მოიძებნა 668043 ჩანაწერი
131041.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
სისხლში ჰორმონთა კონცენტრაციის ცვლილებები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გუნებ-განწყობასა და ქცევაზე.
Changes in blood concentrations of hormones can have profound effects on mood and behaviour.
131042.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ენდოკრინული ფუნქციის დარღვევები იწვევს ზოგიერთ დადგენილ კლინიკურ სინდრომს, რომელთაგანაც ზოგს აქვს დამახასიათებელი ნეიროფსიქიატრიული გამოვლინებები (მაგ., დეპრესია კუშინგის დაავადების დროს).
Abnormalities in endocrine function are responsible for a number of well- defined clinical syndromes, some of which have characteristic neuropsychiatric presentations (e.g. depression in Cushing’s disease).
131043.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად ასეთი კავშირების არსებობისა, ფსიქიკური აშლილობის დროს, ჰორმონთა ბაზალური პლაზმური დონის გაზომვამ, ზოგადად, არ აჩვენა თანმიმდევრული დარღვევები ფსიქიატრიულ პაციენტებთან.
Despite these associations, measurement of basal plasma hormone levels in psychiatric disorders has not, in general, shown consistent abnormalities in psychiatric patients.
131044.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გამონაკლისს წარმოადგენს დიდი დეპრესია.
The exception is major depression.
131045.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
დეპრესიის მქონე ზოგიერთი პაციენტის სისხლში მომატებული კორტიზოლის დონე შესაძლოა თამაშობდეს გარკვეულ როლს დეპრესიის პათოფიზიოლოგიაში.
Elevated cortisol levels in some patients with depression have been postulated to play a role in the pathophysiology of depression.
131046.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პეპტიდური რილიზინგ ფაქტორები.
Peptide-releasing factors.
131047.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონისა (თმჰ) და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) გამოყოფა რეგულირდება პეპტიდური რილიზინგ ფაქტორების მიერ.
Thyroid-stimulating hormone (TSH) and adrenocorticotropic hormone (ACTH) are regulated by peptide- releasing factors.
131048.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თავის ტვინის სხვა რეგიონებში მათ აქვთ დამატებითი სასიგნალო ფუნქცია, რომელიც ხშირად ემოციათა რეგულაციაში მონაწილეობს.
They have additional signalling roles in other brain regions, often those involved in the regulation of emotion.
131049.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს პეპტიდები ხშირად გვხვდება კლასიკურ ნეიროტრანსმირებთან ერთად.
These peptides often coexist with classical neurotransmitters.
131050.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, თიროტროპინ-რილიზინგ ჰორმონი (თრჰ) ლოკალიზებულია 5-HT-სთან ერთად 5-HT ნეირონებში.
For example, thyrotropin-releasing hormone (TRH) is colocalized with 5-HT in 5-HT neurons.
131051.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
სულ უფრო მზარდია ინტერესი იმის მიმართ, რომ შეიქმნას ისეთი პეპტიდები როლებიც ზემოქმედებს პეპტიდურ რეცეპტორებზე.
There is growing interest in the development of peptides that act on peptide receptors.
131052.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, კორტიკოტროპული რილიზინგ ჰორმონის (კრჰ) ანტაგონისტების შესაძლო გამოყენება დეპრესიის დროს.
For example, the use of corticotropic-releasing hormone (CRH) antagonists in depression.
131053.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ნეიროენდოკრინული ტესტები.
Neuroendocrine tests.
131054.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
სისხლის პლაზმაში ჰორმონთა დონის განსაზღვრა შეგვიძლია გამოვიყენოთ თავის ტვინის ნეიროტრანსმიტერთა ფუნქციური აქტივობის მონიტორინგისთვისაც.
Another use of plasma hormone measurement is to monitor the functional activity of brain neurotransmitters.
131055.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ჰიპოფიზის ჰორმონების სეკრეცია სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერებით კონტროლდება.
The secretion of pituitary hormones is controlled by a variety of neurotransmitters.
131056.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გარკვეულ ვითარებაში სისხლის პლაზმის ჰორმონთა კონცენტრაციის ცვლილებები შეგვიძლია გამოვიყენოთ მათ სეკრეციაში მონაწილე ნეიროტრანსმიტერთა ფუნქციის შესაფასებლად.
Under certain circumstances, changes in the concentration of a plasma hormone can be used to assess the function of the neurotransmitters involved in its release.
131057.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, სპეციფიკური პრეპარატებით თავის ტვინის 5-HTჰტ-ის ფუნქციის სტიმულირება იწვევს პლაზმის პროლაქტინის დონის ამაღლებას.
For example, stimulation of brain 5-HT function with a specific drug gives rise to an increase in plasma prolactin levels.
131058.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შესაბამისად, პროლაქტინის კონცენტრაციის გაზრდილი დონე, გამოწვეული პრეპარატის სტანდარტული დოზის გამოყენებით, საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ თავის ტვინის 5-HT-ის მეტაბოლური გზების ფუნქციური მდგომარეობა.
Accordingly, the rise in prolactin concentration that accompanies administration of a standard dose of the drug gives a measure of the functional state of brain 5-HT pathways.
131059.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ნეიროენდოკრინული ჩელენჯ ტესტები წარმოადგენს თავის ტვინის ნეიროტრანსმიტერთა მეტაბოლური გზების დინამიკურ ფუნქციურ გასაზომ საშუალებას.
These neuroendocrine challenge tests provide dynamic functional measures of brain neurotransmitter pathways.
131060.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გარკვეული ფსიქიკური აშლილობების დროს ეს ტესტები აჩვენებს ნეიროტრანსმიტერთა ფუნქციონირების დაქვეითების თანმიმდევრულ სურათს.
In certain psychiatric disorders these tests have yielded consistent evidence of impairments in neurotransmitter function.