მოიძებნა 668068 ჩანაწერი
12621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, აგროქიმია
ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველობა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნიადაგში და მისი გადასვლა ციტრუსოვან მცენარეებში.
The content of natural radioactive elements in some soils of western Georgia and their uptake by citrus plants.
12622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, აგროქიმია
რადიუმის–226 და თორიუმის–228 საშუალო შემცველობა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ძირითადი ტიპის ნიადაგში შეადგენს შესაბამისად 510 და 2160 პიკოკიურის 1 კგ–ზე.
The average content of radium-226 and thorium-228 in the arable layers of some basic soil types of Western Georgia equals 510 and 2160 pcurie per kg, respectively.
12623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, აგროქიმია
ციტრუსოვანი მცენარეების ნაყოფების რადიოაქტიურ ნივთიერებათა ბიოლოგიური შთანთქმის კოეფიციენტი არ შეესაბამება ნიადაგში არსებულ რადიოაქტიურ ნივთიერებათა რაოდენობას.
The ratios of biologic uptake (RBU) of Ra and Th by the fruits are not proportional to the content of radionuclides in the soils.
12624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, აგროქიმია
საშუალოდ რადიუმისა და თორიუმის ბიოლოგიური შთანთქმის კოეფიციენტი ლიმონის ნაყოფისათვის შეადგენს შესაბამისად 1,3 და 0,007. მანდარინისა და ფორთოხლის ნაყოფის რბილობისათვის რადიუმის ბიოლოგიური შთანთქმის კოეფიციენტი ტოლია შესაბამისად 0,5 და 0,9, ხოლო თორიუმისა – შესაბამისად 0,05 და 0,007.
The (RBU) of Ra and Th in lemon fruits are, on the average, 1.3 and 0.007, respectively, whereas in tangerine end orange fruits it is 0.5 and 0.9 and 0.005 and 0.007, respectively.
12625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სუნთქვის ფაზასთან დაკავშირებით ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის ცვალებადობის შესახებ.
On the change of the functional state of the CNS in relation to the respiration phases.
12626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილი იყო ადამიანის მოძრაობითი რეაქციის ფარული პერიოდი შესუნთქვის ფაზაში პირით და ცხვირით სუნთქვისას.
The latent period of human motor reaction has been studied in the inspiratory phase at respiration both through the nose and through the mouth.
12627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ჩასუნთქვის ფაზაში რეაქციის დრო ცხვირით სუნთქვისას ნაკლებია, ვიდრე პირით სუნთქვისას.
In the inspiratory phase the reaction time (RT) was found to be shorter at respiration through the nose than at respiration through the mouth.
12628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს შესაძლოა დაკავშირებულია იმ რეფლექსებთან, რომლებიც წარმოიშობა ცხვირის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებისას.
This may be related to the reflexes arising at the stimulation of the nasal mocous membrane.
12629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ზოგიერთი ფიზიოლოგიური მონაცემი ნაკერის ბირთვების ორმხრივი კავშირების შესახებ უკანა ჰიპოთალამუსსა და თალამუსის სპეციფიურ ბირთვებთან.
Some data of the presence of reciprocal connections of the dorsal raphe nucleus with the posterior hypothalamus and some specific thalamic nuclei.
12630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდებს ვატარებდით მწვავე დაუნარკოზებელ მიორელაქსანტით გაუმოძრავებელ კატებზე.
The experiments were carried out on unanaesthetized immobilized acute cats.
12631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ვსწავლობდით ნაკერის ბირთვების (ნბ) გამოწვეულ აქტივობას.
The evoked neural activity of the dorsal raphe nucleus (DRN) was investigated.
12632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიკროელექტროდული ტექნიკის გამოყენებით ნაჩვენები იქნა, რომ უკანა ჰიპოთალამუსისა და თალამუსის სპეციფიური ბირთვების ელექტრული სტიმულაცია იწვევს ნაკერის დორსალური ბირთვის ნეირონებში როგორც ანტიდრომულ, ისე ორთოდრომულ მონოსინაფსურ პასუხებს.
Using the microelectrode technique, it was determined that when stimulating the posterior hypothalamus and some specific thalamic nuclei antidromic as well as orthodromic responses of DRN neurons were registered.
12633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს გარემოება საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ნაკერის დორსალური ბირთვის სერატონინშემცველი ნეირონები ხასიათდებიან ორმხრივი კავშირებით უკანა ჰიპოთალამუსსა და თალამუსის სპეციფიურ ბირთვებთან.
On the basis of the experimental data obtained the presence of reciprocal connections of DRN neurons with the posterior hypothalamus and some specific thalamus nuclei is suggested.
12634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კალციუმის იონების გავლენა Orconectes limosus–ის აბდომინალური გაჭიმვის რეცეპტორის მოსვენების პოტენციალზე და ტრანსდუქციაზე.
The influence of calcium ions of the resting potential and sensory transduction of the abdominal stretch receptors of Orconectes limosus (RAF).
12635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ექსტრაცელულარულ არეში კალციუმის იონების სხვადასხვა კონცენტრაციის გავლენას ვსწავლობდით მდინარის კიბოს Orconectes limosus –ის აბდომინალური გაჭიმვის რეცეპტორის მოსვენების პოტენციალზე და დინამიურ მახასიათებლებზე.
The influence of different concentrations of calcium ions in the external media upon the resting potential and dynamic characteristics of abdominal stretch receptors was studied in the crayfish, Orconectes limosus (Raf.).
12636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოირკვა, რომ რეცეპტორების გადატანა ისეთ ფიზიოლოგიურ ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალიუმის იონებს, იწვევს მოსვენების პოტენციალის მნიშვნელოვან შემცირებას, ხოლო კალიუმის იონების კონცენტრაციის მატება ფიზიოლოგიურ ხსნარში განაპირობებს მოსვენების პოტენციალის გაზრდას.
The transfer of the receptors into a calcium-free physiological solution was found to result in a strong decrease in the resting potential, while transfer into a solution with increased calcium ion concentration resulted in a increased resting potential.
12637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამპლიტუდურ–სიხშირული მრუდის საშუალებით გაჭიმვის რეცეპტორების დინამიკური მახასიათებლების შესწავლისას გამოირკვა, რომ ექსტრაცელულარულ არეში კალციუმის იონების მომატების ან დაკლების პირობებში ამპლიტუდის მრუდის ყველა მაჩვენებელი უფრო მაღლაა, ვიდრე ნორმალურ პირობებში.
When studying the dynamic characteristics of the stretch receptors in term of an amplitude-frequency function it was observed that either an increase or decrease in the calcium ion concentration of the extracellular medium led to an increase of all values of the amplitude-frequency function above those obtained under normal conditions.
12638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სკოპოლამინის გავლენა თავის ტვინის ადგილობრივი სისხლის ნაკადის რეგულაციაზე.
The effect of scopolamine on the regulation of local blood flow in the brain.
12639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მწვავე ცდებში შევისწავლეთ თეთრი ვირთაგვების თავის ტვინის პიალური არტერიების რეაქციები სკოპოლამინის ინექციისა და აპლიკაციის შემდეგ.
In acute experiments on albino rats the behavior of the cerebral pial arteries was studied during intraperitoneal injection and direct application of scopolamine to the indicated vessels.
12640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნაჩვენებია ამ სისხლძარღვთა სანათურის შემცირება, რაც გამოწვეული უნდა იყოს ქოლინორეცეპტორების ბლოკადით.
The construction of arterial lumen is shown, which appears to be a result of the blocking of muscarinic cholines receptors.