მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13001.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, არქეოლოგია
რომაელთა გარნიზონი IV-V სს. ბიჭვინთაში.
A roman garrison in Bichvinta in the 4<sup>th</sup>-5<sup>th</sup> centuries.
13002.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
ულტრაბგერითი რხევების შესაძლო როლის შესახებ მცენარეების ჰიდრავლიკასა და ელექტროფიზიოლოგიაში.
On the possible role of ultrasonics in plant hydraulics and electrophysiology.
13003.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
მცენარეების სამოტორო აქტიურობის ეფექტები შეიძლება აიხსნას იმით, რომ ფესვებსა და კრონაში გენერირებენ ულტრაბგერითი რხევები.
The presence of ultrasound fields also accounts for a number of manifestations of plant motor activity.
13004.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
სხვადასხვა მეთოდი იძლევა ერთი რიგის შეფასებებს ულტრაბგერითი სიხშირეებისათვის - 150-200 კგც ქსილემის ნაკადში და დაახლოებით 0,5 მგ გც ფლოემის ნაკადში.
Determinations of ultrasound frequency according to different methods yield same orders of values for the xylem flux: 150-200 kHz, and for the phloem flux of the order of 0,5 MHz.
13005.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
ულტრაბგერით დასხივებული ნატიური ტროპომიოზინის აქტინთან ურთიერთქმედება.
The interaction of sonicated native tropomyosin with actin.
13006.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
შესწავლილია აქტინის ურთიერთქმედება ულტრაბგერით დასხივებული ნატიური ტროპომიოზინის პრეპარატებთან.
It is shown that sonication of native tropomyosin improves its interaction with actin.
13007.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერის ზემოქმედების შედეგად ნატიური ტროპომიოზინი კარგავს თავის ბიოლოგიურ აქტივობას.
Long-term exposure of native tropomyosin preparations to an ultrasound of high intensity leads to a loss of their biological activity.
13008.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
სხვადასხვა ორგანულ გამხსნელებში სინგლეტური ჟანგბადით ქოლესტერინის ჟანგვის შედარებითი ანალიზი.
Comparative analysis of cholesterol oxidation by singlet oxygen in various organic solvents.
13009.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
შევისწავლეთ სინგლეტური ჟანგბადის მიერ ქოლესტერინის ჟანგვა სხვადასხვა ორგანულ გამხსნელში (ეთანოლი, ბენზოლი, CCl<sub>4</sub>).
Cholesterol oxidation by singlet oxygen in various organic solvents (ethanol, benzene CCl<sub>4</sub>) has been studied.
13010.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინის ჟანგვა ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს CCl<sub>4</sub>-ში, სადაც სინგლეტური ჟანგბადის სიცოცხლის ხანგრძლივობა 700 მკ სეკუნდია.
Cholesterol oxidation appeared to develop most intensively in CCl<sub>4</sub>, where the life time of singlet oxygen is 700 mcsec.
13011.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოფიზიკა
ნიშნული ქოლესტერინის განაწილების შესწავლამ გვიჩვენა, რომ მისი ძირითადი რაოდენობა აკუმულირდება 7-კეტონების ფრაქციაში, რომლებიც წარმოადგენენ სინგლეტური ჟანგბადით ქოლესტერინის ჟანგვის დამახასიათებელ პროდუქტებს.
Investigation of the labelled cholesterol distribution has shown that its major amount is accumulated in the fraction of 7-ketones, which represent characteristic products of cholesterol oxidation by singlet oxygen.
13012.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
მოზრდილი ცხოველების და ემბრიონების თავის ტვინში ფოსფოდიესთერაზული აქტივობის შესწავლა თავის და სხეულის ზოგადი და ლოკალური დასხივების დროს.
Study of cAMP phosphodiesterase activity in the brain at local and general irradiation of the head and body of adult rabbits and embryos.
13013.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ბოცვერის ერთჯერადი ზოგადი დასხივება 800 რენტგენით იწვევს ციკლური ამფ ფოსფოდიესთერაზის აქტივობის სხვადასხვა ხარისხით დათრგუნვას თავის ტვინის ქერქში, მოგრძო ტვინში, ნათხემში და თალამუსში.
A single general irradiation of rabbits at the dose of 800 p causes varying degrees of inhibition of the cAMP phosphodiesterase activity in the cortex, medulla oblongata, cerebellum and thalamus.
13014.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
ცხოველის თავისა და სხეულის ლოკალური დასხივებისას თავის ტვინის შესწავლილ უბნებში აღინიშნება ფოსფოდიესთერაზული აქტივობის სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებები.
Local irradiation of the animal’s body and head leads to marked changes in the enzymatic activity in different brain areas.
13015.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
ანალოგიური ცვლილებები აღინიშნება ახალდაბადებული ბაჭიის თავის ტვინში დედა კურდღლის ზოგადი დასხივების დროს.
Analogous changes were detected in the brain of newborn rabbits after preliminary irradiation of the female.
13016.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
მიტოქონდრიების გარე და შიდა მემბრანების ფოსფოლიპიდთა დეგრადაცია დაბალი ტემპერატურით მოქმედებისას.
Degradation of the phospholipids of the outer and inner membranes of mitochondria under exposure to low temperature.
13017.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
მიტოქონდრიების სუბოპტიმალური სიჩქარით გაყინვისას ნაჩვენებია თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის მნიშვნელოვანი ზრდა უპირატესად გარე მემბრანებში როგორც ნელი, ისე სწრაფი გალღობის პირობებში.
The cooling of mitochondria at suboptimal rate caused a substantial increase of the content of free fatty acids, predominantly in the outer membranes in conditions of both slow and rapid rewarming.
13018.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
სუპრაოპტიმალური სიჩქარით გაყინვისას თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის ზრდა უმნიშვნელოა სწრაფი გალღობის შემთხვევაში, მაგრამ ნელი გალღობის შემთხვევაში კარგად შეიმჩნევა არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მემბრანებშიც, განსაკუთრებით მიტოქონდრიების ჰიპოტონურ ხსნარში გაყინვისას.
When cooled at supraoptimal rate, the increase of the content of free fatty acids is slight at rapid rewarming, but is pronounced at slow rewarming not only in the outer but in the inner membranes as well, in particular when mitochondria are cooled in a hypotonic solution.
13019.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
როგორც ჩანს, ეს ეფექტი გამოწვეულია მიტოქონდრიებში წარმოქმნილი ყინულის დამაზიანებელი მოქმედებით მემბრანებზე.
This rise is apparently caused by the detrimental effect on the membranes of the intramitochondrial ice formed under these conditions
13020.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ბიოქიმია
სხვადასხვა ფორმის აზოტის ჩართვის დინამიკა ჩაის ფოთლის თავისუფალ ამინომჟავებში.
The dynamics of the uptake of different forms of nitrogen by free amino acids of tea leaves.