მოიძებნა 668072 ჩანაწერი
1221.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰიდროტექნიკა
ასეთი რაიონებისათვის, ალბათობის თეორიისა და მატემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით, მოცემულია საირიგაციო სისტემების უზრუნველყოფის მრუდის აგების მეთოდიკა.
For such regions a method of constructing the insurance curve for the irrigating systems is given on the basis of the theory of probabilities and mathematical statistics.
1222.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰიდროტექნიკა
სადაწნევო გვირაბებსა და სატურბინო მილსადენებში წყლის სეისმური წნევის განსაზღვრისათვის გრუნტში სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარის გათვალისწინებით.
On the determination of the seismic pressure of water in pressure tunnels and turbine penstocks with account of propagation velocity of the seismic wave in the ground.
1223.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰიდროტექნიკა
მიღებულია ანალიზური დამოკიდებულებები სეისმური წნევის გამოსათვლელად ჰიდროელექტროსადგურის მიწისქვეშა სადაწნევო გვირაბებსა და სატურბინო მილსადენებში გრუნტში სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარის გათვალისწინებით.
The analytical dependencies for the calculation of seismic pressure in turbine penstocks and underground pressure tunnels of hydroelectric power stations are derived with account of propagation of velocity of the seismic wave in the ground.
1224.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰიდროტექნიკა
დადგენილია აგრეთვე რეზონანსის არსებობის პირობები და განსაზღვრულია წნევის ამპლიტუდის სიდიდე ამ პირობებში.
The existence of resonance conditions has been ascertained and the value of pressure amplitude is defined in these conditions.
1225.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
მამაკაცის სათესლე ჯირკვლის კიბოს ნაადრევი დიაგნოსტიკის საკითხისათვის რადიოინდიკაციისა და პათომორფოლოგიური კვლევის მეთოდების ურთიერთ შეფარდებით.
On early diagnosis of male genital cancer by the radioindication method as compared to pathomorphologic study.
1226.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
რადიოიზოტოპური მეთოდით შესწავლილია სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული 40 ავადმყოფი.
The radioindication method has been applied in a study of 40 males with various diseases of the genitals.
1227.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
დადგენილია, რომ რადიოიზოტოპური გამოკვლევა წარმოადგენს მეტად დამაჯერებელ ტესტს, რაზედაც მიუთითებს მიღებული შედეგების დამთხვევა კვლევის სხვა მეთოდებთან.
The radioindication method has been found to be a very reliable test as indicated by the good agreement of the obtained results with those of other methods.
1228.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
ბაყაყის შარდის ბუშტის ნერვული კვანძის ნატიფი აღნაგობა.
Fine structure of the frog’s urinary bladder ganglion.
1229.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
ბაყაყის შარდის ბუშტის ნერვული კვანძის შესწავლამ გვაჩვენა, რომ ნერვულ უჯრედებს შორის შემაერთებელქსოვილოვანი ხარისხები სუსტადაა გამოხატული და კვანძი დიფუზურია.
Study of the frog’s urinary bladder ganglion has shown that the membrane of the connective tissue around the nerve cells is not clear-cut and the ganglion seems to be diffuse.
1230.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
უნიპოლარული ნერვული უჯრედები მომრგვალო-ოვალური ფორმისაა. მათი ზომა მერყეობს 30-დან 80 მიკრონამდე.
Unipolar nerve cells are of ovoid shape, ranging in size from 30 to 80µ.
1231.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
აქვთ მსხვილი ბირთვი ერთი ან ორი ბირთვაკით.
They contain a large nucleus.
1232.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
უჯრედები დაფარულია მრავალშრიანი კაფსულით, რომელიც შეიცავს 2-5 კაპსულის უჯრედს.
The cells are enveloped by a multilayer capsule consisting of 2-5 capsular cells.
1233.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
პერიცელულარული აპარატი, როგორც ეს ვერცხლის იმპრეგნაციის მეთოდმა გვიჩვენა, წარმოადგენს სპირალური ბოჭკოების ტერმინალურ დაბოლოებებს, რომლებიც თავისუფლად მთავრდებიან.
The pericellular apparatus, as shown by the silver impregnation method, represents terminal processes of spiral fibres having a loose termination.
1234.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
ლიტერატურაში აღწერილი რთული პერიცელულარული აპარატი მიიღება მხოლოდ სუბვიტალურად მეთილენის ლურჯით შეღებვის დროს.
The complex picture of the pericellular apparatus described in the literature can be obtained only with methyl blue stain.
1235.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
ძაღლის თავის ტვინის მხედველობითი ქერქის ნეიროგლიური დამოკიდებულების რაოდენობრივი დახასიათებისათვის.
Some quantitative characteristics of neuroglial relationship of dog’s visual cortex.
1236.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
ძაღლის თავის ტვინის მხედველობის ქერქის პირველადი და მეორადი ველების ფრონტალურ ანათლებზე დათვლილია გლიური სატელიტების მქონე ნეირონები.
Calculation has been made of the neurons with perineuronal glia satellites in frontal sections of the primary and secondary visual areas of the dog’s brain.
1237.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
მასალის სტატისტიკურმა დამუშავებამ ცხადყო, რომ ორივე ველში ოლიგოდენდროციტები, როგორც სატელიტები, ჭარბობს ასტროციტებს.
Statistical analysis showed that in both areas oligodendrocytes as satellites of neurons predominate in all the layers as compared with astrocytes.
1238.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
ის ფაქტი, რომ სატელიტების მქონე ნეირონების რაოდენობა ორივე ველის შუა და ქვედა შრეებში უფრო მეტია, ვიდრე მეორე შრეში და მეორად ველში, სატელიტები უფრო ჭარბადაა წარმოდგენილი პირველად ველთან შედარებით, შეიძლება მიუთითებდეს ამ უბნების გაძლიერებულ მეტაბოლურ აქტივობაზე.
The presence of numerous neurons with satellites in the middle and lower layers of the cortex, as well as the predominance of these neurons in the secondary areas, may indicate that the metabolic process is strengthened in these areas.
1239.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
მიელინიანი ნერვული ბოჭკოს რანვიეს ნაჭდევის ნატიფი სტრუქტურა.
Fine structure of the Ranvier nodes in the central nervous system.
1240.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 55, ჰისტოლოგია
აღწერილია რანვიეს ნაჭდევის იშვიათი ვარიანტები კატის თავის ტვინის ქერქში, სადაც ნაჭდევის მიდამოში გაშიშვლებული აქსონი წარმოშობს დამატებით მორჩებს.
Two cases of the Ranvier nodes in the cerebral cortex of cat’s brain are described, these nodes having short collaterals of axones.