მოიძებნა 668068 ჩანაწერი
10921.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
უშუალოდ ოპერაციის შემდგომ აღებული ჭიანაწლავის ზოგადმორფოლოგიური და ჰისტოქიმიური თავისებურებების შესწავლა საშუალებას იძლევა განვასხვავოთ მწვავე და ქრონიკული აპენდიციტი.
Study of the general–morphological and histochemical peculiarities of an appendix immediately after the operation allows to distinguish the forms of acute and chronical appendicitis.
10922.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
აპენდიციტის პირველად-ქრონიკული და ქრონიკულ-რეციდივული ფორმების ერთიმეორისაგან გარჩევა კი კვლევის ჰისტოქიმიური მეთოდებითაც არ შეიძლება.
However, the exact delimitation of its primary–chronic and chronically relapsing forms is difficult even by the histochemical methods of investigation.
10923.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
ძაღლის ზურგისა და მოგრძო ტვინის ზოგიერთი ბირთვის ნეირონების ციტოქიმიური დახასიათება.
Cytochemical characteristics of some nuclei neurons of the dog’s medulla and spinal cord.
10924.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
ენზიმოჰისტოქიმიური გამოკვლევებისა და განსჯის საფუძველზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზურგის ტვინის წინა რქის, ენისქვეშა ნერვის, რეტიკულური ფორმაციისა და ქვედა ოლივის ბირთვების ნეირონებში ენერგია შესაძლებელია წარმოიქმნას როგორც გლიკოლიზის შედეგად, ისე ჟანგვითი ფოსფორილირებითაც.
On the basis of an enzymohistochemical study and discussion the author believes that in the nuclei neurons of the anterior horn of the spinal cord, sublingual nerve, reticular formation and the inferior olive the energy might be generated on account of both glycolysis and respirative phosphorylation.
10925.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
სუქცინატდეჰიდროგენაზისა და ციტოქრომოქსიდაზის აქტივობის შედარებით დაბალი დონე აქ აიხსნება ჟანგვითი პროცესების მაღალი ეკონომიურობითა და ეფექტურობით.
The comparatively low activity of succinate dehydrogenase and cytochrome oxydase is explained by the highly economic and efficaceous oxidative processes.
10926.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
ცდომილი ნერვის დორსალური ბირთვის ნეირონებში გლიკოლიზისა და პენტოზური ციკლის ფერმენტების აქტივობა მკვეთრად ჭარბობს კრებსის ციკლის ფერმენტების აქტივობის დონეს.
In the neurons of the dorsal nucleus of the vagus nerve the activity of glycolitic enzymes pentose cycle prevails over the level of the enzymic activity of the Krebs cycle.
10927.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
მამოძრავებელი ბირთვებისა და რეტიკულური ფორმაციის მედიალური ნაწილის ნეირონები შეიცავენ გლიკოგენს განსხვავებით ქვედა ოლივისა და რეტიკულური ფორმაციის ლატერალური ნაწილის ნეირონებისაგან.
Neurons of the motor nuclei and of the medial–part of the reticular formation contain glycogen in contrast to the nerve cells of the inferior olive and the lateral part of the reticular formation.
10928.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
ძაღლის ნეიროსეკრეტორული ბირთვების ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტების ჰისტოქიმიური შესწავლა.
Histochemical study of oxidation–reduction enzymes in the dog’s neurosecretory nucleus.
10929.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
შრომაში მოცემულია ძაღლების სუპრაოპტიკური და პარავენტრიკალური ბირთვების ნეირონებსა და ნეიროგლიაში 10 ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტის აქტივობის განსაზღვრის შედეგები.
Activity data of oxidation–reduction enzymes (determined by histochemical methods) in neurons and neuroglias of supraoptical and paraventricular nuclei are presented.
10930.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
ფერმენტების შემცველობისა და მისი აქტივობის დონის მიხედვით ნეიროსეკრეტორული უჯრედები და ნეიროგლიური ელემენტები (ოლიგოდენდროციტები, ასტროციტები) მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
Neurosecretory cells and glia elements (oligodendrocytes and astrocytes) do not differ significantly in respect of equipment and activity level.
10931.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
აღნიშნულ სტრუქტურებში ძლიერი ან ზომიერი აქტივობით წარმოდგენილია იზოციტრატის, გლუტამატის, ლაქტატის, ნად α-გლიცეროფოსფატისა და გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზები, აგრეთვე დიაფორაზები და ციტოქრომოქსიდაზა.
Dehydrogenases of isocitrate, glutamate, lactate, NAD-α-glycerophosphate, glucoses-6-phosphate, as well as diaphorase and cytochrome – oxidase are characterized by strong or moderate activity in the above mentioned structures.
10932.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 74, ჰისტოლოგია
ფლავინური ფერმენტები (სუქცინატ- და α-გლიცეროფოსფატდეჰიდროგენაზები) ნეიროსეკრეტორულ უჯრედებში ხასიათდება სუსტი ან ძალზე სუსტი აქტივობით, ხოლო მიტოქონდრიული α-გლიცეროფოსფატდეჰიდროგენაზის აქტივობა ნეიროლოგიურ ელემენტებში ზომიერად ან ძლიერად არის გამოხატული.
Flavin enzymes (succinate and α-glycerophosphate dehydrogenase) in neurosecretory cells are characterized by weak or extremely weak activity, whereas on the other hand, mitochondrial α-glycerophosphate dehydrogenase activity in neuroglial elements is moderately or strongly expressed.
10933.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნათხემის ზოგიერთი წარმონაქმნის ფუნქციონალური მდგომარეობის მნიშვნელობა არტერიული წნევის რეგულაციაში.
The role of the functional state of some cerebellar formations in the regulation of arterial pressure.
10934.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატებზე მწვავე ცდებით დადგენილ იქნა, რომ ნათხემის გაღიზიანებათა ეფექტები დამოკიდებულია ელექტროდების ლოკალიზაციაზე და მისი სხვადასხვა ანატომიური წარმონაქმნები პასუხობენ მას სპეციფიკური რეაქციით-სტიმულაციით ან შეკავებით.
In acute experiments involving cats the effects of cerebellar stimulation were found to depend on the site of the stimulus electrode, the various anatomical formations of the cerebellum responding by a specific vascular reaction: stimulation of inhibition.
10935.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამ მხრივ ყველაზე უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდა ფასტიგიალური ბირთვი, განსაკუთრებით, მისი ვენტრომედიალური ნაწილი.
At the same time the fastigial nucleus proved most sensitive, particularly its ventromedial part.
10936.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიღებული შედეგების ანალიზი იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ფასტიგიალური ეფექტები ხორციელდება ფასტიგიალურ-ბულბალური გზით და ამ სისტემით გაღიზიანება ვრცელდება უკანა ჰიპოთალამუსის სტრუქტურებზე, შემდეგ კი სპინალური ნეირონებით სეგმენტურ ცენტრებზე.
Analysis of the data obtained gives ground to assume that fastigial responses are effected through the fastigial–bulbar pathway and via this system the excitation spreads to the posterior hypothalamic structures and then, by spinal neurons to the segmental centres.
10937.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის კომისურალური სისტემის მნიშვნელობა ძილისა და ღვიძილის ლატერალიზაციაში.
The role of the commissural system of the brain in the lateralization of sleep and wakefulness.
10938.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდები ტარდებოდა კატებზე ქრონიკულ პირობებში.
The study was carried out on chronic cats.
10939.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დადგენილია, რომ ტვინის ღეროს ჰემისექცია შუატვინის დონეზე ტვინგაყოფილ ცხოველებში იწვევს ძილისა და ღვიძილის ხანგრძლივ ლატერალიზაციას (25 ან 32 დღემდე).
It is shown that the brain stem hemisection in split brain animals results in longlasting lateralization of sleep and wakefulness (from 25 to 32 days).
10940.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 76, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ენტორინარული ქერქისა და ჰიპოკამპის ფუნქციური ურთიერთქმედების შესახებ.
On the functional relationship between the entorhinal area and the hippocampus.