მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129341.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ამოღებულ იქნა მრავალი ფსიქოდინამიკური ცნება.
Psychodynamic concepts were largely eliminated.
129342.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ზოგიერთი მდგომარეობისთვის, ავადმყოფობის ხანგრძლივობა წარმოდგენილი იყო, როგორც დიაგნოსტიკური კრიტერიუმი.
For some conditions, duration of illness was introduced as a diagnostic criterion.
129343.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ასკ-10-ისა და დსმ-IV-ის ურთიერთშედარება.
Comparing ICD-10 and DSM-5.
129344.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ასკ-10 და დსმ-IV პარალელურად ჩამოყალიბდა და, რათა ზედმეტი განსხვავებები თავიდან აეცილებინათ, ორ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფებს შორის ხშირი კონსულტაციები მიმდინარეობდა.
ICD- 10 and DSM- IV were developed in parallel and, to avoid unnecessary differences, there was close consultation between the working parties preparing the two documents.
129345.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ეს ძალისხმევა დიდად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სისტემები იზიარებდნენ უმთავრეს ცნებებსა და კატეგორიებს, თუმცა, მათ შორის ზოგიერთი განსხვავება შეინიშნება.
The efforts were largely successful, with the systems sharing most fundamental concepts and categories, but there were some differences.
129346.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მათი უმეტესობა უმნიშვნელოა და შესაბამის თავებშია განხილული.
Most of these are minor and are discussed in the relevant chapters.
129347.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
შიზოფრენიის დიაგნოსტირებისთვის საჭირო სიმპტომების ხანგრძლივობა.
The duration of the symptoms required for a diagnosis of schizophrenia.
129348.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ტერმინები „ნევროტული“ და „ნევრასთენია” არ გამოიყენება დსმ-IV-ში.
Terms such as neurotic and neurasthenia are not used in DSM-5.
129349.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ეს ორი კლასიფიკაცია უფრო მეტად ავსებს, ვიდრე ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
It is important to realize that the two classifications are complementary rather than in competition.
129350.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ასკ-10 შეიქმნა საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად და განკუთვნილია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც თავისი კულტურა, სპეციფიკური პროფესიული საჭიროებები და ტრადიციები გააჩნია.
ICD-10 results from an international effort, and is designed for use in all countries with their cultures, professional needs, and traditions.
129351.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
DSM-IV არის ნაციონალური კლასიფიკაცია, რომელიც ასახავს მისი შემქმნელი ორგანიზაციის - ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის პროფესიულ, საგანმანათლებლო და ფინანსურ პრიორიტეტებს.
DSM-5 is a national classification, and reflects the professional, educational, and financial priorities of its parent organization, the American Psychiatric Association.
129352.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ფსიქიატრიული კლასიფიკაციის ახლანდელი და მომავალი საკითხები.
Current and future issues in psychiatric classification.
129353.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ამ თავში განხილულია მრავალი საკითხი კლასიფიკაციის შესახებ, რაც აქტიური დებატების საგნად რჩება.
Many of the issues relating to classification discussed in this chapter continue to be under active debate.
129354.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ამ ნაწილში წამოწეულია ზოგიერთი დამატებითი საკითხიც, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ მომავალ პროცესებზე.
This section raises some additional issues, especially those that may influence future developments.
129355.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
მიუხედავად იმისა, რომ ასკ-10 და დსმ-IV კლასიფიკაციები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ნაციონალურ მიდგომებს, რამდენიმე თვალსაზრისით ლოკალური და კულტურალური ფაქტორები კლასიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი რჩება.
Although ICD-10 and DSM-4 make national approaches to classification less important, local and cultural factors remain important in classification in several respects.
129356.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ზოგიერთი ქვეყნის ფსიქიატრები და ექიმები, სადაც არსებობს შეხედულებათა ტრადიციული და ფართო სისტემები ჯანმრთელობისა და დაავადების შესახებ, ზოგჯერ გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შექმნილი კლასიფიკაციები ზედმეტად აცალკევებენ ერთმანეთისაგან სხეულსა და ფსიქიკას.
Psychiatrists and physicians in countries that have their own longstanding and comprehensive systems of ideas about health and illness sometimes complain that classifications developed in Europe and North America give too much emphasis to separation of mind and body.
129357.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ასეთი მიდგომა იწვევს პრობლემებს დასავლეთის მედიცინაში და ყველასთვის გასაგები არ არის.
This approach causes problems in western medicine and is not understood at all elsewhere.
129358.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
ამ საკითხების გამოკვლევა რთულია, რადგან უცხოელებმა შეიძლება ვერ დააფასონ კულტურალური და ადგილობრივი ფაქტორების მნიშვნელობა.
Investigation of these issues is difficult, as outsiders may not appreciate important cultural and local factors.
129359.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
„კულტურისთვის სპეციფიკური“ აშლილობების ნუსხა ასკ-10-ის დამატებას წარმოადგენს.
A list of "culture- specific" disorders is provided as appendices to ICD-10.
129360.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 2, კლასიფიკაცია
დღეისთვის მოპოვებული მწირი ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ ამ მდგომარეობათა უმეტესობა წარმოადგენს შფოთვის, დეპრესიისა და ძალადობრივი ქცევის კულტურით გამოწვეულ ვარიაციებს და არა სხვადასხვა ტიპის აშლილობას.
The limited information available at present suggests that most of these conditions are culturally influenced varieties of anxiety, depression, and violent behaviour, rather than disorders of different types.