მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10861.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
უწყვეტ რეჟიმში მომუშავე პლანარულ-ტორსული კონსტრუქციის განის დიოდების მწყობრიდან გამოსვლა.
Failure process of d. c. baised gunn diodes of planar–end construction.
10862.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
შესწავლილია უწყვეტ რეჟიმში მომუშავე პლანარულ-ტორსული კონსტრუქციის განის დიოდების მწყობრიდან გამოსვლის ზოგიერთი თავისებურება.
Some peculiarities of failure process of d. c. biased Gunn diodes of planar–end construction have been investigated.
10863.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
მუშაობის იმპულსური რეჟიმისაგან განსხვავებით დიოდების გარღვევის პროცესი იწყება და ვითარდება დენის მაქსიმალური სიმკვრივის არიდან, ხოლო განივი მაგნიტური ველი არ ახდენს გავლენას დამამოკლებელი არხის მდებარეობაზე.
In contrary to the case of pulsed operation a visible stage of breakdown in diodes arises in the range of the peak current density whereas the position of the short–circuited channel is not affected by transverse magnetic field.
10864.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
უნდა ვივარაუდოთ, რომ განის დიოდების მწყობრიდან გამოსვლა მათ უწყვეტ რეჟიმში მუშაობისას დაკავშირებულია სითბურ პროცესებთან, მაგალითად GaAs-ში ღრმა დონორული დონეების სითბურ იონიზაციასთან.
The failure process of Gunn diodes under d. c. bias conditions is assumed to be due to thermal processes, for example, deep donor level ionizations in GaAs.
10865.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
ეს განაპირობებს ელექტრონების კონცენტრაციის ზრდას გამტარებლობის ზონაში და S-მაგვარი უბნის გაჩენას ვოლტ-ამპერულ მახასიათებელზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება დენის ზონარი და შესაბამისად დამამოკლებელი არხი.
This produces an increase in conduction band electron concentration, followed by the onset of S–type current voltage characteristics and, as a result, a short–circuited channel.
10866.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
ნაჯერობის პრობლემისათვის კლასტერულ მოდელში.
Concerning the problem of saturation in a cluster model.
10867.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
სიჩქარეზე დამოკიდებული ნუკლონ-ნუკლონური ურთიერთქმედების ეფექტურის პოტენციალის გამოყენებით განიხილება ნაჯერობის პრობლემა კლასტერულ მოდელში.
The saturation problem in a cluster model is considered by applying a velocity–dependent effective nucleon–nucleon potential.
10868.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
Be<sup>8</sup>, C<sup>12</sup> და O<sup>16</sup> ბირთვების ძირითადი და ზოგიერთი აღზნებული მდგომარეობების მაგალითებზე ნაჩვენებია, რომ აღნიშნული პოტენაციალის გამოყენებით მიიღება კარგი შედეგები როგორც ბმის ენერგიის, ისე კლასტერიზაციის ხარისხის თვალსაზრისით.
The ground and some excited states of Be<sup>8</sup>, C<sup>12</sup> and O<sup>16</sup> nuclei have been considered, and it is shown that the given potential provides good values for the binding energy as well as for the clustering degree.
10869.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
A=6 ბირთვების ენერგეტიკული სპექტრების გამოკვლევა უნიტარული სქემის მოდელში.
Studies of positive parity states of nuclei with A=6 in the unitary scheme model.
10870.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
A=6 ბირთვების ენერგეტიკული სპექტრისა და ზოგიერთი მახასიათებლის გათვლის დროს ნაწილობრივ გათვალისწინებულია მაღალი კონფიგურაციები უნიტარული სიმეტრიის სქემის ბაზისში.
On the basis of the unitary scheme model calculation of the energy spectra and some characteristics of A=6 nuclei has been carried out, taking partial account of the high configurations.
10871.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
გათვლებისათვის გამოყენებულია არასინგულარული რეალისტური პოტენციალები, რომელთაგან ერთი განსაზღვრულია ორნუკლონიანი ამოცანიდან მცირე ენერგიებისათვის, ხოლო მეორე ენერგიების უფრო ფართო ინტერვალში.
Two non–singular realistic potentials are used in the calculation, one of which is defined from the two body problem with low energy, and the other with a wider energy interval.
10872.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკა
ნაჩვენებია, რომ ექსპერიმენტულ მონაცემებთან რამდენადმე უკეთესი თანხმობა მიიღება მეორე პოტენციალისათვის.
It is shown that a more reasonable agreement with experiment is obtained from the second potential.
10873.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკური ქიმია
არაპოლარულ გამხსნელებში სპიროქრომენების შეფერვის რეაქციის მათემატიკური მოდელის შესახებ.
On a mathematical model of the reaction of spirochromene colouration in nonpolar solvents.
10874.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკური ქიმია
გამოყვანილია დიფერენციალური განტოლებები, რომლებიც აღწერენ სპიროქრომენების შეფერვის რეაქციის საწყის სტადიას და შეფასებულია ფოტორეაქციის სიჩქარის მუდმივა.
Differential equations for describing the initial stages of the spirochromene photocolouration reaction are derived: the value of the reaction rate constant is estimated.
10875.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკური ქიმია
სინჯის რაოდენობის გავლენა ნახშირწყალბადების დაყოფის ხასიათზე ცეოლითებში.
Influence of the sample size on the character of separation of a mixture of hydrocarbons on zeolites.
10876.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკური ქიმია
ნაჩვენებია, რომ ნატრიუმისა და ლითიუმის შემცველ Y ტიპის ცეოლითებზე ოლეფინების შეკავებითი მოცულობები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი სინჯის რაოდენობაზე.
It is shown that the values of the retention volumes of olefins on sodium- and lithium–containing type-Y zeolites depend to a greater degree on the sample size.
10877.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკური ქიმია
ნაჯერი ნახშირწყალბადებისათვის ეს თვისება ასე მკვეთრად არ შეიმჩნევა.
For saturated hydrocarbons this dependence is not so clear.
10878.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკური ქიმია
ჰიდროლიზის პროცესის გავლენა მარილების განაწილებაზე წყალსა და მის მშრალ ნაჯერ ორთქლში.
The influence of the hydrolysis process on the salt distribution between water and its dry saturated steam.
10879.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკური ქიმია
მაღალი ტემპერატურის მქონე მდუღარე წყალში ძლიერი ელექტროლიტები ავლენენ სუსტი ელექტროლიტების თვისებებს.
In as much as normally strong electrolytes become weak in high – temperature boiling water.
10880.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ფიზიკური ქიმია
ძლიერი მჟავისა და ძლიერი ფუძის მარილები განიცდიან ჰიდროლიზს და მდუღარე წყალსა და ორთქლში ნაწილდებიან.
The salts of strong acids and bases are hydrolyzed and distributed between the boiling water and its dry saturated steam.