მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129601.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თანმიმდევრობა ტრადიციულია და კონცეპტუალურად სასარგებლო, პრაქტიკაში ანამნეზსა და ფსიქიკურ სტატუსს შორის მკვეთრი საზღვრის გავლება შეუძლებელია.
Although the distinction is traditional, and conceptually useful, in practice the boundary between the history and the mental state examination is somewhat impossible.
129602.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
კერძოდ, ახლო წარსულში არსებული ნიშნები და სიმპტომები, ჩვეულებრივ, აღწერილია ფსიქიკურ სტატუსში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ფენომენი უშუალოდ ინტერვიუირების დროს არ ვლინდება.
In particular, very recent symptoms and signs are often recorded in the mental state examination, even if the phenomena are not revealed during the interview.
129603.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სიმპტომები და ნიშნები, რომლებზეც ქვემოთაა საუბარი, პირველ თავშია აღწერილი.
The symptoms and signs referred to in the following account are described in Chapter 1.
129604.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ფსიქიკური სტატუსის გამოკვლევით ხდება მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინფორმაციის მოპოვება.
The mental state examination provides most of the key diagnostic information.
129605.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გარეგნობა და ქცევა.
Appearance and behavior.
129606.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ზოგადი შთაბეჭდილება გარეგნობაზე.
General impression of appearance.
129607.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტის გარეგნობას უდიდესი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.
The appearance of the patient has the greatest diagnostic value.
129608.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გამოცდილი კლინიცისტი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხშირად, წინასწარ დიაგნოზს პაციენტთან შეხვედრის პირველივე წუთებიდან სვამს.
Experienced clinicians often make provisional diagnoses within minutes of meeting a patient, relying heavily on this information.
129609.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტზე დაკვირვება მასთან შეხვედრისთანავე იწყება.
The process of observation starts from the first moment you see the patient.
129610.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
როგორ იქცევა იგი მოსაცდელ ოთახში ყოფნისას?
What is his behaviour in the waiting room?
129611.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
წყნარად ზის, ბოლთას სცემს, თუ თავისთვის იცინის?
Are they sitting quietly, pacing around, or laughing to themselves?
129612.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
როგორ პასუხობს მისალმებას?
When greeted, what is their response?
129613.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ოთახში შემოსვლისას აღენიშნება თუ არა პარკინსონიზმის ან ატაქსიის დარღვევები?
As they walk towards the room, is there evidence of parkinsonism or ataxia?
129614.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ჭუჭყიანი, მოუწესრიგებელი ტანსაცმელი მიუთითებს საკუთარი თავის უგულებელყოფაზე.
A dirty, unkempt clothes may indicate self- neglect.
129615.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მანიაკალურ პაციენტებს შეიძლება ეცვათ ჭრელი ან შეუფერებელი ტანსაცმელი.
Manic patients often dress brightly or incongruously.
129616.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ზოგჯერ უცნაური ჩაცმულობა გარკვეულ დიაგნოზზე მიანიშნებს.
Sometimes an oddity of dress may provide the clue to diagnosis.
129617.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
წონაში მნიშვნელოვანი კლების ნიშნების არსებობისას ეჭვი უნდა მივიტანოთ დეპრესიაზე, ნერვულ ანორექსიას ან სომატურ დაავადებებზე.
An appearance suggesting recent weight loss should alert the observer to the possibility of depressive disorder, anorexia nervosa, or physical illness.
129618.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სახის გამომეტყველება და ემოციების გამოხატვა.
Facial appearance and emotional expression.
129619.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სახის გამომეტყველება გვაწვდის ინფორმაციას გუნებგანწყობის შესახებ.
The facial appearance provides information about mood.
129620.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
დეპრესიის დროს ტუჩის კუთხეები დაწეულია; წარბებს შორის აღინიშნება ვერტიკალური ღარები.
In depression, the corners of the mouth are turned down, and there are vertical furrows on the brow.