რასაც სისხლის შრატში მოყვება დროებითი საწინააღმდეგო ცვლილებები.
In addition to a rapid and considerable decrease the amount of pancreatic juice a diminished enzymic activity of the secretion was also observable, accompanied by temporary reverse changes in the blood serum.
10644.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
პანკრეასის რეზექციის შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღინიშნება ძვრები, რაც არ მიუთითებს გარესეკრეციული ფუნქციის შემდგომ დაკნინებაზე.
For a long period of time after pancreas resection the recorded changes did not point to a further suppression of the external secretory function.
10645.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
დაკვირვების დასკვნით პერიოდში ფიქსირებულია ეგზოსეკრეციული ფუნქციის ისეთი მდგომარეობა, რაც უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის პრაქტიკულად მისაღებ დონეს.
In the final stage of observations the exosecretory function was found to be in a state that ensured the practically admissible level of the process of digestion.
10646.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
სისხლწარმოქმნის თავისებურებები ჯანმრთელ და სიმსივნის მქონე ვირთაგვების ძვლის ტვინში ლოკალური დასხივების დროს.
Peculiarities of hematopoiesis in the marrow of healthy and tumourous rats during local irradiation.
10647.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
მენჯის გოგირდწყალბადიანი აბაზანების გავლენა ნატრიუმის, კალიუმის, სპილენძისა და ცერულოპლაზმინის შემცველობაზე ჰიპერტონიით დაავადებულთა სისხლში.
The effect of sulphureted hydrogen baths at Menji spa on the changes of content of sodium, potassium, copper and ceruloplasmin in the blood of patients with hypertensive disease.
10648.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ჰიპერტონიული დაავადების დროს ავადმყოფთა სისხლის შრატში და ფორმიან ელემენტებში სპილენძის რაოდენობა მომატებულია, ცერულოპლაზმინის აქტივობა მაღალია.
In hypertensive disease the content of copper increase both in the blood serum and in the erythrocytes, as well as the activity of ceruloplasmin.
10649.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ნატრიუმის რაოდენობა ერითროციტებში მომატებულია, ხოლო კალიუმისა დაკლებული
The level of sodium in erythrocytes is increased while the level of potassium is reduced.
10650.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
მენჯის გოგირდწყალბადიანი აბაზანების განსაზღვრული კურსის ზეგავლენით, ავადმყოფთა კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, სპილენძის, ცერულოპლაზმინის და ნატრიუმის რაოდენობა კლებულობს, კალიუმისა კი მატულობს.
After treatment with sulphureted hydrogen baths with improvement of the clinical state of the patients the level of copper, ceruloplasmin and sodium is reduced while the level of potassium is increased.
10651.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მედიცინა
ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნეს ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობის მეთოდების ეფექტურობის შესაფასებლად.
The above data can be used for the assessment of methods of treatment in hypertensive disease.
10652.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
მყესის უჯრედის ბირთვში კოლაგენის ბიოსინთეზის შესახებ.
On the biosynthesis of collagens in the nucleus of tendinous cell.
10653.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია ახალგაზრდა ბაჭიის აქილევსის მყესის უჯრედთა ბირთვების ულტრასტრუქტურული და ქიმიური ორგანიზაცია დიფერენციაციის სხვადასხვა ეტაპზე.
The ultrastuctural and chemical organization of the cell nuclei of the rabbit Achilles’ tendon has been studied during various stages of differentiation.
10654.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ნაჩვენებია ტენობლასტებისა და ტენოციტების ბირთვებში კოლაგენური ცილის ბიოსინთეზის შესაძლებლობა.
The feasibility of biosynthesis of the collagen proteins in the nuclei of tenoblasts and tenocytes has been demonstrated.
10655.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება ბირთვში სპეციფიური ცილების სინთეზის სრული სისტემის არსებობის შესახებ.
The presence of a complete system of the biosynthesis of specific proteins in the nucleus is suggested.
10656.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
კატის პირდაპირი მხედველობითი ბოჭკოების გავრცელების შესწავლა.
A study of the path of afferent fibres of the optic tract in cats.
10657.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია კატის პირდაპირი მხედველობითი ბოჭკოების გავრცელება და კავშირები სხვა ანალიზატორებთან თვალის ერთმხრივი და ორმხრივი ენუკლეაციის დროს.
The present study has been undertaken in an attempt to trace the direct optic fibres beyond visual centres following uni- and bilateral enucleation in cats.
10658.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
გამოირკვა, რომ კატის მხედველობის აფერენტული ბოჭკოები მთლიანად არ ბოლოვდებიან შესაბამის ქერქქვეშა წარმონაქმნებში.
The afferents of the cat are not entirely restricted to the corresponding subcortical structures.
10659.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ნაწილი ბოჭკოებისა დამუხვლილი სხეულის გავლით პირდაპირ მიემართება მხედველობის ქერქულ ანალიზატორში, თავის ტვინის მეზენცეფალური ნაწილის ბადებრივ ფორმაციაში, სმენითი და მოტორული მიდამოების ქერქულ და ქერქქვეშა სტრუქტურებში.
Some of the fibres pass through the lateral geniculate body directly to the cortical visual area, reticular formation of the mesencephalon as well as to cortical and subcortical structures of motor and auditory areas.
10660.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ექსპერიმენტული მორფოლოგია
სენსიბილიზაციის ფონზე მიმდინარე ექსპერიმენტული პნევმონიის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ულტრასტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
Ultrastructural changes in the CNS in experimental pneumonia occurring against the sensitization background.