მოიძებნა 668068 ჩანაწერი
12081.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
განხილულია ანალიზურ ფუნქციათა თეორიის ერთი სასაზღვრო ამოცანა, რომლისთვისაც მოცემულია გარკვეული აზრით ეკვივალენტურ სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა ნორმალური ტიპის სისტემაზე მიყვანის მეთოდი.
The paper deals with one boundary value problem of the theory of analytic functions. The method of reduction of this problem to the normal system of singular integral equations, equivalent in a certain sense, is given.
12082.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
ჯერადი ტრიგონომეტრიული მწკრივების შეჯამებდობის შესახებ.
On the summability of multiple trigonometric series.
12083.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
სტატიაში მოყვანილია თეორემები, რომლებიც შეეხებიან ჯერადი შეუღლებული ტრიგონომეტრიული მწკრივების (C, α), α>-1 მეთოდით შეჯამებადობის საკითხებს.
The theorems are given concerning the summability of multiple conjugate trigonometric series by the method (C, α), α > -1.
12084.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
მიღებული შედეგები გარკვეული აზრით საბოლოოა.
The results obtained are finite in a certain sense.
12085.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
პირველი რიგის წრფივ განტოლებათა სისტემის მიერ შექმნილი ოპერატორის სპექტრალური თვისებები.
Spectral properties of an operator generated by a system of first order equation.
12086.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
შესწავლილია სპექტრალური ფუნქციის ასიმპტოტური ყოფაქცევის საკითხები და მისი გაშლა სასაზღვრო ამოცანების საკუთრივი ვექტორ-ფუნქციით.
The questions of the asymptotic behaviour of the spectral function and expansion of the proper vector functions of the limit sum are investigated.
12087.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
ინვარიანტულ ზომათა კლასებში ცალსახობის თვისების მქონე სიმრავლეების შესახებ.
On sets with the uniqueness property in classes of invariant measures.
12088.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
ნაშრომში განხილულია ევკლიდეს სივრცეებში ინვარიანტულ ზომათა ზოგიერთი თვისება, რომელიც დაკავშირებულია ამ ზომების გაგრძელებადობისა და ცალსახად განსაზღვრულობის საკითხებთან.
The paper deals with some properties of invariant measures in Euclidean spaces connected with the questions of extendability and unique definability of these measures.
12089.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
უბან-უბან უწყვეტი წარმოებულების მქონე უბან-უბან უწყვეტი ფუნქციის გაშლის ნაშთითი წევრის შეფასების შესახებ.
On the estimation of the remainder term of the expansion of piece – wise continuous function with piece - wise continuous derivatives.
12090.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
სივრცეთა ზოგიერთ სპეციალურ კლასში განზომილების ტიპის ფუნქციათა ყოფაქცევის შესახებ.
On the behaviour of dimensional – type functions in some special classes of topological spaces.
12091.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
შრომის მიზანია ე. წ. ფხოვან სივრცეთა შემდგომი შესწავლა.
The note is devoted to a further investigation of scaly spaces.
12092.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
განსაზღვრულია სივრცეთა ახალი კლასები და შესწავლილია განზომილების ტიპის ფუნქციების ყოფაქცევა მთაში.
New classes of the spaces are defined and the behaviour of dimensional – type functions are studied in them.
12093.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
გარდა ამისა გამორკვეულია დამოკიდებულებები სივრცეთა შემოტანილ კლასებსა და ადრე ცნობილ კლასებს შორის.
The relations between the introduced and earlier known classes of topological spaces are elucidated.
12094.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
კუზნეცოვ-ტრახტენბროტის ერთი ამოცანისათვის.
On one problem of Kuznetsov–Trahtenbrot.
12095.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
მოცემულია დადებითი პასუხი კუზნეცოვ-ტრახტენბროტის კითხვაზე: არსებობს თუ არა ბერის სივრცის ისეთი წერტილი, რომელიც არის ეფექტურად Fσ<sub>δ</sub>, მაგრამ არ არის ეფექტურად G<sub>δ</sub>. ამასთან დაკავშირებით ნაშრომში აგებულია ისეთი რეკურსიულად პროექციული ფუნქცია, რომ ამ ფუნქციისაგან შემდგარი ერთელემენტიანი სიმრავლე არ არის ეფექტურად ჩაკეტილი.
A positive answer is given to the question asked by Kuznetsov-Trahtenbrot as to whether there exists a point in Baire’s space which is effectively Fσ<sub>δ</sub>, but is not effectively G<sub>δ</sub>; in connection with this a recursive-projective function is built, such that the one-point set consisting of this function is not effectively closed.
12096.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
პროექციული სივრცეები ალგებრებზე.
Projective spaces over algebras.
12097.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მათემატიკა
განხილულია n/m განზომილების პროექციული სივრცეები ერთეულის მქონე m რანგის ნამდვილ ასოციატიურ ალგებრაზე, ამ სივრცის კოლინეაციები და კორელაციები, აგრეთვე ერთი წრფის ოთხი წერტილის პროექციული ინვარიანტები.
Projective spaces of the dimension n/m over real associative algebra with 1 of the rank m, as well as collineations and correlations of this space are determined, and projective invariants of four points of one straight line are also given.
12098.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მანქანათმცოდნეობა
სფერული მრუდმხარა-მცოციანი მექანიზმის სინთეზი გადაცემის კუთხის ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით.
The synthesis of a slider–crank spherical mechanism according to the limiting values of its transmission angle.
12099.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მანქანათმცოდნეობა
შრომაში განხილულია სფერული მრუდმხარა-მცოციანი მექანიზმის სინთეზის ამოცანა გადაცემის კუთხის ზღვრული მნიშვნელობების მიხედვით.
The synthesis of a slider–crank spherical mechanism according to the limiting values of its transmission angle is considered.
12100.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 79, მანქანათმცოდნეობა
მიღებული გამოსახულებები ზოგადი ხასიათისაა და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სფერული, ისე ზღვრული მრუდმხარა - მცოციანი მექანიზმების სინთეზის ამოცანის გადასაწყვეტად.
The results obtained are of general character and can be used to solve the problems of synthesis of both spherical and plane slider–crank mechanisms.