მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13061.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოფიზიკა
მუდმივი სიმკვრივის განსაზღვრა სიმძიმის ძალის ვერტიკალური წარმოებულის საშუალებით.
Determination of the density constant by means of the vertical component of the gravity derivative.
13062.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოფიზიკა
გრავიმეტრიის პირდაპირი სამგანზომილებიანი ამოცანის ამოხსნა ამოზნექილფუძიანი ვერტიკალური მრავალწახნაგა პრიზმისათვის.
Solution of a three-dimensional direct gravity problem for a polygonal vertical prism with a convex base.
13063.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოფიზიკა
გრავიტაციული ველის gz მდგენელი, მიღებული ლოგარითმული სახის ფორმულებით, უფრო სწრაფად გამოითვლება, ვიდრე შებრუნებული ტრიგონომეტრიული ფუნქციებით.
The derived logarithmic formulae allow a speedier calculation of the gz component of the gravity field than do inverse trigonometric functions.
13064.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოფიზიკა
ელჭექის ღრუბელში იონების სტაციონარული განაწილების შესახებ.
On the stationary distribution of ions in a thundercloud.
13065.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოფიზიკა
განხილულია ორივე ნიშნის იონების სტაციონარული განაწილება ღრუბლის სიმაღლის მიხედვით ჰაერის ნაკადის სიჩქარის ვექტორის V და ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორის E მუდმივობის შემთხვევაში.
The paper presents the results of an analytic solution of an equation of stationary distribution of positive and negative ions according to the cloud altitude under the assumption of the constancy of the flow velocity vector V and of the electric field intensity E of the thundercloud.
13066.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ იონების განაწილების კანონზომიერება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია E და V ვექტორების მნიშვნელობათა თანაფარდობაზე.
The regular distribution of ion concentration is shown to depend strongly on the correlation of the numerical values of the V and E vectors.
13067.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოქიმია
ურანის და მისი თანამგზავრი ელემენტების მიგრაცია დიღომი–საბურთალოს დეპრესიის სტრატიგრაფიულ ჭრილში.
Migration of uranium and associated elements within the stratigraphic section of the Digomi-Saburtalo depression.
13068.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოქიმია
მოცემულია ურანის და მისი თანამგზავრი ელემენტების განაწილებისა და მიგრაციის გეოქიმიური კანონზომიერება დიღომი–საბურთალოს დეპრესიის სტრატიგრაფიულ ჭრილში.
Geochemical regularities of the distribution and migration of uranium and associated elements within the stratigraphic section of the Digomi-Saburtalo depression are presented.
13069.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოქიმია
ნაჩვენებია, რომ თერმული წყლების ტუტე–გოგირდწყალბადიანი გეოქიმიური ბარიერი ზღუდავს შესწავლილი ელემენტების მინერალიზაციის ეფექტს.
It is deduced that the alkaline hydrogen sulphide geochemical barrier of thermal waters restricts the emergence of the accumulation effect of the elements under study.
13070.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოქიმია
ზოგიერთი მიკროელემენტის შემცველობა ერუშეთის ზეგნის ახალგაზრდა ვულკანურ წარმონაქმნებში.
The content of some trace elements in recent volcanic rocks of Erusheti plateau.
13071.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოქიმია
წერილში აღწერილია ახალი მონაცემები ერუშეთის ზეგნის ახალგაზრდა ვულკანიტებში ზოგიერთი მიკროელემენტის განაწილების შესახებ.
New evidence is presented on the distribution of some minor elements in the recent volcanic and volcan-sedimentary formations of Erusheti plateau.
13072.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოქიმია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღნიშნულ ქანებში დადგენილი ელემენტების განაწილების თავისებურება შესაძლებელია გაპირობებული იყოს ფუძე მაგმის მიერ მჟავე ქანების ასიმილაციით და კონტამინაციით.
It is suggested that the specificities of distribution of the cited elements in the indicated rocks may be due to the processes of assimilation and contamination.
13073.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოქიმია
ამიერკავკასიის შუალედური მასივის უძველესი ფუნდამენტის ჩამოყალიბება.
The formation of the ancient foundation of the Transcaucasian middle massif.
13074.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, გეოქიმია
ლოქის და ხრამის კრისტალური ფუნდამენტის შვერილების შემადგენლებში ტყვიის იზოტოპური შემცველობის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება ამიერკავკასიის შუალედური მასივის უძველესი ფუნდამენტის ჩამოყალიბების შესახებ.
On the basis of the lead-isotope data of Loki and Khrami bulges an assumption is made concerning the ancient foundation of the Transcaucasian middle massif.
13075.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, დრეკადობის თეორია
დრეკადობის თეორიის ბრტყელი საკონტაქტო ამოცანა წრიული ხვრელისათვის.
A plane contact problem of the theory of elasticity for a circular opening.
13076.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, დრეკადობის თეორია
შესწავლილია ხისტი შტამპის წონასწორობის ამოცანა წრიული ხვრელის მქონე დრეკადი სიბრტყის საზღვარზე, როცა ცილინდრული სხეულების შეხება ხდება ხახუნის ძალების გათვალისწინებით.
The equilibrium problem of a rigid punch on a circular hole in an elastic plane, when the contact between the circular bodies takes place with account of the frictional forces along a considerable part of their boundaries, is studied.
13077.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ეთნოგრაფია
ქართულ ხალხურ სიმღერებში კომპლექსური მრავალხმიანობის წარმოშობის საკითხისათვის.
Concerning the origin of complex polyphony in Georgian folk-songs.
13078.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ეთნოგრაფია
ხმათა ფუნქციების შესახებ აღმოსავლურ-ქართულ სამხმიან სიმღერებში.
On the functions of the voices in East-Georgian three-person songs.
13079.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ეკონომიკა
სასოფლო–სამეურნეო წარმოებაში პესტიციდების გამოყენების ოპტიმიზაციის ერთი მოდელის შესახებ ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით.
Concerning a model of the utilization of pesticides in agricultural production with account of the ecological requirements.
13080.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ეკონომიკა
დასმულია სასოფლო–სამეურნეო წარმოებაში პესტიციდების გამოყენების ამოცანა ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით და აგებულია მისი გადაწყვეტისათვის საჭირო ეკონომიკურ–მათემატიკური მოდელი.
The title problem has been studied and a special model is proposed for optimized use of pesticides in agricultural production, with account of the ecological requirements.