მოიძებნა 668043 ჩანაწერი
131741.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
ანტიდეპრესანტებს, ძირითადად, ასოცირებული გუნებ-განწყობის აშლილობის დროს იყენებენ, რომელიც გამოიხატება პიროვნულ აშლილობასთან დაკავშირებული ემოციური და ქცევითი პრობლემების გაუარესებაში.
Antidepressants are used mainly for associated mood disorder - a common reason for the worsening of the emotional and behavioural problems associated with the personality disorder.
131742.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის დროს ანტიდეპრესანტების გამოყენება ქვემოთაა განხილული.
The use of antidepressants in borderline personality disorder is discussed below.
131743.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
ზოგჯერ სასარგებლოა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება აგრესიული ქცევის შესასუსტებლად.
Antipsychotics are occasionally useful to reduce aggressive behaviour.
131744.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
სერვისების ორგანიზება.
Organization of services.
131745.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების მკურნალობა შეუძლია ცალკეულ პრაქტიკოსს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მკურნალობის ფსიქოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და სოციალურ მხარეზე და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართავს.
People with personality disorder can be cared for by a single practitioner, who integrates the psychological, pharmacological, and social aspects of treatment, calling on specialist help when needed.
131746.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
პროგრესი.
Progress.
131747.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
ჩვეულებრივ, ხდება უკან დახევაც, მაგრამ მისი გამოყენება კონსტრუქტიულადაა შესაძლებელი, რადგან სწორედ ასეთ დროს არიან ადამიანები ყველაზე მონდომებულები გაუმკლავდნენ პრობლემებს.
Setbacks are common, but they can be used constructively, as it is at these times that the patient is most likely to be willing to confront their problems.
131748.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
ეთიკური პრობლემები.
Ethical problems.
131749.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
სტიგმა და პაციენტის ჩართულობა.
Stigma and patient involvement.
131750.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
მორალური შეშლილობის ადრეული იდეებიდან მოყოლებული, პიროვნული აშლილობის ცნება დაკავშირებულია მორალურ შეფასებასთან.
From the early ideas of moral insanity to the present time, the concept of personality disorder has been linked to a moral judgement.
131751.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 7, პიროვნება და პიროვნული აშლილობა
ამის გამო, ბევრი კლინიცისტი თავს იკავებს ასეთი დიაგნოზის დასმისგან.
For this reason, many clinicians are reluctant to make the diagnosis.
131752.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
სტრესული მოვლენები ხშირად იწვევს ფსიქიკურ აშლილობას.
Stressful events frequently provoke psychiatric disorders.
131753.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
მათ, აგრეთვე, შეიძლება გამოიწვიონ უარყოფითი ემოციური რეაქციები.
Such events can also provoke distressing emotional reactions.
131754.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ამ თავში აღწერილი ყველა ფსიქიკური მდგომარეობა, გარდა ნორმალური გლოვის რეაქციისა, კატეგორიზირებულია კლასიფიკაციებში, როგორც აშლილობა.
With the exception of normal grief reactions, the psychiatric conditions described in this chapter are listed in the classifications as disorders.
131755.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
მოცემული თავი იწყება სტრესულ მოვლენებზე საპასუხო რეაქციის ზოგიერთი კომპონენტის აღწერით.
The chapter begins with a description of the various components of the response to stressful events.
131756.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
სხვადასხვა სინდრომები, რომლებშიც შედის მწვავე სტრესული რეაქციები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, მძიმე სტრესზე რეაგირების განსაკუთრებული ფორმები და ადაპტაციის დარღვევები.
The various syndromes, including acute stress reactions, posttraumatic stress disorder, special forms of response to severe stress, and adjustment disorders.
131757.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ბოლო თავში განხილულია განსაკუთრებული ტიპის ადაპტაციური რეაქციები, რომლებიც მოიცავს ადაპტაციას მძიმე დანაკარგთან და ლეტალურ დაავადებებთან.
The chapter ends with an account of special forms of adjustment reaction, including adjustment to bereavement and to terminal illness.
131758.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
რეაქცია სტრესულ მოვლენებზე.
The response to stressful events.
131759.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
რეაქცია სტრესულ მოვლენებზე სამი კომპონენტისგან შედგება:
The response to stressful events has three components:
131760.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ემოციური ხასიათის რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სომატური ცვლილებები.
An emotional response, with somatic accompaniments.