მოიძებნა 668044 ჩანაწერი
120701.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ნევროლოგიური დარღვევებისას, რომლებიც გავლენას ახდენს მხედველობითი გადაცემის გზებზე და, აგრეთვე, ეპილეფსიისა და შარლ ბონეს სინდრომის დროს.
In neurological disorders that affect the visual pathways, in epilepsy, and in Charles Bonnet syndrome.
120702.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ჰალუცინაციის ტიპები.
Types of hallucination.
120703.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ჰალუცინაციები შეიძლება აღვწეროთ მათი სირთულისა და სენსორული მოდალობების მიხედვით.
Hallucinations can be described in terms of their complexity and their sensory modality.
120704.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სმენითი ჰალუცინაციების დროს ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმაური, მუსიკა ან ხმები.
Auditory hallucinations may be experienced as noises, music, or voices.
120705.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ხმები შეიძლება იყოს მკვეთრი ან ბუნდოვანი და მას სიტყვების, ფრაზების ან წინადადებების ფორმა ჰქონდეს.
Voices may be heard clearly or indistinctly; they may seem to speak words, phrases, or sentences.
120706.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ისინი შეიძლება პირდაპირ პაციენტს მიმართავდნენ (მეორე პირის ჰალუცინაციები) ან ერთმანეთში საუბრობდნენ და პაციენტს მესამე პირში იხსენიებდნენ (მესამე პირის ჰალუცინაციები).
They may seem to address the patient directly (second-person hallucinations), or talk to one another, referring to the patient as "he" or "she" (third-person hallucinations).
120707.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ ხმებმა წინასწარ იციან ის, რის გაფიქრებასაც ის ცოტა ხნის შემდეგ აპირებს.
Sometimes patients say that the voices anticipate what they are about to think a few moments later.
120708.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ზოგჯერ ხმები პაციენტის ფიქრებს პარალელურად ახმოვანებენ (Gedankenlautwerden) ან იმეორებენ იმას, რაც პაციენტმა ცოტა ხნის წინ გაიფიქრა.
Sometimes the voices seem to speak the patient's thoughts as he is thinking them (Gedankenlautwerden), or to repeat them immediately after he has thought them.
120709.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მხედველობითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს მარტივი და რთული.
Visual hallucinations may also be elementary or complex.
120710.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ხანდახან პაციენტი აღწერს მხედველობით ჰალუცინაციას, რომლის დროსაც ის რაიმეს ან ვინმეს საკუთარი მხედველობის არის მიღმა, ჩვეულებრივ, თავს უკან ხედავს (ექსტრაკამპინური ჰალუცინაციები).
Occasionally, patients describe the experience of visual hallucinations located outside the field of vision, usually behind the head (extracampine hallucinations).
120711.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები ხშირად ერთად განიცდება.
Olfactory hallucinations and gustatory hallucinations are frequently experienced together.
120712.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სუნი და გემო უმეტეს შემთხვევაში უსიამოვნოა.
The smells and tastes are often unpleasant.
120713.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ტაქტილური ჰალუცინაციების დროს, რომელსაც ზოგჯერ ჰაპტურ ჰალუცინაციებს უწოდებენ, ადამიანი შეიძლება გრძნობდეს შეხებას, ჩხვლეტას ან დახრჩობას.
Tactile hallucinations, sometimes called haptic hallucinations, may be experienced as sensations of being touched, pricked, or strangled.
120714.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ზოგჯერ შეიძლება ისეთი შეგრძნება ჰქონდეს, თითქოს მის კანქვეშ რაღაც მოძრაობს, რასაც პაციენტი ტანსაცმლის ქსოვილში დამალულ მწერებს, ჭიებს ან სხვა მცირე ზომის ქმნილებებს მიაწერს.
Sometimes they are felt as movements just below the skin, which the patient may attribute to insects, worms, or other small creatures burrowing through the tissues.
120715.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
აუტოსკოპური ჰალუცინაციის დროს პაციენტი ხანმოკლე დროის მანძილზე თავის სხეულს ხედავს გარე სივრცეში პროეცირებულად, ჩვეულებრივ, საკუთარი თავის წინ.
An autoscopic hallucination is the experience of seeing one's own body projected into external space, usually in front of oneself, for short periods.
120716.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
სენსორული დეპრივაციის დროს ასეთი სახის გამოცდილებას, ხანდახან, ჯანმრთელი ადამიანებიც აღწერენ.
The experience is reported occasionally by healthy people in situations of sensory deprivation.
120717.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
იშვიათ შემთხვევაში, ასეთი გამოცდილების დროს, პაციენტი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ მას ორეული ჰყავს.
Rarely, the experience is accompanied by the conviction that the person has a double.
120718.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
რეფლექტორული ჰალუცინაციები იშვიათი ფენომენია, რომლის დროსაც ერთი რომელიმე მოდალობის სტიმული მეორე მოდალობაში იწვევს ჰალუცინაციას.
Reflex hallucination is a rare phenomenon, in which a stimulus in one sensory modality results in a hallucination in another.
120719.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
მაგ., მუსიკამ შეიძლება მხედველობითი ჰალუცინაციები გამოიწვიოს.
for example, music may provoke visual hallucinations.
120720.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 1, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და ნიშნები
ჰალუცინაციების კლინიკური გამოხატულება.
Clinical associations of hallucinations.