მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129201.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ძირითადი აშლილობებია დემენცია, დელირიუმი და სხვა ნეიროფსიქიატრიული სინდრომები.
The core disorders are dementia, delirium, and the other neuropsychiatric syndromes.
129202.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
„ფუნქციური აშლილობა“ არის ტერმინი, რომელიც ყველა სხვა სახის ფსიქიკური აშლილობის მიმართ გამოიყენება.
"Functional disorder" is a term used for all other psychiatric disorders.
129203.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
კლასიფიკაციის თვალსაზრისით, ორგანულ-ფუნქციურ დაყოფას ორი ძირითადი ასპექტი გააჩნია:
The organic–functional dichotomy has two main implications for classification.
129204.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფუნქციურ აშლილობებს არ გააჩნიათ ბიოლოგიური საფუძველი, ხოლო ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები ირელევანტურია ორგანული აშლილობების მიმართ.
Functional disorders have no biological basis, whilst psychological and social factors are irrelevant to organic disorders.
129205.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ამას პრაქტიკული ასპექტი გააჩნია, რამდენადაც „ორგანული“ განსაზღვრავს აშლილობებს ეტიოლოგიური თვალსაზრისით, მაშინ, როცა ყველა სხვა ფსიქიკური აშლილობა მხოლოდ აღწერითია.
It has practical implications, since the "organic" defines disorders aetiologically, whereas all other psychiatric disorders are purely descriptive.
129206.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
არსებობს საერთო შეთანხმება, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო, ორგანულ-ფუნქციური დიქოტომია არც ვალიდურია და არც სასარგებლო.
There is general agreement that, for these and other reasons, the organic – functional dichotomy is neither valid nor helpful.
129207.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
თუმცა, სხვა ალტერნატივამდე მისვლა უფრო რთული აღმოჩნდა.
However, it has proved difficult to come up with other alternative.
129208.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქოზი და ნევროზი.
Neurosis and psychosis.
129209.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
წარსულში ფსიქოზებისა და ნევროზების ცნებები მნიშვნელოვანი იყო კლასიფიკაციურ სისტემათა უმრავლესობაში.
In the past, the concepts of neurosis and psychosis were important in most systems of classification.
129210.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ეს ტერმინები დღემდე იხმარება, როგორც ზოგადი დესკრიპტორები, რის გამოც მნიშვნელოვანია გავეცნოთ ამ ცნებების ისტორიას.
In everyday clinical practice these terms are still useful as general descriptors, so it is of relevance to understand their history.
129211.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქოზი.
Psychosis.
129212.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ტერმინი „ფსიქოზი“ შემოთავაზებული იყო ფოიხტერსლებენის მიერ, რომელმაც 1845 წელს გამოსცა წიგნი სათაურით „სამედიცინო ფსიქოლოგიის პრინციპები“.
The term psychosis was suggested by Feuchtersleben, who in 1845 published a book entitled Principles of Medical Psychology.
129213.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ავტორს შემოაქვს ტერმინი „ფსიქოზი“ მძიმე ფსიქიკური აშლილობების აღსანიშნავად.
Author proposes the term psychosis for severe mental disorders.
129214.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ის წერდა: „ყველა ფსიქოზი არის იმავდროულად ნევროზი, მაგრამ ყველა ნევროზი არ არის ფსიქოზი“.
He wrote that "every psychosis is at the same time a neurosis, but not every neurosis is a psychosis".
129215.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მრავალი სირთულე, რომელიც დღეს „ფსიქოზისა“ და „ნევროზის“ განსაზღვრებას უკავშირდება, სწორედ აქედან მომდინარეობს.
Many of the difficulties encountered today in defining the terms neurosis and psychosis are related to these origins.
129216.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი „ფსიქოზი“ აღნიშნავს მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს და მოიცავს შიზოფრენიას და ზოგიერთ ორგანულ და აფექტურ აშლილობას.
In modern usage, the term psychosis refers broadly to severe psychiatric disorders, including schizophrenia, and some organic and affective disorders.
129217.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
უამრავი კრიტერიუმი იქნა შემოთავაზებული უფრო ზუსტი განსაზღვრების ფორმულირების მიზნით, მაგრამ ყველა მათგანს გარკვეული პრობლემები უკავშირდება.
Numerous criteria have been proposed to formulate a more precise definition, but there are problems with all of them.
129218.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ზოგიერთი ნევროზი მძიმეა და დამაუძლურებელი.
Some neuroses are severe and disabling.
129219.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ხშირად კრიტერიუმად ინსაითის ნაკლებობას იყენებენ, მაგრამ თავად „ინსაითის“ განსაზღვრა საკამაოდ რთულია.
Lack of insight is often suggested as a criterion, but insight itself is difficult to define.
129220.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
რამდენადმე ზუსტი კრიტერიუმია სუბიექტური გამოცდილებისა და ობიექტური რეალობის ერთმანეთისგან გარჩევის უუნარობა, რაც ჰალუცინაციისა და ბოდვის დროს გვხვდება.
A somewhat more straightforward criterion is the inability to distinguish between subjective experience and objective reality, as shown by the presence of delusions and hallucinations.