მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121641.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელმეორედ არჩევის შესაძლებლობა, გაფართოვდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილი სუბიექტების წრე, აგრეთვე ნორმათა აბსტრაქტული კონტროლისა და პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლები;
The possibility of electing the President of the Constitutional Court for a second term was also removed, the circle of persons entitled to address to the Constitutional Court has widened, just as the scope of abstract norm control and constitutional control of the political parties;
121642.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო აღიჭურვა უფლებით, თავად განსაზღვროს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის იურიდიული ძალის დაკარგვის ვადა.
The Constitutional Court has been granted the power to decide the period, when an unconstitutional normative act will be invalidated.
121643.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამ პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საგრძნობლად შემცირდა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია.
Together with these positive changes, as a result of the reform the authorities of the Constitutional Court have significantly decreased.
121644.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
გაუქმდა ოთხი უფლებამოსილება, მათ შორის, ნორმათა ფორმალური კონტროლი.
Four authorities, including formal norm control, were removed.
121645.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
კიდევ უფრო შეიზღუდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხზე და სხვ.
The authority of deciding constitutionality of the elections has further diminished.
121646.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამასთანავე, მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდა ან მისი დაზუსტება მხოლოდ კონსტიტუციური ცვლილებებით არის შესაძლებელი, რაც უაღრესად რთული პროცესია.
Additionally, increasing or specifying the authorities of the Constitutional Court in the future is only possible through constitutional amendments, which is an extremely difficult process.
121647.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თუ ვიხელმძღვანელებთ იმ მოსაზრებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ისევე, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი ორგანოს, როლი და მნიშვნელობა, უწინარეს ყოვლისა, განისაზღვრება მისი კომპეტენციური შესაძლებლობებით, ხოლო კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არსებითად შეიზღუდა, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ამ მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.
If we are guided by the idea that the role and relevance of the Constitutional Court, as well as of any other state authority, is primarily decided based on its scope of competences, whereby the new version of the Constitution has significantly diminished the authorities of the Constitutional Court, the constitutional reform of 2017 cannot be considered as a step forward in this regard.
121648.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სახელმწიფოთა განვითარება თანამედროვე მსოფლიოში გლობალური პროცესების კვალდაკვალ და იმავდროულად ნაციონალური იდენტობის გათვალისწინებით მიმდინარეობს.
The development of the states in the modern world happens in steps with the global processes and taking the national identity into consideration.
121649.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ხშირად, სახელმწიფოებისთვის რთულია განვითარების ამგვარ კალაპოტში, ბალანსის შენარჩუნებით სვლა.
Often times, it is difficult for the states to follow this process of development maintaining the balance.
121650.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სწორედ სამართალი უნდა იყოს ის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ორი - საერთაშორისო და ეროვნული - ღირებულებების ოპტიმალურ ურთიერთკორელაციას.
The law should be the tool ensuring the optimal correlation of both– international and national – values.
121651.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ცივი ომის, მის შემდგომ პერიოდზე და დღეს მომდინარე პროცესებზე დაკვირვება ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოებს, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში არ შეუძლიათ იზოლირებულად, სხვა სახელმწიფოებისაგან და ხალხებისაგან დამოუკიდებლად განვითარდნენ.
The observation on the cold war, its following period and the ongoing processes demonstrates that the states within the current globalisation cannot develop independently from other states and peoples.
121652.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, გარემოს დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა საფრთხეები, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის დაძლევადი.
The problems facing the world, such as, for instance, environmental protection, the fight against terrorism and other threats can only be defeated with unity.
121653.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სახელმწიფოთა სუპრანაციონალური კავშირი, პირველ რიგში, სწორედ ამგვარი გლობალური პრობლემების დაძლევას ემსახურება.
The supranational union of states serves primarily the goal of resolving these global problems.
121654.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სახელმწიფოები სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობის ხარჯზე, ინტეგრირდებიან საერთაშორისო თანამეგობრობაში.
The states unite in such international communities through giving up portion of their sovereignty.
121655.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სუვერენიტეტის ამ „ნაწილის“ დათმობა, შესაძლოა ზოგჯერ კონსტიტუციური, ეროვნული იდენტობის შეზღუდვასაც კი წარმოადგენდეს.
Giving up this "portion" of sovereignty sometimes means limiting constitutional, national identity.
121656.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სწორედ ეროვნული იდენტობის კონტროლი არის წყალგამყოფი ნაციონალურსა და ინტერნაციონალურს შორის.
The control of national identity is the barrier between the national and international.
121657.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
დღეს თანამედროვე სახელმწიფოს ყველაზე დიდი გამოწვევაა, იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი კონსტიტუციის ეროვნული იდენტობა.
Nowadays the main challenge of the modern state is to be a dignified member of the international community and maintain national identity of its constitution.
121658.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სამართალი საზოგადოებაში განვითარებული პროცესების კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს.
The law should develop in steps with the processes the society goes through.
121659.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად, იგი არ უნდა იყოს სინამდვილეს, სოციუმს მოწყვეტილი, დროულად და გონივრულად უნდა რეაგირებდეს საზოგადოებაში მიმდინარე ყველა პროცესზე.
Like a living organism it should not be detached from the reality and the community, it should timely and reasonably react to all processes appearing in the society.
121660.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, ეროვნული სამართლის ინტერნაციონალიზაციიდან საერთაშორისო სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე
სამართლის ფუნქციაა, რომ, ერთის მხრივ, მოერგოს საზოგადოების განვითარებას, ხოლო, მეორეს მხრივ ჰქონდეს შემაკავებელი ფუნქცია ევოლუციის უარყოფითი ტენდენციებისადმი.
The function of the law is, on the one hand, to fit the development of the society and, on the other hand, to carry the restraining function towards the negative trends of evolution.