მოიძებნა 668044 ჩანაწერი
121581.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამ უფლებამოსილებების გაუქმების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიულ აქტებზე საკონსტიტუციო კონტროლის ტვირთი საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა უფლებამოსილებებზე (მაგალითად, აბსტრაქტულ კონტროლზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და სხვ.) გადავა.
After such authority is removed, the constitutional review over the normative acts of the Supreme Council of Ajara Autonomous Republic will be placed on other authorities of the Constitutional Court (for instance, abstract norm control, protection of human rights, etc.).
121582.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ნორმათა კონტროლი არ იქნება ისეთი ქმედითი, როგორც ეს სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში იყო შესაძლებელი.
The norm control will not be as efficient as it was within the special authority.
121583.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აწ უკვე გაუქმებული უფლებამოსილების დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარლამენტის წარდგინების არსებითად განსახილველად მიღება უპირობოდ იწვევდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი აქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
The issue here is that within the currently abolished authority of the Constitutional Court, the acceptance of the constitutional referral of the Parliament of Georgia for consideration by the Constitutional Court caused suspension of the operation of the respective normative act of the Supreme Council of the Autonomous Republic of Ajara until the final judgement was delivered on the case.
121584.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამასთანავე, შესაძლებელი იყო სადავო ნორმატიული აქტის შემოწმება როგორც კონსტიტუციურობის, ისე კანონიერების თვალსაზრისით.
Additionally, the disputed normative act could be reviewed with regards to both, their constitutionality and their legality.
121585.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო კონტროლის ეს შესაძლებლობები საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ უკვე აღარ იქნება.
These possibilities of constitutional control shall not exist after the constitutional reform.
121586.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
რაც შეეხება ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე უფლებამოსილებას, რადგანაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევა შესაძლებელი იყო როგორც საქართველოს ცენტრალური, ისე ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ, ამ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ჰქონდათ ხელისუფლების ორივე დონის ორგანოებს:
As for the second authority related to the Autonomous Republic, since the violation of the Constitutional Law "On the Status of Autonomous Republic of Ajara" was possible by both central and Autonomous Republic Government bodies, the right to submit claims on this issue was given to the institutions of both level of government:
121587.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო.
The President of Georgia, the Government of Georgia, no less than one fifth of the Members of Parliament and the Supreme Council of Autonomous Republic of Ajara.
121588.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამჟამად, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მისი კომპეტენცია, რაც, რასაკვირველია, საკითხთა უფრო ვიწრო წრეს მოიცავს, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციური კანონის რეგულირების სფერო.
Currently, pursuant to the new version of the Constitution of Georgia the highest representative or executive body of the Autonomous Republic of Ajara is entitle to address the Constitutional Court only if it considers that its competence established by the Constitution of Georgia is violated, which, obviously includes the issues of much narrower circle that the topics regulated by the Constitutional Law of Georgia.
121589.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი გაუქმებული უფლებამოსილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური საფუძვლების დაცვას, ჩვენი აზრით, შესაძლებელია ჩაანაცვლოს კომპეტენციური დავების გადაწყვეტის უფლებამოსილებამ.
The next authority removed from the Constitutional Court, which aimed at protection of the constitutional foundations of the judiciary, could, in our opinion be replaced by the authority of deciding competence disputes.
121590.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის ფუნქცია, ძირითადი კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.
The function of ensuring the independence and efficiency of the general courts, pursuant to the Basic Law of the State, is the competence of the High Council of Justice.
121591.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამიტომ ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოების შესახებ კონსტიტუციურ ნორმებს, იუსტიციის საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს ეხება.
Therefore the normative act contradicting the constitutional provisions regarding the general courts is linked with the competences of the High Council of Justice.
121592.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
შესაბამისად, ამ ორგანოს, იმედია, უფლება ექნება წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნით.
Thus, this institution, hopefully will have the right to file a referral to the Constitutional Court requesting constitutional revision of such normative act.
121593.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ცვლილება განიცადა საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის უფლებამოსილებამ.
The amendment was made to the authority of abstract norm control of the Constitutional Court.
121594.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო რეფორმამდე იგი შეზღუდულ ხასიათს ატარებდა, კერძოდ, კონსტიტუციითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით ზუსტად იყო განსაზღვრული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ საკონსტიტუციო კონტროლს.
Prior to the reform it had quite limited character, specifically the Constitution and the Organic Law of Georgia "On Constitutional Court of Georgia" precisely defined the normative acts, which could be subject to constitutional control.
121595.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის უფლებამოსილებამ უნივერსალური სახე მიიღო და მისი განსჯადობის სფეროში მოექცა ნებისმიერი ნორმატიული აქტი.
After the constitutional reform the abstract norm control adopted universal quality and any normative act falls within its scope.
121596.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
თავისთავად, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის არეალის გაფართოება პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, თუ, რა თქმა უნდა, ის არ გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთვას.
The expansion of the area of constitutional control should of course be assessed positively, if this does not cause overload of the Constitutional Court.
121597.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ჩვენი აზრით, სასამართლოს ეს უფლებამოსილება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
In our opinion this authority of the Court is one of the most important tools for checks and balances between the branches of power.
121598.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
ამიტომ, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, მისი მოქმედება გავრცელებულიყო მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე.
Thus, it would be more appropriate, if it covered only the normative acts adopted by the supreme state authorities.
121599.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
შეცვლილია სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციური დავების გადაწყვეტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების საკანონმდებლო დეფინიცია.
The legal definition of the authority of the Constitutional Court regarding the adjudication of the disputes on competences between the state bodies is amended.
121600.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 1, საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით საკონსტიტუციო სასამართლოში კომპეტენციურ დავებში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ ახალ სუბიექტებს, სახელდობრ: ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, გენერალურ პროკურორსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებს.
Pursuant to the new version of the Constitution of Georgia new subjects are allowed to participate in such disputes, specifically: the Council of the National Bank, Auditor General, Prosecutor General and the executive bodies of the Ajara Autonomous Republic.