მოიძებნა 668043 ჩანაწერი
132201.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სიმპტომები ნებისმიერი შფოთვითი აშლილობის დროს შეიძლება აღმოცენდეს, თითოეული ტიპის აშლილობას გააჩნია დამახასიათებელი პატერნი, რომელიც მოგვიანებით იქნება აღწერილი.
Although all of the symptoms can occur in any of the anxiety disorders, there is a characteristic pattern in each disorder, which will be described later.
132202.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
კლინიკური სურათისა და ეტიოლოგიის თვალსაზრისით შფოთვით აშლილობებს ბევრი საერთო მახასიათებელი გააჩნიათ, მაგრამ განსხვავებებიც შეინიშნება:
The disorders share many features of their clinical picture and aetiology, but there are also differences:
132203.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს შფოთვას პერსისტენტული ხასიათი აქვს, თუმცა ის შეიძლება ცვალებადობდეს ინტენსივობის მიხედვით.
In generalized anxiety disorders, anxiety is continuous, although it may fluctuate in intensity.
132204.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ფობიკურ-შფოთვითი აშლილობისას შფოთვას პერიოდული ხასიათი აქვს, რომელიც გარკვეულ ვითარებებში აღმოცენდება.
In phobic anxiety disorders, anxiety is intermittent, arising in particular circumstances.
132205.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
პანიკური აშლილობისას შფოთვას პერიოდული ხასიათი აქვს, მაგრამ მისი აღმოცენება არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ვითარებასთან.
In panic disorder, anxiety is intermittent, but its occurrence is unrelated to any particular circumstances.
132206.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ეს განსხვავებები (და ასევე ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვეევა), განხილული იქნება მოგვიანებით, სხვადასხვა ტიპის შფოთვითი აშლილობების აღწერასთან ერთად.
These differences (and some exceptions to these initial generalizations) will be explained further when the various types of anxiety disorders are described.
132207.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
შფოთვითი აშლილობების შესახებ არსებული მოსაზრებების განვითარება.
The development of ideas about anxiety disorders.
132208.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ცნობილია, რომ შფოთვა ბევრი ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთ მკვეთრად გამოხატულ სიმპტომს წარმოადგენს.
Anxiety has long been recognized as a prominent symptom of many psychiatric disorders.
132209.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
შფოთვა და დეპრესია ხშირად ერთად იჩენს თავს.
Anxiety and depression often occur together.
132210.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე შფოთვითი აშლილობები არ იყო ცალკე კლასიფიცირებული და გუნებგანწყობის აშლილობებს მიეკუთვნებოდა.
Until the last part of the nineteenth century, anxiety disorders were not classified separately from other mood disorders.
132211.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
თავდაპირველად, ფროიდი შფოთვითი ნევროზების კატეგორიაში ფობიებისა და პანიკის შეტევების მქონე პაციენტებს აერთიანებდა, მაგრამ, მოგვიანებით, მან ეს კატეგორია ორ ჯგუფად დაყო.
Freud’s original anxiety neurosis included patients with phobias and panic attacks, but subsequently he divided it into two groups.
132212.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ამგვარად, შფოთვით ისტერიაში შედიოდა შემთხვევები, რომლებიც ჩვენთვის აგორაფობიის დიაგნოზის სახელით არის ცნობილი.
Thus anxiety hysteria included the cases we now diagnose as agoraphobia.
132213.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
თავდაპირველად ფროიდი ვარაუდობდა, რომ შფოთვითი ნევროზები და შფოთვითი ისტერია სექსუალური კონფლიქტებით იყო გამოწვეული, თუმცა, მოგვიანებით, მან მათი გამომწვევი სხვა მიზეზების არსებობის შესაძლებლობაც დაუშვა.
Freud originally proposed that the causes of anxiety neurosis and anxiety hysteria were related to sexual conflicts, although he later accepted a rather wider range of causes.
132214.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
1930-იან წლებში ფსიქიატრების უმრავლესობა თვლიდა, რომ შფოთვითი ნევროზების გამოწვევა მრავალ სხვადასხვა სახის სტრესულ პრობლემებს შეეძლო.
By the 1930s, most psychiatrists considered that a very wide range of stressful problems could cause anxiety neurosis.
132215.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ფობიკური აშლილობები ანტიკური ხანიდან არის ცნობილი, მაგრამ ამ მდგომარეობების სისტემური სამედიცინო გამოკვლევა პირველად, მეთვრამეტე საუკუნეში, ლე კამიუმ ჩაატარა.
Phobic disorders have been recognized since antiquity, but the first systematic medical study of these conditions was probably that of Le Camus in the eighteenth century.
132216.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში არსებული კლასიფიკაციების მიხედვით, ფობიები მონომანიების ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლებიც უფრო აზროვნების დარღვევებს წარმოადგენდნენ, ვიდრე ემოციურ აშლილობებს.
The early nineteenth-century classifications assigned phobias to the group of monomanias, which were disorders of thinking rather than of emotion.
132217.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
თუმცა, როდესაც ვესტფალმა პირველად აღწერა აგორაფობია, მან ხაზი გაუსვა შფოთვის მნიშვნელოვნებას.
However, when Westphal first described agoraphobia, he emphasized the importance of anxiety.
132218.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
მოგვიანებით, 1895 წელს, ფროიდმა ფობიები ორ ჯგუფად დაყო: ზოგად და სპეციფიკურ ფობიებად.
Later, in 1895, Freud divided phobias into two groups - common and specific phobias.
132219.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ტერმინს „სპეციფიციკური ფობია“ დღესდღეობით რამდენადმე განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია.
As will be explained later, the term specific phobia now has a rather different meaning.
132220.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
მარტივი ფობიები, ჩვეულებრივ, ბავშვობაში ვითარდება, სოციალური ფობია - მოზარდობის ხანაში, ხოლო აგორაფობია - ზრდასრული ცხოვრების ადრეულ ეტაპზე.
Simple phobias generally begin in childhood, social phobia in adolescence, and agoraphobia in early adult life.