მოიძებნა 668044 ჩანაწერი
112541.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
A field tax audit shall be conducted based on an order of an authorised person of the tax authority.
112542.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
A taxpayer shall be sent a written or electronic notice of a field tax audit at least 10 working days prior to commencement of the audit.
112543.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
The audit shall commence not later than 30 days after serving the notice upon the taxpayer.
112544.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.
If the audit cannot be started within that time, the notice shall be invalid.
112545.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
გასვლითი საგადასახადო შემოწმებით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სრული ან თემატური შემოწმება.
A field tax audit may fully or partially audit a taxpayer’s activity.
112546.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას შემმოწმებლებს შეუქმნას ისეთივე სამუშაო პირობები, როგორიც, ჩვეულებრივ, არსებობს გადასახადის გადამხდელთან.
In the course of a field tax audit, the taxpayer shall provide auditors with the same working conditions that normally exist at the taxpayer’s premises.
112547.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
თუ საგადასახადო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი.
If the specifics of a tax audit require that the audit be conducted in several stages, an interim report shall be executed after completion of each stage.
112548.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით.
An urgent field tax audit shall be conducted without a written notice, with a court’s permission.
112549.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი.
The findings of a tax audit shall be reflected in a report.
112550.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას.
An authorized person of the tax authority shall make a decision on accrual or non-accrual of taxes and/or fines, based on the tax audit report.
112551.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო კონტროლი
ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
A copy shall be presented to a taxpayer along with the relevant Tax Notice.
112552.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
A tax offence shall be a person’s unlawful act (action or inaction), for which responsibility is provided for under this Code.
112553.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
When imposing a penalty for a tax offence, if the responsibility for such an act has been abolished or mitigated by the law, the norm under the new law shall apply.
112554.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
A tax sanction shall be a measure of responsibility for a committed tax offence.
112555.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
An offence shall be deemed repeatedly committed, if the same act has been committed within 12 months after revealing the previous offence.
112556.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.
A person shall not be held responsible under this Section, if a tax offence is caused due to Force-Majeure.
112557.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე.
Force-Majeure shall mean any emergency or extraordinary circumstances that render fulfilment of the obligations under this Code impossible and the occurrence of which does not depend on a person’s will.
112558.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო.
A tax offence case shall be conducted by a tax authority.
112559.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
The procedure for conducting tax offence cases shall be established by the Minister of Finance of Georgia.
112560.
შემოსავლების სამსახური | საგადასახადო მრჩეველი: საგადასახადო ადმინისტრირება: საგადასახადო სამართალდარღვევა
საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
Where a tax offence has been revealed, an authorised person of the tax authority shall draw up a tax offence report.