მოიძებნა 668043 ჩანაწერი
131021.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
Of course, such an approach must be used cautiously.
131022.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თუ ეფექტურად მომქმედმა წამალმა დაბლოკა კონკრეტული ტრანსმიტერული სისტემა, ჩვენ ვერ დავასკვნით, რომ ეს დაავადება ამ ტრანსმიტერის ჭარბი რაოდენობითაა გამოწვეული.
If an effective drug blocked a particular transmitter system, it cannot be concluded that the disease is caused by an excess of that transmitter.
131023.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამის ნათელი მაგალითია პარკინსონიზმი
The example of parkinsonism makes this clear.
131024.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ანტიქოლინერგული წამლები ცვლიან სიმპტომებს, მაგრამ დაავადება გამოწვეულია დოფამინერგული ტრანსმისიის დეფიციტით და არა ქოლინერგული ტრანსმისიის სიჭარბით.
Anticholinergic drugs modify the symptoms, but the disease is caused by a deficiency in dopaminergic transmission and not an excess of cholinergic transmission.
131025.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ვგულისხმობთ, რომ ნეიროფარმაკოლოგიის ზოგადი მეთოდები ცნობილია მკითხველისათვის, ამიტომ ყურადღებას შევაჩერებთ ფსიქიატრიაში ამ მეთოდების გამოყენების ცალკეულ სირთულეებზე.
It is assumed here that the general methods of neuropharmacology are familiar to the reader, and attention is focused on the particular difficulties involved in using these methods in psychiatry.
131026.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
აქ ორი ძირითადი პრობლემაა.
There are two main problems.
131027.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქოტროპულ წამალთა უმრავლესობას არა ერთი ზემოქმედება აქვს და ხშირად ძნელი დასადგენია, რომელი მათგანია რელევანტური თერაპიული ეფექტის მისაღწევად.
Most psychotropic drugs have more than one action, and it is often difficult to decide which action is relevant to the therapeutic effects.
131028.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ლითიუმის კარბონატს აქვს მრავალი ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტი, აქამდე შეუძლებელი იყო ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების გუნებ-განწყობასთან მისი მასტაბილიზებელი ზემოქმედების დაკავშირება.
For example, although lithium carbonate has a large number of known pharmacological effects, it has so far not been possible to link any of these effects definitively to its remarkable ability to stabilize mood in bipolar illness.
131029.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეორე სირთულე ჩნდება იმის გამო, რომ ბევრი ფსიქოტროპული წამლის თერაპიული ეფექტი ნელა ვლინდება, მაშინ როდესაც ლაბორატორიაში მათი ფარმაკოლოგიური ეფექტის დადგენა სწრაფად ხდება.
The second difficulty arises because the therapeutic effects of many psychotropic drugs are slow to develop, whereas most pharmacological effects identified in the laboratory are quick to appear.
131030.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
წლების მანძილზე შესწავლილი იქნა ანტიდეპრესიული პრეპარატების მრავალი განსხვავებული ადაპტაციური რეაქცია, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მიგვიყვანა ახალი ანტიდეპრესანტის შექმნამდე.
Over the years several different adaptive responses to antidepressant drugs have been studied, but none of them has yet led to new kinds of antidepressant medication.
131031.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ახალი მედიკამენტების შემოღება, რომლებიც შედგება ტრადიციული კომპონენტებისაგან, მაგრამ განსხვავებული ფარმაკოლოგიური მოქმედება აქვთ, გვეხმარება შევიმუშავოთ ჰიპოთეზები კონკრეტული აშლილობის წარმატებული მკურნალობის მექანიზმისა და პათოფიზიოლოგიის შესახებ.
The introduction of new drugs with different pharmacological actions from conventional compounds can often be used to generate hypotheses about the mode of action of successful treatments and the pathophysiology of the disorder concerned.
131032.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გაცნობისას ირკვევა, რომ მხოლოდ ის ანტიდეპრესანტები, რომლებსაც აქვთ პოტენციური 5-HT-ის უკუმიტაცების ინჰიბიტორული თვისებები, ეფექტურია ობსესიურ-კომპულსური აშლილობის ფარმაკოლოგიური მკურნალობისას.
For example, with the introduction of selective serotonin reuptake inhibitors (SSRIs), it became clear that only antidepressants with potent 5-HT reuptake inhibitor properties are effective in the pharmacological treatment of obsessive–compulsive disorder.
131033.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
საყოველთაოდ მიღებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გამოყენება კი, უშედეგოა (გარდა კლომიპრამინისა).
Conventional tricyclic antidepressants (with the exception of clomipramine) are not useful.
131034.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როგორც ჩანს, ობსესიურ-კომპულსური აშლილობის პათოფიზიოლოგია განსხვავდება დიდი დეპრესიისაგან, რომლის სამკურნალოდაც ერთნაირად ეფექტურია ორივე კლასის ნაერთები.
This suggests that the pathophysiology of obsessive–compulsive disorder is likely to differ from that of major depression, for which both classes of compounds are equally effective.
131035.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელმაც სტიმული მისცა ამ მიმართულებით კვლევის ჩატარებას, კლოზაპინია.
Another drug that has stimulated research in this way is clozapine.
131036.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს ანტიფსიქოზური მედიკამენტი ეფექტურად მოქმედებს იმ პაციენტების უმრავლესობაზე, რომლებიც არ რეაგირებენ ტრადიციულ ანტიფსიქოზურ წამლებზე.
This antipsychotic drug is effective in a significant proportion of patients who are unresponsive to traditional antipsychotic drugs.
131037.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ცნობილია, რომ ანტიფსიქოზური წამლების უმრავლესობის სამკურნალო ეფექტი მიიღება მათ მიერ დოფამინ D<sub>2</sub>-ის რეცეპტორების ბლოკირებით, ხოლო კლოზაპინს აქვს სუსტი მგრძნობელობა ამ რეცეპტორის მიმართ.
Most antipsychotic drugs are believed to produce their therapeutic effects through blockade of dopamine D<sub>2</sub> receptors, but clozapine has a weak affinity for this receptor.
131038.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ასე გაჩნდა „ატიპიური“ ანტიფსიქოზური წამლების დიდი რაოდენობა, რომლებსაც ახასიათებთ კომბინირებული 5-HT<sub>2</sub>-ის და დოფამინ D<sub>2</sub>-ის რეცეპტორების ანტაგონისტური თვისებები.
This has led to the development of numerous "atypical" antipsychotic agents, which have combined 5-HT<sub>2</sub> and dopamine D<sub>2</sub> receptor- antagonist properties.
131039.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ ამ წამლებს გარკვეული უპირატესობა აქვთ საყოველთაოდ აღიარებულ ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან შედარებით, მკურნალობისადმი რეზისტენტული პაციენტების შემთხვევაში კლოზაპინის მსგავსი ეფექტი არ აქვთ.
Although these agents may have some advantages over conventional antipsychotic drugs, they do not seem to be as effective as clozapine in patients with treatment- resistant illness.
131040.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ენდოკრინოლოგია.
Endocrinology.