მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129621.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შფოთვის მქონე პაციენტს შუბლზე ჰორიზონტალური ღარები, თვალის ქუთუთოებს შორის გაფართოებული ნაპრალი და დილატირებული გუგები აქვს.
Anxious patients have horizontal creases on the forehead, widened palpebral fissures, and dilated pupils.
129622.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სახის გამომეტყველება შეიძლება გამოხატავდეს გაღიზიანებას და გაბრაზებას.
Facial expression may reflect irritability, or anger.
129623.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სახის გამომეტყველება შეიძლება ფიზიკურ დაავადებაზეც მიგვანიშნებდეს, მაგ., თირეოტოქსიკოზზე.
The facial appearance may also suggest physical disorders (e.g. thyrotoxicosis).
129624.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პოზა და მოძრაობა.
Posture and movement.
129625.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პოზა და მოძრაობა ასევე ასახავს გუნება-განწყობას.
Posture and movement also reflect mood.
129626.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
დეპრესიული პაციენტისთვის დამახასიათებელია მხრებში მოხრილი ჯდომა; მას თავი დახრილი აქვს და მზერა ქვევითაა მიმართული.
A depressed patient characteristically sits with hunched shoulders, with the head and gaze inclined downwards.
129627.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შფოთვის მქონე პაციენტი შეიძლება იჯდეს სკამის კიდეზე, სკამის გვერდებზე ხელებჩაჭიდებული.
An anxious patient may sit on the edge of their chair, with their hands gripping its sides.
129628.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შფოთვის მქონე პაციენტს, რომელიც იმყოფება აჟიტირებული დეპრესიის მდგომარეობაში, ახასიათებს ტრემორი, მოუსვენრობა.
Anxious patients with agitated depression may be tremulous and restless.
129629.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
იგი ხელით ეხება სამკაულებს ან აწვალებს ფრჩხილებს.
He is touching jewellery or picking at their fingernails.
129630.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მანიაკალური პაციენტი არის ზეაქტიური და მოუსვენარი.
Manic patients are overactive and restless.
129631.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მოძრაობის სხვა დარღვევები მოიცავს მოგვიანებით დისკინეზიას და მოტორულ ნიშნებს, რომელიც ძირითადად კატატონური შიზოფრენიისთვისაა დამახასიათებელი.
Other abnormalities of movement include tardive dyskinesia and the motor signs seen mainly in catatonic schizophrenia.
129632.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სოციალური ქცევა.
Social behavior.
129633.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტის სოციალური ქცევა და ურთიერთობები განპირობებულია მისი პიროვნული თვისებებით და, როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, ინტერვიუს მიმართ დამოკიდებულებით.
The patient’s social behaviour and interactions are influenced by their personality and by their attitude to the interview as outlined above.
129634.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გარდა ამისა, ქცევაზე შეიძლება გავლენას ახდენდეს ფსიქიკური აშლილობა და, ამდენად, იგი დიაგნოსტიკური ინფორმაციის მატარებელია.
However, their behaviour can also be influenced by psychiatric disorder, so it provides source of diagnostic information.
129635.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მანიაკალური პაციენტები მიდრეკილნი არიან ზედმეტი ფამილიარობისა და თავშეუკავლობისაკენ, ხოლო დემენციის მქონე პაციენტები ისე იქცევიან, თითქოს ისინი სამედიცინო ინტერვიუზე არ იმყოფებოდნენ.
Manic patients tend to be unduly familiar or disinhibited, whereas those with dementia may behave as if they were somewhere other than in a medical interview.
129636.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შიზოფრენიის მქონე პაციენტები, შესაძლოა, საკუთარ თავში ჩაკეტილნი და თავიანთი ფიქრებით მოცულები იყვნენ.
A person with schizophrenia may be withdrawn and preoccupied.
129637.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ანტისოციალური პიროვნული დარღვევის მქონე პაციენტები შეიძლება აგრესიას ავლენდნენ.
A person with antisocial personality disorder may behave aggressively.
129638.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ სოციალური ქცევა ძალიან უჩვეულოა, ზუსტად უნდა აღწეროთ, თუ რა არის მასში უჩვეულო.
If the social behaviour is highly unusual, note what exactly is unusual.
129639.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მეტყველება.
Speech.
129640.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მეტყველება შეიძლება იყოს უჩვეულოდ სწრაფი.
Speech may be unusually fast.