მოიძებნა 668068 ჩანაწერი
12681.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ბოტანიკა
ტაქსონომიური შენიშვნები Ranunculus raddeanus regel –ის კომპლექსის სახეობებზე.
Taxonomic notes on the species of the Ranunculus raddeanus regel complex.
12682.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ბოტანიკა
განხილულია Ranunculus raddeanus Regel-ის და ახლომონათესავე სახეობების R. Sommieri Albov, R. osseticus Ovcz., R. transcaucasicus Kem.-Nath., R. szowitsianus Boiss. ტაქსონომია და ნომეკლატურა.
The author has reviewed the taxonomy and nomenclature of Ranunculus raddeanus Regel and its kindred species: R. Sommieri Albov, R. osseticus Ovcz., R. transcaucasicus Kem.-Nath., R. szowitsianus Boiss.
12683.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, ბოტანიკა
დადგენილია, რომ აღნიშნული სახეობების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული კაკლუჭების და ფოთლების დანაკვთვის ხასიათი და მათი სიმრავლე პოპულაციაში და არეალის ამა თუ იმ ნაწილში.
It is shown that in determining these species account should be taken of the nut shape and character of leaf serration, as well as their mass occurrence in the population and in one or another part of the area.
12684.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გენეტიკა და სელექცია
კომშის ზოგიერთი ჯიშის პოლიემბრიონია და მდედრობითი გამეტოფიტის განვითარების თავისებურებანი.
Peculiarities of female gematophyte development and polyembryony in some varieties of quince.
12685.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გენეტიკა და სელექცია
კომშის ჩვენს მიერ შესწავლილ ჯიშებს (საკომპოტე, ლაგოდეხის, მსხვილნაყოფა, კახური დაბორცვილი) ახასიათებთ მრავალუჯრედიანი არქესპორიუმი.
The quince varieties studied (Sakampote, Lagodekhis mskhvilnaqopa, Kakhuri dabortsvili) were found to be characterized by a multicellular archespore.
12686.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გენეტიკა და სელექცია
მრავალუჯრედიანი არქესპორიალური უჯრედების განვითარების გამო ზოგიერთ თესლკვირტში ვითარდება დამატებითი ორი არაერთნაირად განვითარებული ჩანასახის პარკი.
Owing to the development of archesporial cells, two unequally developed, superimposed embryos are formed in some seed-buds.
12687.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გენეტიკა და სელექცია
ხშირ შემთხვევაში ნორმალური კვერცხუჯრედისა და სინერგიდის გვერდით შეიმჩნევა კვერცხუჯრედის მსგავსი სინერგიდები.
Apart from normal ovule and synergid, numerous cases of the presence of ovular synergids were noted.
12688.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გენეტიკა და სელექცია
დამატებითი ჩანასახის პარკების და კვერცხუჯრედის მსგავსი სინერგიდების არსებობა მიუთითებს, რომ ჩვენს მიერ შესწავლილ ჯიშებს ახასიათებთ როგორც ცრუ, ისე ნამდვილი პოლიემბრიონია.
The presence of the latter, as well as additional embryos, shows that the varieties in question are characterized by both spurious and genuine polyembryony.
12689.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
გურიის მაიკოპის სერიის ნავთობგაზშემცველი ნალექების სტრატიგრაფია.
The stratigraphy of oil- and gas bearing deposits of the Maikop series of Guria.
12690.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
გურიის მაიკოპის სერიის ოსტრაკოდების შესწავლამ საშუალება მოგვცა გამოგვეყო სამი კომპლექსი.
The Ostracoda studies of the Maikop series of Guria allows to distinguish three complexes.
12691.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
პირველი (არგილოეცია კორნიკულატიანი) და მეორე (შიზოციტერე ცელულიანი) გავრცელებულია ქვედა ოლიგოცენში, მესამე (ჰერმანიტეს ოლგა ოლგინი) - შუა ოლიგოცენში.
The first, with Argilloecia corniculata, the second, with Schizocythere cellula (both in the Lower Oligocene), and the third, with Hermanites olgae olgae (Middle Oligocene).
12692.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
ზედაოლიგოცენური და ქვედამიოცენური ნალექები გამოყოფილია მოლუსკური და ფორამინიფერებიანი ფაუნის საფუძველზე.
The Upper Oligocene and Lower Miocene have been identified by means of molluscan and foraminiferal faunas.
12693.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
ცენტრალური აფხაზეთის (მდ. გუმისტის აუზი) ქვედაიურული და აალენური ნალექების სტრატიგრაფიული დანაწილება.
Stratigraphic division of the Lower Jurassic and Aalenian deposits of central Abkhazia (r.Gumista basin).
12694.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
ახალი მონაცემები, მიღებული მდ. ჩედიმის ხეობის ჭრილიდან და იმ შრეებიდან, საიდანაც დღემდე ფაუნის ნაშთები არ იყო ცნობილი, მნიშვნელოვნად ავსებს ცენტრალური აფხაზეთის ქვედაიურულ-აალენური ნალექების პალეონტოლოგიურ დახასიათებას და მათ სტრატიგრაფიულ დანაწილებას.
New data on the r.Chedym valley section and fauna obtained from the strata where no faunistic remnants had been previously known allows a considerably more complete paleontological characterization of the Lower Jurassic-Aalenian deposits of Central Abkhazia as well as their stratigraphic subdivision.
12695.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
აქ ნაპოვნი ამონიტების ვერტიკალური გავრცელების ანალიზი დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ზონის დადგენის საშუალებას იძლევა.
An analysis of the vertical distribution of ammonites in this section allows to distinguish several West-European zones.
12696.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
კალიუმის, ლითიუმის და რუბიდიუმის განაწილება ჭიათურის მანგანუმის საბადოზე.
On the distribution of potassium, lithium and rubidium in the Chiatura manganese deposit.
12697.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
განხილულია კალიუმის, ლითიუმის და რუბიდიუმის განაწილება ჭიათურის მანგანუმის საბადოზე.
The distribution of potassium, lithium and rubidium in the Chiatura manganese deposit is presented.
12698.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ იშვიათი ტუტე-ელემენტების ნაწილი მეტეორიტული ბუნებისაა.
The meteoritic nature of a part of the rare alkaline elements is suggested.
12699.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
ქვედააპტური ზონის Dufrenoya furcata-ს არსებობის შესახებ ძირულას მასივის სამხრეთ პერიფერიაზე.
On the existence of a Dufrenoya furcata zone in the southern periphery of the Dzirula massif.
12700.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 106, გეოლოგია
ღორეშა-ხარაგაულის სინკლინის ჩრდილო-დასავლეთი ფრთის ქვედააპტური ნალექების ზედა ნაწილი შეიცავს ამონიტურ კომპლექსს, რომელიც დამახასიათებელია სსრ კავშირის სამხრეთისა და დასავლეთი ევროპის უმეტესი რეგიონების Dufrenoya furcata-ს ზონისათვის.
In the north-western limb of the Goresha-Kharagouli syncline the upper part of the Lower Aptian deposits contain an ammonite complex which is characteristic of the Dufrenoya furcata zone of most regions of Southern USSR and Western Europe.