მოიძებნა 668068 ჩანაწერი
12501.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მიკრობიოლოგია და ვიურუსოლოგია
სამგორის ნავთობის გავლენის შესწავლა ციანობაქტერიების ლიპიდებში შემავალი ცხიმოვანი მჟავების შედგენილობაზე.
A study of the influence of Samgori oil on the fat-acidic composition of Anabaena variabilis lipids.
12502.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მიკრობიოლოგია და ვიურუსოლოგია
შესწავლილია სამგორის ნავთობის და მისი მსუბუქი ფრაქციის 30-150° C ზემოქმედების პირობებში ციანობაქტერიის Anabaena variabilis განვითარების ნორმალური ციკლის ცვლილებები.
Study has been made of the influence of Samgori oil and its light fraction on the normal cycle development of anabaena variabilis.
12503.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მიკრობიოლოგია და ვიურუსოლოგია
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ სამგორის ნავთობს ციანობაქტერიაზე ზემოქმედებისას შეუქცევადი ტოქსიკური თვისებები არ გააჩნია და მისი მსუბუქი ფრაქციები ცოცხალი უჯრედის ბიოქიმიაში შესამჩნევ ზემოქმედებას არ იწვევს.
Samgori oil did not manifest any irreversible toxic properties in its fraction on anabaena variabilis; nor did the light fraction have any visible influence on the biological composition of the living cells.
12504.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მიკრობიოლოგია და ვიურუსოლოგია
ამრიგად, ისახება შესაძლებლობა სამგორის ნედლი ნავთობის კომპონენტების გამოყენებისა ცოცხალი უჯრედების ბიოქიმიური პროცესების დასაჩქარებლად.
It is assumed that the components of Samgori crude oil exert some influence on the acceleration of the biochemical processes in the cells.
12505.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მინერალოგია
აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზოლის ცენტრალური ნაწილის ამფიბოლების ტეტრაედრული რადიკალის შესახებ.
On the tetrahedral radical of the amphiboles of the central part of the Adjara-Trialeti folded zone.
12506.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მინერალოგია
შრომაში მოცემულია შესწავლილი ამფიბოლების ტეტრაედრული რადიკალის დახასიათება.
The paper describes the silicon-oxygen radicals of the amphiboles studied.
12507.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მინერალოგია
ამფიბოლების ინფრაწითელი სპექტრების ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება ტიტანის ადგილისა კრისტალოქიმიურ ფორმულაში.
The place of titanium in the mineral structure is suggested on the basis of the IR-spectra of the amphiboles.
12508.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მინერალოგია
დადგენილია, რომ ამფიბოლების ტეტრაედრული რადიკალის შემადგენლობა დამოკიდებულია გარემოს ქიმიურ შედგენილობაზე და მინერალწარმოქმნის თერმოდინამიკურ პირობებზე, კერძოდ, ჟანგვის პოტენციალზე, რომელიც განსაზღვრავს ამფიბოლის სტრუქტურაში ელემენტების განაწილებას.
A diagram of dependence between the distribution coefficient of aluminium in the mineral structure and the oxidation potential of the medium is adduced, in particular on the oxidation potential which controls the quantity and place of Al and Ti in the amphibole structure.
12509.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
ფერმენტ ქლოროფილაზას აქტივობის შესწავლისათვის ვაზში.
On the study of chlorophyllase enzyme activity in the grapevine.
12510.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
ვაზის ჯიშები განსხვავდება ფერმენტ ქლოროფილაზას აქტივობის მიხედვით.
Grapevine varieties are distinguished by their chlorophillase enzyme activity.
12511.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
ირკვევა, რომ ყინვაგამძლე ჯიში რქაწითელი ხასიათდება ფერმენტის მაღალი აქტივობით, ვიდრე ნაკლებგამძლე ჯიშები – ჩინური, გორული მწვანე და საფერავი.
The frost-resistant Rkatsiteli variety was found to be characterized by higher activity than the less frost-resistant Chinuri, Goruli Mtsvame and Saperavi.
12512.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
ქლოროფილაზას აქტივობა საკვლევი ჯიშების ფოთლებში აღემატება ქერქისა და მერქნის ფერმენტის აქტივობას.
The chlorophyllase activity in the leaves of the studied varieties exceeds that in the bark and wood.
12513.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
ფერმენტის აქტივობის მაჩვენებელი იცვლება ქლოროფილების შემცველობის შესაბამისად.
The index of enzymatic activity alters according to chlorophyll content.
12514.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
სინათლის გავლენა ფენოლურ ნაერთთა წარმოქმნაზე ჩაის უჯრედების სუსპენზიურ კულტურაში.
The effect of light on the formation of phenolic compounds in the suspension culture of tea plant cells.
12515.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ფენოლურ ნაერთთა წარმოქმნა ჩაის ღეროს უჯრედების სუსპენზიურ კულტურაში სინათლის მოქმედებით.
The formation of phenolic compounds in the suspension culture of tea plant cells under the influence of light has been studied.
12516.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
განათებისას შეიმჩნევა კულტურის ზრდის უმნიშვნელო შემცირება (7%-ით მშრალ წონაზე გადაანგარიშებით).
During illumination a slight decrease of culture growth (7% of dry weight) is observed.
12517.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
უჯრედების ზრდისაგან განსხვავებით, ფენოლურ ნაერთთა და ფლავანების ჯამი სინათლის გავლენით მატულობს შესაბამისად 24 და 40%-ით.
Unlike the cell growth, under the influence of light the total content of phenolic compounds and flavans increases by 24 and 40 per cent, respectively.
12518.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
ამ ნაერთების განსაკუთრებით ინტენსიური წარმოქმნა მიმდინარეობს კულტურის ზრდის სტაციონარულ ფაზაში.
The most intensive formation of these compounds takes place in the stationary phase of the culture growth.
12519.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
ქრომატოგრაფიული ანალიზით დადგინდა, რომ ჩაის უჯრედების კულტურის განათებისას არ აღინიშნება ფენოლურ ნაერთთა შემადგენლობის ცვლილება.
The chromatographic analysis has shown that during illumination of the cell culture the composition of phenolic compounds does not change.
12520.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 105, მცენარეთა ფიზიოლოგია
ისევე როგორც სიბნელეში, ამ შემთხვევაშიც დომინირებენ პროანტოციანიდინები და (-)-ეპიკატექინი.
In this case as well as in the dark, proanthocyanidins and (-)-epicatechin dominate.