მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13101.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
ენობრივი ნომინაციის პრობლემა, კერძოდ, ფრაზეოლოგიური, თანამედროვე ლინგვისტიკის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.
Language nomination in general, and phraseological in particular, is a topical problem of modern linguistics.
13102.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
ფრაზეოლოგიური ერთეულები მიისწრაფიან ხატოვანი ნომინაციისკენ და ამით განსხვავდებიან ნომინაციის სხვა სახეებისაგან.
Phraseological units tend towards image nomination, thereby differing from other types of nomination.
13103.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
ფრაზეოლოგიური ერთეულების ნომინატური ბუნების გამოკვლევა ახლახან დაიწყო და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით.
Research into the nominational nature of phraseological units has started recently, and much is to be done in this direction.
13104.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
მწერალთა ლექსიკონების თავისებურების შეჯერება ზოგად განმარტებით ლექსიკონებთან.
The peculiarities of the dictionaries of writers’ lexicons contested with those of general use dictionaries.
13105.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
შრომის ამოცანაა მწერალთა ლექსიკონების როგორც იდეოლექსიკონების შეჯერება ზოგად განმარტებით ლექსიკონებთან, რომლებიც ლიტერატურული ენის ლექსიკოგრაფიული შემადგენლობის განზოგადებულ აღწერილობას წარმოადგენენ.
The aim of the article is to contrast dictionaries of writers; lexicons as idiolects with dictionaries which are designed to include all words in regular literary and colloquial use.
13106.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
ამ მიზნით გამოყოფილია გარკვეული ასპექტები, კერძოდ ლექსიკოგრაფიული ფორმა, ლექსიკონის ტიპი და სიტყვარი, რომლებშიც აღწერილია ინდივიდუალური და ლიტერატურული ენების ზოგადი და სპეციფიური მომენტები.
To investigate this special aspects are distinguished such as lexicographic form, the type of dictionary and vocabulary in which general and specific features of individual and literary language are described.
13107.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
ზმნისა და გარემოებითი სიტყვების როლის შესახებ ტექსტის პარტიტურულ სტრუქტურაში.
On the function of the verb and adverbial modifiers in the score structure of the text.
13108.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
მთავარი მოვლენის ცენტრის გამოხატვის ძირითადი საშუალება ზმნაა, ფონისა კი - გარემოებითი სიტყვები.
The linguistic means of expressing the centre of the main event is the verb and that of the background is the adverbial modifier.
13109.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
ავტორის კონცეპტის გახსნაში გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს მთავარი მოვლენის როგორც ცენტრმა, ისე ფონმა.
In revealing the author’s concept both the centre and the background of the main event may be significant.
13110.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
პირველ შემთხვევაში ცენტრი ძირითადი კომპონენტია, ხოლო ფონი ფაკულტატური.
In the former case the centre becomes the principal component, whereas the background is optional.
13111.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ენათმეცნიერება
მეორე შემთხვევაში კი, პირიქით.
In the latter case the opposite development is observed.
13112.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ფიზიკური დატვირთვის გავლენა დაზიანებული გულის კუნთის ულტრასტრუქტურაზე.
The influence of physical exercise on the ultrastructure of the damaged myocardium.
13113.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია წინასწარ დაზიანებული გულის ულტრასტრუქტურა სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის პირობებში.
The ultrastructure of the heart preliminarily damaged as a result of various frequent and intensive physical exercise was studied.
13114.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
გულის კუნთის დაზიანება ხდებოდა ნოვოდრინის შეყვანით კუნთებში ორჯერადად, 75–80 მგ/კგ წონაზე.
The damage of the heart was caused by a double injection of novodrin at the dose of 75-80 mg/kg.
13115.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ელექტრონულმიკროსკოპულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ერთჯერადი მწვავე ფიზიკური დატვირთვა აღრმავებს ნოვოდრინით გამოწვეულ პათოლოგიურ ცვლილებებს, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას.
An electron-microscopic study showed that a single acute physical training increases the pathological changes caused by the injection of novodrin and increases the permeability of the vessel wall.
13116.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კი (ცურვა 1,5 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ორი საათის ხანგრძლივობაში) ასტიმულირებს კაპილარების კედლის და მიოციტებს.
Moderate physical exercise (swimming for 2 hours twice a week for 1,5 months) stimulates the compensatory-adaptive mechanism in the capillary wall and myocites.
13117.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატის გავლენა შიზოფრენიით დაავადებულთა თეთრი სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურასა და ნივთიერებათა ცვლაზე.
The effect of some psychotropic drugs on the structure and metabolism in the white blood cells of schizophrenic patients.
13118.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
შესწავლილია ფსიქოტროპული პრეპარატების: მეტამიზილის, ოქტოკლოტეპინის, ანაფრანილის და ფენიბუტის გავლენა ქრონიკული შიზოფრენიით დაავადებულთა თეთრი სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურასა და ნივთიერებათა ცვლაზე.
The effect of psychotropic drugs – metamyzil, octoklothepin, anaphranyl and phenibut – on the structure and metabolism occurring in the white blood cells of schizophrenic patients during the chronic period of the disease has been studied.
13119.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
დადგენილია, რომ ამ პრეპარატების ერთჯერადი შეყვანა იწვევს ბირთვსა და ციტოპლაზმას შორის ურთიერთდამოკიდებულების შეცვლას, გლიკოგენის, ნუკლეინის მჟავების (რნმ, დნმ) ცვლის დაქვეითებას, აერობული ცვლის შესუსტებას და უჯრედების გადაყვანას ნივთიერებათა ცვლის უფრო ხელსაყრელ –ანაერობულ – პირობებში. ეს უკანასკნელი არ საჭიროებს მემბრანული სტრუქტურების მთლიანობას.
A single injection of the cited drugs was found to cause a change in the relationship between nucleus and cytoplasm, a reduction of glycogen and nuclear acid metabolism (RNA and DNA), weakening of unaerobic metabolism, and the transfer of the cells to the anaerobic way, not requiring the integrity of membrane structure.
13120.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ექსპერიმენტული მორფოლოგია
ნივთიერებათა ცვლის ეს გზა საჭიროა უჯრედისათვის ენერგეტიკული ხარჯების შესავსებად, რაც განაპირობებს, ერთის მხრივ, მისი ცხოველმყოფელობის აღდგენას და, მეორეს მხრივ, დამცველობითი ფუნქციის – კლაზმატოზის გაძლიერებას.
This way of metabolism is needed for the cell to compensate energy expenditure, which, on the one hand, helps to restore its vital activity and, on the other, to strengthen its protective function, i. e. clasmatosis.