მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129261.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ზემოთ ნახსენები კლასიფიკაციის მრავალღერძული სისტემა ნაწილობრივ ასახავს ამ თვალსაზრისს.
The advent of multiaxial systems of classification, mentioned above, in part reflects this perspective.
129262.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ზოგიერთი ფსიქიატრიული კომორბიდობა ფაქტიურად ამის არტეფაქტია.
Some psychiatric comorbidity is in fact an artefact of this.
129263.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ტერმინი კომორბიდობა მოიცავს ორ განსხვავებულ გარემოებას:
The term comorbidity covers two different circumstances:
129264.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
აშლილობებს, რომლებიც ამჟამად განიხილება, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული.
Disorders that are currently considered to be distinct.
129265.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს ერთი დაავადების პროცესთან, რომელიც ორი ან მეტი კლინიკური სურათით ვლინდება და ცოდნის ნაკლებობის ან კლინიკური შეთანხმების გამო ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განიხილება.
In other words, there is one disease process, but there are two or more clinical manifestations, which are currently diagnosed separately owing to lack of knowledge or because of clinical convention.
129266.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
აშლილობებს, რომლებიც მიზეზობრივად არ არიან დაკავშირებული.
Disorders that are causally unrelated.
129267.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
აღსანიშნავია, რომ კომორბიდობაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როცა დაკმაყოფილებულია ორი ან მეტი აშლილობის კრიტერიუმი.
Note that comorbidity applies only when the criteria for two or more diagnoses are met.
129268.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ეს ტერმინი არ გამოიყენება იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც დიაგნოსტიკურ კატეგორიებში ვერ თავსდებიან და ვერ აკმაყოფილებენ ვერც ერთი კატეგორიის კრიტერიუმს.
This term should not be used for patients who fall between diagnostic categories but who do not meet the criteria for any one of them.
129269.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
სანდოობა და ვალიდურობა.
Reliability and validity.
129270.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქიატრიული დიაგნოზის სანდოობა.
Reliability of psychiatric diagnoses.
129271.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
1950-იან და 1960-იან წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ფსიქიატრებს შორის არსებობს აშკარა უთანხმოება დიაგნოსტირების თაობაზე, რაც ორი მთავარი მიზეზითაა გამოწვეული.
Studies conducted in the 1950s and 1960s demonstrated substantial diagnostic disagreement between psychiatrists, which arose for two main reasons.
129272.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ინტერვიუირების ტექნიკა და ფსიქიატრების მახასიათებლები.
The interviewing technique and characteristics of the psychiatrist.
129273.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
დიაგნოსტიკური ტერმინებისა და კრიტერიუმების სხვადასხვაგვარი გამოყენება.
The differing use of diagnostic terms and criteria.
129274.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
უკანასკნელ პერიოდამდე არ არსებობდა საკვანძო ტერმინების ფართოდ მიღებული ლექსიკონი ან განსაზღვრებები.
Until recently, there were no widely accepted glossaries or definitions of key terms.
129275.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქიატრები სიმპტომებისა და სინდრომებისთვის ერთსა და იმავე კრიტერიუმებს იყენებდნენ.
Psychiatrists were using the same criteria for symptoms and syndromes.
129276.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
სტენგელის მიერ ჩატარებულმა ძირითადმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „არსებობს ქაოსი კლასიფიკაციების გამოყენებაში“.
A key study by Stengel illustrated "the chaotic state of the classifications in use".
129277.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
28-დან ერთსაც არ ახლდა რაიმე მითითება შემადგენელი ტერმინების მნიშვნელობის შესახებ.
None of the 28 was accompanied by any indication of the meaning of the constituent terms.
129278.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
დიაგნოზების გარშემო არსებული უთანხმოების 62% წარმოიშვა დიაგნოსტიკური იარლიყების არაადეკვატური გამოყენების გამო, 32% -ინტერვიუს არაადეკვატური ტექნიკის და მხოლოდ 5%- პაციენტების არათანმიმდევრულობის გამო.
62% of diagnostic disagreement arose from inadequate use of diagnostic labels, 32% from inadequate interview technique, and only 5% was due to inconsistency in the patient.
129279.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
დიაგნოსტიკური კრიტერიუმის საერთაშორისო გამოკვლევა.
International study of diagnostic criteria.
129280.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ძირითად გამოკვლევას წარმოადგენდა აშშ-ბრიტანეთის დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც მოჰყვა იმის დემონსტრირებას, რომ მანიაკალური დეპრესიისა და შიზოფრენიის დიაგნოსტიკური მაჩვენებლები ამ ორ ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
A key study was the US– UK Diagnostic Study, which followed on from the demonstration that both diagnostic rates for manic depression and schizophrenia differed considerably between the two countries.